მამაჩემო, ჩემი ცხოვრებაც ზუსტად ისე ნაღვინარია, როგორც მარანი, ცარიელი თიხის ჭურებით, არ მინდა ახლა შენი თავი რომ ამაჩემოს, შენმა სურათმა მისი ყურებით...
რა დრო გასულა, სიავით თუ სიკეთით სავსე, ბევრჯერ ვიტირე, ზოგჯერ შენზე არც მიფიქრია, მეც ვიტივტივე ამ ცხოვრების პატარა ნავზე, ნავზე, რომელიც გემზე დიდია.
მსხმოიარობენ ვენახები შენ რომ ამყენი, წუთისოფელი ისევ ავობს, ისევ ქარია, კაცი არ დადის ქვეყანაზე შენზე ნაწყენი და მიხარია...
მე მესმის ბედის შენ რომ გერგუნა, მახსოვს სიცოცხლის სიყვარულით, როგორ თვრებოდი, არა ხარ ქრისტე... სიკვდილი, რომ თავად გეთრგუნა, თორემ აქამდე უეჭველი დაბრუნდებოდი...
არ მინდა არც მე, ცას მზესავით გამოვეკერო, ან სიავკარგეს ამ სოფლისას, ძარღვი ვაწყვიტო, მეც მინდა ჩემო ჭაბუკო და არა ბებერო, იმ დროს წავიდე, შვილებს გული შენებრ დავწყვიტო. |