|
(ჩემს მასწავლებელს ლ. ქუთათელაძეს)
თოვლმა დაფარა ჩიტაძის ქუჩა, დაფარა, სკოლის ბაღიც დაფარა, თითქოს სარკმელშიც შეიჭრა ურჩად და უცებ თმები გაგიჭაღარათ...
ნეტავ ფანჯარა არ ჩამემტვრია, რომ ზეცას თოვლის თეთრი ფიფქები, თქვენთვის ჭაღარად არ დაეფრქვია...
შუბლი ჯერ კიდევ დაუბარდნავი. თქვენც გეხსომებათ - აბა, გულს ჰკითხეთ, ჩემი ბავშვობა მუდამ მანდ არის.
მოსაგონარო სასოებითა, ვიცი, გეცნობათ ჩემი ცელქობაც, მერხზე ამოჭრილ ასოებიდან...
ბავშვურ ოცნებებს აშლის უამრავს, ისე გარბოდნენ გაკვეთილები - არ გვახსოვს ზარი რეკდა თუ არა...
მუდამ წარმტაცი, მუდამ ახალი, და ფანჯრებიდან ჩანდა თბილისი - თქვენი სიტყვების მოწმედ გამხდარი.
ზეაწეული ბავშვის ხელებით და ირხეოდნენ ნორჩი ალვები ფოთლების მწვანე ყელსახვევებით.
დაფარა, სკოლის ბაღიც დაფარა, თითქოს სარკმელშიც შეიჭრა ურჩად და უცებ თმები გაგიჭაღარათ...
ნეტავ ფანჯარა არ ჩამემტვრია, რომ ზეცას თოვლის თეთრი ფიფქები თქვენთვის ჭაღარად არ დაეფრქვია... |
















