|
- დღეს უცხო კაცი მივამსგავსე საწყალ მამაჩემს!.. ...ის მიდიოდა მომღიმარი, ნელი ნაბიჯით. ხელში ეჭირა შოკოლადის თეთრი კოლოფი ალუბლებით მიმოხატული. მზე ადგა ქუჩას... მომადგა ცრემლი და გამახსენდა: - აღარ ვყოფილვარ მის საფლავზე მესამე თვეა! - მაინც რა არი ჩვენი ცხოვრება! რა მონდომებით ვემალებით საკუთარ ტკივილს. დრო კი ამღვრეულ მდინარესავით მიდის და მიდის, სავსე ლანდებით და მოგონებით... |
|
პოეზიის გვერდი • • • |
















