|
მე დავრჩი მამის სახსოვრად, და დღესაც ტკივილს ვმალავ, რადგან ვერ დამამახსოვრდა, ჩემი ძვირფასი მამა!
ვერ ვშოულობდი წამალს, არცერთ კაცს მთელ ქვეყანაზე, რომ არ ვეძახდი მამას.
გულდასერილი დანით, თუ ჩხუბში ვინმე დიდთავა, მემუქრებოდა მამით.
ღამეს გატეხილს თეთრად, როცა ვხედავდი მამა-შვილს, ხელჩაჭიდებულს ერთად.
ჩუმად ვტიროდი მალმალ, როცა სურათში ჩემს გვერდით იდგა ლამაზი მამა.
ან ვინმეს ახსოვს განა, შინიდან გარეთ გასული და შინ მოსული მამა!
გულს ტკივილების მალვა, რადგან სახით ვერ ვიხსენებ ჩემს უძვირფასეს მამას.
აუხდენელი ნატვრით, რომ ერთხელ მაინც გამევლო მამის ნაყიდი კაბით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















