მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
გამოვჩარხეთ, გავამზადეთ
ციგები და ციგურები,
ახლა თოვლის მოსვლას ველით
და ზეცისკენ ვიყურებით.
დღეს ამინდი შეიცვალა,
ცა ღრუბლებმა დააბნელა,
პალტოებში გამოგვაწყო
ქარმა ცივად დანაბერმა.
თოვლის მოვა ამაღამო,
გვეუბნება პაპაჩვენი,
ოღონდ თოვლი მოვიდეს და
სხვა ჩვენ ვიცით დანარჩენი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet