მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ჩუმად მოვიდა ზამთარი
და ისევ ჩუმად წავიდა,
სიცოცხლის თესლი მიწაში
გაზრდას დაიწყებს თავიდან.
ჩამოიბერტყეს ტოტებმა
ცივი თოვლი და სისველე,
გაღვიძებული ყვავილი
კვირტებში ვეღარ ისვენებს.
გადნა თოვლი და ყინული
თბილი ზაფხული დაბრუნდა,
მაგრამ ამ თოვლის ფანტელებს
ჩემს საფეთქლებზე რა უნდა!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet