მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 633 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

განა, მხოლოდ დედები

ზრდიან შვილებს გმირებად?!

განა, მხოლოდ ცრემლები

დედის ჰყვავის იებად?!


...ისე მასწავლებელიც,

გულზე ჩაიტვიფრება...

მარად გვემახსოვრება!..

მარად მოგვეთბილება!..


როგორც დედა მზრუნველი -

"აი ია"-ს ფურცელი,

ხსოვნიდან წაუშლელი,

რჩება მარად უცვლელი...


შრომა დაუზარელი,

გადაჰღლია მკლავები -

სხვისი ბავშვის ფერებით...

ათასგვარი დარდებით...


ასო-ასო, ბგერა-ბგერ...

შესწავლილი ფერები...

სიყვარული სამშობლოს

თვალწარმტაცი ველების...


ცაში ფრენას ასწავლის-

მიფრინავენ გედები...

ბზის საძებრად მიდიან-

სუფთა სულის მტრედები...


როგორ გვეიმედებით!...

შეთვალული მტევნები...

შეცნობილი ედები...

და ვაზებად დარგული,

მსხმოიარე ფესვები...


ზოგს გმირობის მანტიას

შეუკერავს უფალი,

ვის რა ნიჭი დასტია,

არსით თავის-უფალი...


ვინ დასთესა გულის პირს,

ია-იას მარცვალი?..

გონებაში გაუხსნა

ცოდნის დიდი საცავი?..


ისევ მასწავლებელი!..

ჯაფა დაუღალავი!...

წინ მიუძღვის ლამპარით,

ტყეში გაუკვალავი...


გამოცდილი მოძღვარი

და მომავლის მედროშე!

ათას თვალს რომ აასხამს

ერთი იის ღეროზე...


თითის გაყოლებაა...

დაბნეული მარცვლები...

დიდზე დიდი შრომაა...

(ჩვენც ვიყავით ანცები...)


მშობლის თანასწორია,

ცოდნის წრფელი ნათელი...

დედის გვერდით უნთია,

დედის წილი სანთელი!..


განა, მხოლოდ დედები

ზრდიან შვილებს გმირებად?!

განა, მხოლოდ ცრემლები,

დედის ჰყვავის იებად?!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ