მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2654 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვუძღვნი იაკობ გოგებაშვილს

მიყვარს პატარა ჩიტი ბეღურა,

ჩვენ სახლის ჭერქვეშ დაბუდებული,

კრუხ-წიწილებში რომ გარეულა

და ეძებს საჭმელს, გამალებული;

ზამთარ და ზაფხულ რომ არ გვშორდება,

"ჭივ-ჭავე, ჭივ-ჭავ!"-ო, დაგვძახის, გვართობს;

ბოსტნებს და ბაღებს თავზედ ევლება,

მწერებს და ჭიებს უწყალოდ აწყობს!

მიყვარს მერცხალიც, კუდ-მაკრატელა,

გაზაფხულისა მახარებელი,

უსაზღვრო სივრცე რომ გადმოთელა

და კვლავ მოძებნა მხარე მშობელი;

შევხარი იმისს მშობლიურს ზრუნვას,

მისს მოძრაობას, დაუცხრომელსა:

ცის კამარაში ტრიალს და ცურვას,

ჭიკჭიკ-გალობას, დამატკბობელსა!

მიყვარს ტოროლაც, მღერალი დღისა,

მზის სხივებითა გაბრწყინებულის;

მღერალი ყანის, მინდორ-ველისა,

აბიბინებულ-ამწვანებულის;

მაღლა, სულ მაღლა რომ მინავარდობს,

ვით ლამაზ მძივებს, აბნევს ტკბილ ხმასა,

მსმენელს ახარებს, თვითონა ცხარობს,

თითქო აერთებს მიწას და ცასა!

მიყვარს შაშვიცა, შავად მბზინავი,

ეკლის ბარდებში რომ იმალება

და, დროსა მწუხრის ტკბილად მსტვინავი,

თითქოს ლოცულობს, აგალობდება.

მტრედიც, ნარნარი, მშვიდი და წყნარი,

მისი უმანკო გულუბრყვილობა,

მისი ღუღუნი, გრძნობით დამტკბარი,

მისი სიმტკიცე და ერთგულობა!

მიყვარს არწივიც, მეფე ჰაერის,

იქ, ღრუბლებს ზევით, მარტოდ მფრინავი;

გედიც, მშვენება მოელვარე ტბის,

ყელ-მოღერებით, კოხტად მცურავი;

მოლაღურიცა, ტყეს რომ აფხიზლებს,

მისი წკრიალა ხმა გულსა სწვდება;

მწყერიც, მიწას რომ ფეხს არ აცილებს,

პურის ყანიდან გვეჭუკჭუკება!

და კიდევ უფრო მიყვარს ბულბული,

მგოსანი ტურფა მაისის ღამის,

რომ აჟღერდება, აღფრთოვნებული,

თითქო ისმისო ხმა ციურ ქნარის!

მისი სიმღერა, გამომხატველი

უცნაურ ძალთა დიად ბუნების,

მხიბლავს, მატყვევებს, გრძნობის მომგვრელი,

ამშლელი ათას ტკბილ ფიქრ-ოცნების!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ