მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
მოციმციმდა გაზაფხული
ია-გიაცინტებით.
ფერად-ფერად მოკაზმული,
მოჭიკჭიკე ჩიტებით.
აედევნა ოქროს სხივებს
ჭრელფრთიანი პეპელა,
და ფოთლებზე ბროლის მძივებს
სიო არხევს ნელ-ნელა.
ხტუნავს ნუკრი მთის კალთებზე,
სიხარულით დამთვრალი,
ნაკადულის ცელქ თვალებში
ჩაიძირა ზამთარი.
Quick Buy
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet