|
(30 წელი გავიდა!)
უსაშველო გენის ფესვით ვატყობ - ვემსგავსები მამას, მამის მონატრების ლექსი გულის წამალივით დამაქვს....
ცრემლით - მიამიტი ბალღის, რაც რომ - გახსენებად ღირდა, რაც რომ - გახსენებად არ ღირს...
ლუკმას ღვინოში რომ აწებს... ლხინის ღმერთით, სუფრის მადლით, კაცი, საძებარი სანთლით, ბოლო ყანწით დევს რომ დასცემს!
ლოთის გრიმით, ამქრით - ლოთბაზარა ხალხით, თოთხმეტკაპიკიან "პრიმით", კათხა ლუდში ჩადგმულ არყით...
კაცურ ალმით, სამახსოვროდ გულს რაც უღირს, ქუდის მოხდით, კაი სალმით, კაი სიტყვით და პასუხით!
მამის ღონე, სითბოს გარდა, პურის გამოცხობას ვუცდით - ვდგავართ ორნი ფურნის კართან...
გულში ჩაკირული ბოღმით, მონატრების დღიურს ვავსებ და პურივით ხსოვნას ვლოღნი... |
















