ჯერ კიდევ სისხლი დუღს ძალ-ღონეში, ღმერთს კი ღმერთს თვისი აქვს განაჩენი - მე ველი სიზმარს, სიზმარს, რომელშიც კარს მომადგება ბრმა მამაჩემი.
კვლავ იმ ჩოხაში, მამა ტანადი, მამა თვალადი; მამა, რომელსაც ჩემს ბავშვობაში მე ნათელ ცისქვეშ გზას ვუკვალავდი.
იმ ძველ ყავარჯნით, იმ ძველ საუბრით, ძველ შეკითხვებით... მეტყვის: დამიდექ ისევ მკვლავმარჯვნით, დღეს ამ ბნელ გზებში მე შეგიძღვები. |
ლექსები მამაზე • • • ![]() |