მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 34683 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

...და მიილულა შემოდგომის მზე... და მიილულა ქანც-მილეული,

ისევ იძრცვნება ფიჭვ-ნაძვნარის ტყე, აღარ ასვენებს ქარი წყეული.

და გაბნეული გზაზე ფოთლები, სიკვდილს თამაშით ეგებებიან,

ეთხოვებიან სიცოცხლის დილას, უკანასკნელი ჰანგით კვდებიან.

ნისლი დაადგა მთების მწვერვალებს, დაადგა როგორც ჯიღა-გვირგვინი,

ყვავილი ჰნაბავს ალისფერ თვალებს - მიდამოს ჰზარავს მისი ქვითინი.

... და სიბრალულით და სინანულით, ისევ იღვრება შვების ფიალა

და რაც გვაჩუქა სხივთ გაზაფხულმა, ის შემოდგომამ გაატიალა.

ისევ ფიქრები საშემოდგომო, ისევ ვნება და ისევ ქაოსი,

გარს ქარიშხლიან ბრძოლის სურათი, გარს სიწყვდიადე სასაფლაოსი.

ისევ ოცნება ღამის სარკმელთან, რაზე? - არ გესმის, რაზედ - არ იცი,

გესმის ძახილი შორეულისა, გესმის სიტყვები შემონაფიცი...

აგერ ათრთოლდა ცაზე ვარსკვლავი, მაგრამ რარაცამ მოჰხვია ფრთები,

ჩვენც გულსაკლავად დავიქვითინებთ: - არ აინთები, არ აინთები!..

ახ, შემოდგომავ, რარიგ მიყვარხარ! - მარად მაგონებ ნათელას სახეს,

მაგრამ არ ვიცი, ნაზო, ველურო, სევდის წამებად რისთვის დაგსახეს?..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ