მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4684 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,

ტყე ჟინჟღლს მოიმცრევს დილაადრიან.

ქართულ წისქვილის კარს მოადგება

წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.


ხვიმირებიდან დრიჟამს ჩამოფქვავს,

გახედავს ოჩხრებს, ჯანგრებს, ჭიუხს.

წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვმს

და ხელისგულზე დაბერტყავს ჩიბუხს.


ყბედი მეურმე გააბამს ზღაპარს,

დაუსრულებელს, როგორც მდინარე.

ძაღლი შეჰყეფავს ვიღაც წინაპარს

და თვალს გაახელს ხარი მძინარე.


და ისევ ღამე კუნელის ფერი,

შავი, ბუღრია, ვით ჯოჯოხეთი,

შეხვალ, გეტყვიან: - სად დაითვერი,

მადლობა გამჩენს, რახან მოხვედი.


ვიღაცა ჭრაქით დახედავს საფქვავს,

წნორი ალაზანს შესვამს ფესვებით.

მთვარის სინათლე გაგიჭრის საფლავს

მოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით.


ნუთუ ბოსელშიც არ გვქონდაწილი,

ლოცვებს ვთვლით, მაინც ვუბედურდებით.

კაცივითოხრავს ჩარხი წისქვილი,

ჭერი სავსეა აბლაბუდებით.


ქვეყნიერებას რომ არ ვუმზიროთ,

თვალებს დავხუჭავთ, რა ვუყოთ ყურებს!

ჩამორეკილნი ბოლნისის მზვარად

ვგავართ დაღრეცილ მინიატურებს.


შემოიტანენ ღვინოს ერთ კოკას,

ანდრიას სახეს შეამხვრევს ბინდი,

შენ სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავს

და ეს იქნება ჰანგების მინდი.


ფაფუკ წარწერებს დასწვავს,

სენც დაიღლები, მარად რომ სძგერდი,

დაუკრავ ჩონგურს და ეს ოხერი,

დიდხანს იცეკვებს შეშლილი ღმერთი!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ