|
ცივა და ჰყინავს... ხანა ჰთოვს, ჰტუსავს... მზე მობუზულაო, მთა-ბარი, ტყე და მინდორი სულ თოვლით დაფარულაო.
კლდეებზე დაკიდულაო, ბანის და საბძლის პირები კირჩხლებით მოზიკულაო.
ჩამოსვლა არა ჰსურიათ, და თეთრ ნაბდებზედ თეთრივე ქუდები დაუხურიათ.
კალთებს თუ დაიბღერტავენ, და მეხის ტეხასავითა, სიმღერას გაიბედავენ, -
გიჟივით თოვლსა ჰხვეტავენ და ზვავნი ჭექა-ქუხილით ხევ-ხუვებს გამოჰლეწავენ, -
კუკნს აღარ არაკუნებსა, ზოგი კი ისევ ითრება ზანტად პირს ახახუნებსა,
მთვარე არ დააძინებსა. გაწვრილებული მდინარე ყინულში მძლივსღა მოჰჩანსა, და მელა გაე-გამოსა ბროლის ხიდებზე ჰროკავსა. |
















