|
სალამი მამა! წლები მიდიან... რა უნდა გითხრა გულგასახარი. აი, მე უკვე შენზე დიდი ვარ, დავმშვენებულვარ უკვე ჭაღარით.
არც ფოსტა ვიცი, არც მისამართი, მაგრამ რატომღაც აგრე მგონია, მაინც მოგივა ჩემი ბარათი.
ეს დაფარული გულის კანკალი დედაჩემს აბა როგორღა იცნობ - შენს მოლოდინში დადნა საწყალი.
ახალი დავდგით შენი სახელით, ამისი ჯავრი ნუ გაგაწვალებს - კვლავ მოდის ჩვენსას მომსვლელ- წამსვლელი.
ყველა წინაპრის ვიცით საფლავი, მუდამ ისმება შესანდობარიც დაუვიწყარი და გულსაკლავი.
გადიდებული შენი პორტრეტი. სიმართლე გითხრა, ალბათ გვყავს მტერიც. მაგრამ მეტია თვალი მოკეთის.
ექვსის პაპა ხარ, ექვსი ბადიშის, დედაჩემს მაინც ვერ გავუმშრალე ცრემლით სოველი მისი ბალიში...
სხვა ომი დაგვხვდა გადასახდელი - რომ შეგვენახა ქვრივებს და ობლებს ნამუსიანი თქვენი სახელი.
თითქოს გიხმობდათ ველი მარაბდის... ახლაც აწვება გულზე ნაღველი ისე მობღავის ზოგჯერ არაგვი.
მორწყეთ რუსეთის ვრცელი მინდვრები. გამოიღვიძა ბნელმა წარსულმა, კვლავ განმეორდა დღე გუშინდელი.
დასთმეთ მშობლიურ მთათა კორდები, რომ თქვენს ფუძეს კვლავ ამოეყარა ქართული ჯიშის საღი ყლორტები...
როს მოვიტოვე ბევრი ნაღველი - ვფიქრობ და ვხვდები, ყოველთვის მზრდიდა შენი კაცობის წმინდა სახელი.
სულიც გადარჩა თქვენი, გმირული... და თავგანწირვის ჟამი თუ დადგა - ჩვენც ძალგვიძს ბრძოლა თავგანწირული...
გამძლე გამოდგა ხსოვნის ლოდები... ჯვარი გეწეროს... მშვიდობით იყავ კი არ გშორდები - გიახლოვდები! |
















