მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1575 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მწერ, თითქოს მოტყდი,

თითქოს ბერდები,

თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო...

არა და არა,

არ მემეტები,

ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ ბატონო.


მწერ, თითქოს წლები ზამთარს რეკავენ,

სოფელში როგორ გავძლო მარტომო...

რამ შეგაშფოთა,

რა დროს ეგ არის,

ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ ბატონო.


მერე რა … - თმაში თეთრი გადნება.

ასი ათასჯერ თუნდაც დათოვოს...

შე კაი კაცო, რა გედარდება,

არ გეკადრება, მამავ ბატონო.


გახსოვს?

ბრძოლაში სიკვდილს დასდევდი,

რიხით გივლია ბრძოლის ქარშიაც...

ჰოდა, ჭაღარა რაა ასეთი,

როცა ტყვიებთან გითამაშია.


რაო? ...თუ თმაში თოვლი გაცვივა,

ეს თეთრი ფერის არის ალერსი,

შენ კი რად ამბობ:

“ბერიკაცი ვარ”,

რამ ჩაგიყენა შიში თვალებში.


დაუმცხრალი და სული მბორგავი,

ვინ შეარიგა ასეთ სევდასთან?

წაღმა ტრიალებს ბედის ბორბალი,

კვლავაც იბრუნებს... ჰაი, დედასა!


თავზე უღრუბლო ზეცა გვახურავს,

და სასიცოცხლოდ გვიწვევს, გვახელებს,

ისე, იმგვარად გაიზაფხულა,

მამავ ბატონო,

ამ მთებს გახედე.


ქუჩებში უკრავს ბუკს და ნაღარას

დრო საზეიმო და აყვავების...

ჰოდა, ჩამოვალ

და შენს ჭაღარას

როგორც სიწმინდეს ვეთაყვანები.


მაშ ნუღარ მომწერ,

თითქოს ბერდები,

თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო...

არა და არა,

არ მემეტები,

ო, ღმერთმა, ნუ ქნას,

მამავ, ბატონო!


ლექსები მამაზე • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ