მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 10373 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გზა სპირალივით ზედიზედ უხვევს...

არ ჩანხარ, მაგრამ გადმომდგარ მუხებს

და მწარე კვამლით გაჟღენთილ შუკებს

შენი იმედი ეტყობათ უკვე.


მადლობელი ვარ მწარე კვამლისთვის.

მადლობის მეტი რა მეთქმის ახლა.

მადლობელი ვარ და ამ კვამლივით

მეც შეუმჩნევლად მივიწევ მაღლა.


და ცა მხურვალე, როგორც ღუმელი,

ჩემს სასარგებლოდ ჩემდება დღესაც

და სრულყოფილი ხდება დუმილიც,

სიტყვაც და საქმეც,

ცრემლიც და კვნესაც...


გზა სპირალივით ზედიზედ უხვევს

და კიდევ მრავალ ხასიათს შეცვლის...

თითქოს სექტემბრის ფერადი ცეცხლიც

სილამაზისთვის ედება მუხებს.


როგორც დანგრეულ ტაძრის სვეტები,

დგანან მუხები (დე, იდგნენ მარად).

მე მუხის გამხმარ ფესვზეც ვეტევი,

მეც და მდინარეც, მზეცა და ფარაც.


ნეტავ შემეძლოს ფარის გადენა,

ვის რაში უნდა, რაც უკვე უთქვამთ...

და ჩემი სული, როგორც ანტენა,

იჭერს გარდასულ ხმასა და სუნთქვას.


და მუხის ფოთოლს მიაფრენს ქარი,

მდინარის პირას გაზრდილი ქარი,

მდინარესავით მხნე და კეთილი...

ხოლო ფოთოლი სისხლის წვეთივით

მეცემა გულზე...


და გულით მიმაქვს,

როგორც ბრძოლებში გამდნარი დროშა...

და აი, უკვე იწყება წვიმაც

და შენი თეთრი გუმბათი მოჩანს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ