|
თუთას დაუსხამს კვირტები, ჩქარა ფოთლებსაც გაშლის, ალუჩა აყვავებულა, აკოკრებულა ვაშლი.
გადმოკიდულან ქინდრად, ბაიას ოქროს თვალები ამოუქარგავს მინდვრად.
გადაუშლიათ შვებით, ენძელა, კენტად ნაზარდი, მზეზე კეკლუცობს ქებით.
რამდენ ასეულ წლების... ახლა სხვა სიხარულია, ცხოვრების განახლების.
გვატკბობს პირნაზი მთვარე, ვიშ, რა კარგი ხარ, სოფელო, მიწის დოვლათის მხარევ! |
















