ადრიან გაზაფხულზედა თებერვლის მზიან დღეშია, ყვავილმა გამოიხედა განაპირებულს ტყეშია.
სურნელი, ნამებ-ცვრიანი, გეგონებოდათ: ერთადა შეყრილან ვარდნი, იანი.
უხვად დაიწყო ფშვინვაო, მზე უგზავნიდა სხივებსა, რას დააკლებდა ყინვაო!
რაკი მზემ გამიცინაო, აღარ ფიქრობდა საბრალო, თუ მარტი მისდევს წინაო.
ცას წარბი შეაკვრევინა და ნაღვლიანსა ცრემლები მიწაზე დააღვრევინა.
ზედაც დასწვიმა კიდევა… თუ შეუყვანა დაზრება - ყვავილი ელდით ილევა.
თუნდაღა ერთის ღერისას. არ ჩივის ფურცელთ დაცვივნას, გაალქატებას ფერისას.
მარტი უფრორე სწყრებოდა, ყვავილი მიდგა ყუაზე, ის იყო, სული ხდებოდა!
სუსხიც თან მიჰყვა ტიალი, მზემ ძალა გამოიჩინა, წაღმა დაიწყო ტრიალი.
მიდამო მრავალფრთიანი, ენძელამ თავი ამოჰყო, ბუჩქში აჰყვავდნენ იანი.
გალობა ათასნაირი, უღელზე მეხრის ღიღინი, მეძროხეების შაირი.
ყვავილის ნათესაობა, იმათ საბურავ-საცმელსა ეტყობა სხვადასხვაობა…
მაგრამ დაწყლულდა გულშია, ვაი-ვაგლახით სულდგმულობს მზის ალერს-სიყვარულშია.
სწყენს სითბო, მზისა სხივები, მზე კი კვეხულობს: - გავათბე დამზრალი, შენაცივები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |