იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო; ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო, ნუ ნახავს მზესა, ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |