|
1. ჩემს მასწავლებელს - გიორგი ნარჩემაშვილს
მახსოვს, როდესაც ჩვენს სკოლაში შემოდგი ფეხი, მიტოვებული ახლად გქონდა სტუდენტის მერხი.
ჯერ არ გაგევლო ქარიშხალი, ომის ქარბუქი...
მახსოვს, ულვაში ახლად გქონდა ამწვანებული...
მაგრამ არ გაკლდა სხვა სიმდიდრე, გქონდა ნამუსი!
იყავ სპეტაკი, აზრნათელი, გულით მდიდარი!
და სიყვარულით შეგცქეროდით ჩვენ - მთელი კლასი.
და ჩვენც ვისმენდით შენს გაკვეთილს სულგანაბული.
გულში სიამის, სიხარულის, მზის შუქის მფენი...
კეთილი შუბლი შეგეჭმუხნა გაგიხდა მკაცრი...
და შენც უმალვე გადაიცვი მხედრის მაზარა.
მე მიხაროდა, ფრონტიდან რომ წერილებს მწერდი.
გულში ჩავიკრავ შენს გაცრეცილ, სამკუთხა ბარათს!
ვხარობ, სკოლაშიც და ბრძოლაშიც რომ ხარ ნაქები!
გავიდა წლები... გაიყარა ცხოვრების გზები...
შენს ქართულ თვალებს არწივულად გააქვს კაშკაში...
კვლავაც დაფასთან დაგისვრია ცარცით თითები...
ჩემი მადლობაც მიემატოს ათას მადლობას!
2. ჩვენი სკოლა
დიდი ტაძრები ქვეყნად რომ არის, პატარა სკოლა მათზე დიდია, რადგან მის ჭერქვეშ ნათელ მომავლის მაუწყებელი ზარი ჰკიდია!
რადგან აქ იწვის სიბრძნის სანთელი, აქ, ცოდნის ტაძრის ჭერქვეშ ჰკიდია სხვა ხატი - შოთას სახე ნათელი!
მისი ხმა ყველა ხმაზე ტკბილია... ოლიმპიელის სიდარბაისლით კედლიდან დაგვცქერს დიდი ილია.
ვჭვრეტთ საქართველოს ქებულ ბუნებას... ტატო დაგვცქერის, ვაჟა დაგვცქერის, აკაკი ტკბილად გვებულბულება!
დღეს მათი სიბრძნის შუქით მოცული. ამ წმინდა ხატთა საამბორებლად მეც ამ ტაძარში ვიყავ მოსული.
მწამს, ეს ტაძარი უფრო დიდია, რადგან მის ჭერქვეშ ნათელ მომავლის მაუწყებელი ზარი ჰკიდია!
3. თავი მგონია ისევ პატარა
რა არ გადამხდა წელთა სრბოლაში, ცხოვრების გზებმა სად არ მატარა... მაგრამ რომ შევალ კვლავ ჩვენს სკოლაში, თავი მგონია ისევ პატარა.
რა ახსოვს! მხვდება გულთბილ ალერსიათ. მე კი სიცელქის ახლაც მრცხვენია და ვერ ვუსწორებ თვალებს თვალებში.
თუმც გავიზარდე, განა ვდგიდგულობ, სტყუოდე კიდეც, როგორ გავბედავ, სიტყვა უღირსად შემოგიბრუნო!
გული კვლავ ჩვენთვის ზრუნვით გაქვს სავსე. თვალებს გულჩვილად ცრემლებით ნამავ, შვილის შეხვედრას სცოდნია ასე!
ცხოვრების გზებმა სად არ მატარა... მაგრამ რომ შევალ კვლავ ჩვენს სკოლაში, თავი მგონია ისევ პატარა. |
















