|
თუ ბავშვების სიყვარულმა მე გამხადა ფაქიზ მგოსნად, შენ სხვა კუთხით ნორჩ თაობას ემსახურე პატიოსნად.
შენი სიტყვა გამყივარი, რომ გაგვეგო ბავშვის სულის ყოველგვარი სატკივარი.
გაატარე ასე წმინდად და ნაყოფიც ხომ მოიმკე, - სხვა რა გინდა? სხვა რა გინდა?
ყველა ლხენით შემოგცქერის - რიგი გლოცავს, რიგი გაქებს, რიგი ცეკვავს, რიგი მღერის.
საყვარელო, გაიხარე; არასოდეს დაგივიწყებს მადლიერი ჩვენი მხარე! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















