ყინვისგან შეწუხებულმა ვნახე, ზამთარი კვდებოდა, ლეღმა ნაკრავი ყინული მდინარეებზე ტყდებოდა; ბატი, წერო და ყარყატი მათ ნაპირებზე სხდებოდა და გაზაფხულის ზლაზვნითა სამარიდანა დგებოდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა. ეუწყა განგების ძალსა მთისა, ბარისა, ტყისადა: ,,გამოიჩინეთ ყველამა, უნარი გახლავთ რისაცა, ბრძანებსა არის უფლისა, აყვავდეს ქვა და ქვიშაცა"
თავი ამოყვეს იათა, სამოთხის ფერი დაიდვეს არემარეთა ტყიანთა; დიდი გამართეს ზეიმი მწერთა, ოთხფეხთ და ფრთიანთა.
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა, ჟუჟუნა წვიმამ დაუშო, მთიდან ღვარები მომსქდარა, გუნდი და გუნდი ყვავილთა მიწის გულმკერდზე მომსხდარა, ნაშენი ცხვრის და ძროხისა ფარებად კარზე მომდგარა. დიდება უფლის სახელსა, რა კაი საქმე მომხდარა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |