შინ ბუხარი ქოთნით და ჯაგნების ჯარი, გარეთ ჭრელი ფოთლით გაფოფრილი ქარი, მთელი ღამე ოდის ჭრიალებდა კარი, მთელი ღამე ქროდა, ჭრელაჭრულა ქარი...
სოფლის თავზე დატკბა, ზეცა მზით და ლილით, ახმიანდა ოდა, სიხარულის ხმებით, გაჭრიალდა კარი, გამობრძანდნენ დები...
მზიამ გული იჯერა, ხეჭეჭურის ჭამით; ხოლო დუმდა ლელა - უცნაური ბავშვი, მუხლებამდე იდგა ჭრელი ფოთლის ზღვაში; ახედავდა სევდით, დაშიშვლებულ ტოტებს, კრეფდა ოქრო-ვერცხლის გასაოცარ ფოთლებს,
ჰოი, ჭრელო ფოთლებო, მართლა საოცრებო! კურთხეული იყოს ჯერ ხომ თქვენი დასი, მერე ვინც იცოდეს, ქვეყნად თქვნი ფასი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |