მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5275 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მამაჩემი გენიოსია.

მისი სიტყვები

ყოველთვის ახერხებდნენ

ნახვრეტების დადებას ჩემზე.


როცა მე კარატეზე მივედი

მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის კარატისტი ხარ შვილო

კარატისტები იყვნენ ჩემ დროს

ჯარში

შაულინელ ბერებს ერეოდნენ,

და ჩემში მოკვდა კარატისტი.


როცა მე მუსიკაზე მივედი მან მითხრა:

- შენ რა ჩემი ყლის მუსიკოსი ხარ შვილო,

მუსიკოსები იყვნენ ჩემ დროს

ბარებში

სვამდნენ

და პრიბალტიკელ ნაშებს ტყნავდნენ

და ლექსებს უძღვნიდნენ,

და ჩემში მოკვდა მუსიკოსი.


როცა მე ლექსების წერა დავიწყე

მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის პოეტი ხარ შვილო

პოეტები იბეჭდებოდნენ ჩემ დროს

ლიტ.გაზეთებში

და სამშობლო უყვარდათ

და ჩემში მოკვდა პოეტი.


როცა მე ###ზე დავიკიდე ყველაფერი

და გავლოთდი

და დედა მომეტყნა

მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის ლოთი ხარ შვილო

ლოთები იყვნენ ჩემ დროს

დუქნებს ხატავდნენ

და სახლი არ ქონდათ,

და ჩემში მოკვდა ლოთი.


როცა მე ხატვა დავიწყე მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის მხატვარი ხარ შვილო

შეეშვი ამ ცანცარობას

და ისწავლე რაიმე ხელობა

რო ლუკმა-პურის ფული იშოვო,

და ჩემში მოკვდა მხატვარი.


როცა მე მეწაღეობა ვისწავლე

რომ ლუკმა-პურის ფული მეშოვა

მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის მეწაღე ხარ შვილო,

ამ ფეხსაცმელს მაიმუნიც კი არ ჩაიცვამს სირცხვილით

და ჩემში მოკვდა მეწაღე.


როცა მე ფილტვის კიბოთი ვკვდებოდი

მან მითხრა

- შენ რა ჩემი ყლის ავადმყოფი ხარ შვილო

ავადმყოფები იყვნენ ჩემ დროს

ციხეებში

ზეზეულად ლპებოდნენ

და მაინც არ ნებდებოდნენ ცხოვრებას,

და ჩემში მოკვდა ავადმყოფი.


ის გენიოსია

ცოცხალი

და მარად მართალი გენიოსი

რომელმაც ყოველთვის იცოდა

რა მინდა მე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ