|
რა არის ამქვეყნად პატივი ამხელა, რომ მასწავლებელი გეწოდოს სახელად, ამ სახელს უწოდეს მსოფლიოს მგოსნებმა, სინდისი, ნამუსი და პატიოსნება.
ეგ ნიშნავს გიყვარს და უყვარხარ პატარებს. ეგ ნიშნავს უქრობელ კელაპტრად ანთიხარ, ამქვეყნად სინათლის სიმბოლოდ დადიხარ.
შენიდან იწყება სიცოცხლის სათავე, ეგ ნიშნავს ყველაფერს დაუშვი ფარდა, ბავშვებზე ზრუნვის და ოცნების გარდა.
ეგ ნიშნავს - სიკვდილის შემდეგაც იცხოვრებ! |
















