|
მალე სწყინდებათ თოჯინების თეატრში მამებს, ჭერს შეჰყურებენ, იხსენებენ ათასგვარ რამეს. როგორაც კედლებს, და კედლებივით შეჰყურებენ ერთმანეთს შემდეგ. გაკრეფილან სხვაგან და სხვაგან, მხოლოდ სხეული დაუტოვეს ამხელა საკანს, სადაც ყველაფერს ათანაბრებს სახელი მამის, მისთვის ერთია შოფრისა და მინისტრის სკამი. უმთავრეს ნაწილს სხვა გზა ეძახის, სხვა მზე ათბობს, სხვა წვიმა აწვიმს, და დარბაზები ელანდებათ ბროლის და მინის მომავალ შოფერს და მომავალ პრემიერ-მინისტრს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















