მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1331 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეხრე-ტეტია - მიხაკა

და ღვიტიკელა გოგია,

ვინც ქართულს დაამახინჯებს

სუყველა პედაგოგია.


"კორფი" და "ვოდოლოზოვი"

"უშინსკიც" შეუსწავლიათ:

"პესტალოც-დისტერვეგები"

არშიად გარეთ ავლიათ.


მხოლოდ მას იმეორებენ

რაც სხვისგან გაუგონიათ,

სურამში დაბადებული

ნოვგოროდელი ჰგონიათ.


მათთვის არც გვარი, არც ტომი,

არც სხვანაირი ბუნება!..

სამაიმუნო გამხდარა

მათი ჭკუა და გონება.


აი, ხომ ხედავთ ამ ბატონს,

რომ ჰგმობდა ჩვენსა სკოლასა

და მითი გულს უკეთებდა

მთა-გადაღმიელ მოლასა?


ცხადად აქ იყო, ჩუმად - იქ

მტრისა და მოყვრის მსახური,

ჩაიბისმარკა: არ დასწვა

არც მწვადი და არც შამფური.


მას თურმე პედაგოგობა

დაჰქონდა გასაყიდადა,

და ჩვენი ახალგაზრდობა

დაიდვა გზად და ხიდადა.


და რაც უნდოდა იშოვნა...

აუხდა გულის წადილი!..

დღეს ეძებს მარტო მეგობრებს

მზადა აქვს მათთვის სადილი.


იცის, რომ კუჭი მაძღარი

ადვილი მოსაგებია!..

მოიხიბლება: ცუდს აქებს

და დაჰგმობს რაც საქებია!..


იცის და მიტომ პატიჟობს

დიდს და პატარას ყველასა...

მაგრამ ვის? ინტელიგენტსა

ფუჭსა და ღორმუცელასა.


იოლად წავა მათითაც...

ბრმა და ყრუ არის სოფელი:

მოყვარე მტერი ჰგონია

და მტერი - შემამკობელი.


აი, ამასთან მეორეც

მოდის და მოიფხორება...

ვითომ ვერ იცნობს მოლასა

ჩუმად კი ეამბორება.


ეტყობა პედაგოგიის

ჯერ მაგას არა სცხებია:

ვერ შეუგნია სხვისი რამ

თავისიც დავიწყებია!..


აღარც აქ არის, აღარც იქ!..

ჩამდგარა ორ წყალთა შუა!..

გამოღმა გრძნობა დაჰკარგა

და გაღმა დარჩა მას ჭკუა.


მაგრამ ხომ გაგიგონიათ,

"ქვეყანას უმოახლოსა

ვირს ვარდისახარს ეძახდნენ,

რომ ხელი არვინ ახლოსა!.."


მესამე? მაგრამ მესამე,

მეათე, გინდა მეასე!..

სულ ერთი გვარი არიან...

შემისწავლია მე ასე.


და როცა გამოერევა

იმათში თითო-ოროლა,

როგორც ყვავებში ბულბული,

ანუ ჩხიკვებში ტოროლა,


აჩხავლდებიან დიდები,

აღარ აძლევენ შველასა!..

ანდა თვის კერძად გახდიან,

ან შეაჭმევენ მელასა.


ვინღა გაარჩევს პედაგოგს,

უგვაროსა და გვარიანს,

როდესაც ერთი ფასი აქვს

კავთისხევსა და ვარიანს?!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ