|
მამაჩემის იერით, მამაჩემის სახით, კაი კაცის კაცობა, შუბლზე ძარღვად დამდის...
ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს, ადათი და წესი - მამაჩემს რომ მოჰგავს...
ფესვს იმაგრებს ყანა, და მეც ბედნიერი - მისი მადლით დავალ…
ერთ ძველ ქვევრში ღვინოს, ღვთისგან მხოლოდ შვებას და სიყვარულს ითხოვს…
უთქმელიც და მეტიც, მამას ახსოვს ყველა - მოკეთეც და მტერიც...
ვერ ვშველიო ურემს - ”არ ვიცნობდი ბიჭო, მე დედაშენს თურმე"...
სულ ჩურჩულით, წყნარად, წითელ ღვინოს მოსვამს, საშველად და წამლად...
შეაცურებს თითებს, ღმერთო - კაცის გული, რამდენ სევდას იტევს...
მამაჩემის მზერით, აღმა-დაღმა დავალ, სულს ვმკურნალობ წერით...
ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს, მამაჩემის სისხლი - მოწყენა და ოხვრაც...
ბედნიერი - რომ მგავს, ჩემისთანა მამა - არსად, არვის არ ჰყავს...
უცნაურად ვღელავ, მამაჩემზე ფიქრებს, მორიდებით ვკერავ...
ღიღინებდეს მთვრალი, მუდამ ქონდეს სხვისი - სიყვარულის თავი... |
















