ხალხს ეცვა თბილად და ერთფეროვნად და შეჩვეული იყო ყველაფერს: თუკი მღეროდნენ-ყველა მღეროდა, ყველა ღელავდა - თუკი ღელავდნენ.
ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს, ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი, ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს
ეკარგებოდა ქალაქს ხალისი უკაცურ ქუჩებს უფრთხოდა მთვარეც და იწყებოდა წვიმა თავისით.
ეკარგებოდა ქალაქს იერი და მოედანი ბზინავდა ბნელში, ტბასავით ჩუმი და ცარიელი.
წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში, და დინამიტით დახოცილ თევზებს ჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში.
აჩენდა თავის უნაკვთო სახეს და უთავბოლოდ დააქროლებდნენ დღეები ძველი აფიშის ნახევს.
ყველა კუნჭული მოჩანდა უკეთ. თუმცა სიცოცხლით მთვრალი წყვილები მაინც ვერ გრძნობდნენ რომ ჩანდნენ უკვე...
იპყრობდნენ სივრცის უდიდეს ნაწილს და იმ ხეების თავისუფლებით კვლავ შიშვლდებოდნენ ქალაქის თვალწინ,
რადგან ისინი მაშინ ცდებოდნენ, როცა ბუჩქებში მალავდნენ ვნებებს, ვით ნაქურდალით სავსე ჩემოდნებს.
არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს, თუმცა ფოთლების უმრავლესობა სველ ბილიკებზე ეყარა პირქვე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |