ბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია… ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია.
ხევებზე მოჰყეფს ღვარია; აქით არაგვი აყვირდა, იქით ბანს აძლევს მტკვარია;
ჯავრობა შესაზარია. რამდენი ხანი გავიდა, რაც დედამიწა არია,
მიწასა სთელვენ ძმანია; იმათ წყალს დაუბანია თამარის ტურფან თვალნია;
გადმოსცქერიან მთანია. ძმანი შესტრფიან დედებსა, დედები - ლომ-გულ შვილებსა, საკინძზე ალმასისასა დაუკერებენ ღილებსა.
ამ დროს ზნე უვლისთ ავია, არ იზმენ, თუ ერთმანერთსა არ გაუსინჯეს მკლავია.
თან იგერებენ ფარითა, მემრე ჰკოცნიან ერთმანერთს, მიდიან ერთის თავითა.
ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა, ისიც წინ მოეგებება წვერ-ბასრის შუბის ტარითა.
თავის ტალღების ღვარითა. მთას იქით მოსთქვამს რიონი გაშიშვლებულის ხმალითა…
თქვენი დანახვა თვალითა!.. იკურთხოს თქვენი ერთობა, სამის სამების ძალითა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |