ბარდნის, გათეთრდა ლურჯთვალა მოლი, ხეზე ფოთოლი გაჭაღარავდა და ფანტელებით წყლიანი თოვლის ყვავები წერენ ზამთრის ბალადას. ია ყინვისთვის გამოიმეტა, მთებში მერცხლები აღარ მოდიან, დუშმანი იყოს მაგათ იმედად! სითბო წაართვი ზეცის საფირონს, როცა აზრობდი მიწის ზურმუხტებს, ნეტავ, სად გქონდა ჭკუა, აპრილო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |