|
დათვრა, განრისხდა გაზაფხულის ცა, შემოიხია ტანზე აპრილი. წარბნი შეჰყარა, წამს რისხვად იქცა და ჩაუმტვრია კაკალს თავ-პირი.
დგას და... ზეცის მუშტს, - მეხს მწარედ სწყევლის. გვიან ცაც ნანობს, ულბება გული, ლოთივით წვიმად ჩამოსდის ცრემლი.
ცის და... საკუთარ ცრემლებით სველი. ეჰ, მზე მოურჩენს მას ამ იარებს, მას ისევ მწვანე ფოთლები ელის და კვლავ ერქმევა, - ხე - მსხმოიარე.
ცრემლი რას უზამს, ცრემლი რას ეტყვის?! ვერც მზე უშველის, რადგანაც, ძმებო, ხე კი არ არის, კაცი - კაცია! ისიც ვთქვათ: - მეხი დიდ ხეებს ეძებს, პატარა ხეებს გაზრდას აცლიან. |
















