მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 45 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გინდათ, იცოდეთ, რად მიყვარს

მერცხლის საამო ჭიკჭიკი

იქ, სადაც დაჰქრის ნიავი,

ისმის ნაკადულთ ლიკლიკი?!


სად გლოვის ზარიც თანა სდევს

მგოსნის საამო მღერასა,

სადაც ბორკილი ამძიმებს

სიცოცხლის მაჯის ძგერასა, -


მეც იქ მსურს, ხოლმე, მივბაძო

მერცხალს, კუდ-მაკრატელასა,

რომ მოსვლა ტკბილ გაზაფხულის

ლხენით ვაუწყო ყველასა,


ნიავს თან ფრენით გავყვები,

წავყვები მთათ და ბარადა

და ჩანგს, ტკბილ საგაზაფხულოს,

ვაჟღერებ წარა-მარადა.


უბირ ქოხთ შორის მწუხრის ჟამს

დავსძახებ საგარიჟრაჟოს,

რომ ბინადარმა ქოხისამ

გული იმედით აკაჟოს.


დე, ღამის ბინდმა დაჰხუროს

ქვეყანას სევდის საბანი,

მიდამოს წარღვნას უქადდეს,

ცის მკერდის ჩამონაბანი.


მაინც ნუ შეუშინდება:

გული იმედით იკაჟოს!

და მე კი, რწმენის ტკბილ ჰანგზე,

დავსძახებ საგარიჟრაჟოს.


ჭალაკს გავსცდები, ტყეს გავალ,

გზას დავსცემ ხრიოკთ 'შორისა,

რომ ერთ გორს ჩუმად გავანდო

ფიქრი, მეორე გორისა,


კვალად მესამეს წავუღო,

ნაფიქრი ამა ორისა,

და ერთად შევკრა ნაფიქრნი,

ყველა მეგობარ სწორისა!..


მეც ამ თაიგულს დავეძებ,

ვეძებ ამ უცხო კონასა!

ის არეს გააჩირაღდნებს,

აღძრავს, აღადგენს მონასა,


გულს აუძგერებს იმედით,

გაუფრთოსნდება: სურვილი,

გამოსავალიც ერთია:

მოიკლას გულის წყურვილი!


აი, რად მინდა მივბაძო

მერცხალს, კუდ-მაკრატელასა,

რომ მოსვლა ამ ტკბილ საათის

ლხენით ვაუწყო ყველასა!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ