მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2301 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

კარგია სოფლად შემოდგომა.. ფოთლების შვავი,

ბუხართან ჯდომა... საუბარი... წვიმის შრიალი.

უზარმაზარი თევზივით ხტის ხევდახევ ღელე.

მართლა კარგია ნაკვერცხლებზე შემწვარი სოკო.

სველი ჯირკიდან გარეთ გამოდის

დიდი ტყისა და წვიმების სული...

აი, ნაცრიდან იღებენ კოკორს,

ჯერ დაბერტყავენ ხელისგულებით,

სულს უბერავენ,

გადაასხამენ დოქის წყალს მერე

და გააცლიან ნაცარს და ნეშოს...

ანწლების იქით თხა გადააბეს,

თავ-თავის ჭიშკრებს მოაბღავლეს სველმა ხარებმა...

შემოაბიჯეს სოხანეზე სოფლისკაცებმა.

მხრიდან თოხები ჩამოიღეს, თქვეს გამარჯობა,

მერე ფეხები დაიწმინდეს თოხისპირებზე,

კერიის პირას გააბოლეს სველი თუთუნი

და საუბარი ჩამოაგდეს მოსავლის ბედზე.

ბუხრისპირ უცებ აბოლდა ძაღლი...

სველი ჯირკიდან გარეთ გამოდის

დიდი ტყისა და წვიმების სული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ