მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 42375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვიდრე დავიწყებდეთ საკუთარი ხელის ხაზებისა და ნიშნების დეტალურ შესწავლას, ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ დიაგნოსტიკური პროცესის ძირითადი წესები.

გავიაზროთ, რომ სინამდვილეში:

1. არც ერთ ხაზს, არც ერთ სხვა ქიროლოგიურ ნიშანს თავისთავად არ გააჩნია აბსოლუტური მნიშვნელობა.

2. ხელის დათვალიერებისას უნდა გავითვალისწინოთ:

ხელის პატრონის სულიერი და ინდივიდუალური თავისებურებები;

სხვა ქიროლოგიური ნიშნების გავლენა;

თითების შესწავლა და ხელისგულზე ნიშნების განსაკუთრებული განლაგება;

ხელისგულის მიმართულება.

3. დავიმახსოვროთ, რომ თითოეული ნიშნის მიხედვით დასკვნის გამოტანისას, მის ჰარმონიულ და დისჰარმონიულ კავშირებში, აუცილებელია სხვა ელემენტების გათვალისწინება.

4. ნებისმიერი გაზვიადება, შეცდომაა.

5. რომელიმე მნიშვნელოვანი ნიშნის გადაჭარბებული რაოდენობის ქონა იმდენადვე არასასიამოვნოა, რამდენადაც მისი საერთოდ არქონა.

6. ისეთ ხელზე, რომელზეც ძალიან ცოტა ხაზებია, მნიშვნელობა აქვს ყველაზე პაწაწინა და უმნიშვნელო ნიშანსაც.

7. ხელზე, რომელიც დაფარულია სქელი, ბადისებრი ხაზებით, მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ დიდ ხაზებს და იმ ნიშნებს, რომლებიც განსაკუთრებულად მკვეთრად მოსჩანს.

აქედან დასკვნა:

8. ძირითადად წამყვანი, უფლებამოსილი ხაზები და ნიშნები მოგვცემენ სრულ ინფორმაციას ხელის პატრონზე.

9. კონკრეტული ქიროლოგიური ნიშანი ზოგჯერ არ არის თავისი მნიშვნელობით მარტო. ის უნდა დადასტურდეს სხვა ნიშნებითა და ელემენტებით, რომელიც ან გააძლიერებს, ან კიდევ დაასუსტებს მის მნიშვნელობას.

 


ხაზები ხელისგულზე


ხელისგულის ხაზების სახასიათო ნიშნებად გვევლინება მათი სიღრმე და სიფართე. ე.ი. ხაზები შეიძლება იყოს: ფართო, ზედაპირული, ვიწრო და ღრმა.

ფართო ხაზები - საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ სუბიექტის სიზარმაცისადმი მიდრეკილებაზე. იგი გვევლინება საერთო სისუსტისა და შენელებული სასიცოცხლო რიტმის მაჩვენებლად.

ვიწრო ხაზები - გვხვდება დახვეწილ, მეტნაკლებად წინდახედულ, დელეკატურ ხალხში. მათი ვეგეტატიური ნერვული სისტემა ბოლომდე განუვითარებელია; თვითონ, უმეტესად, სტაბილური ხასიათისანი არიან. ხელი დაფარული აქვს ხაზებით, რომელთა სიმკვეთრეს სასიცოცხლო რიტმის გამომხატველად გვევლინება. ფიზიკურად სიცოცხლისუნარიანებსა და სულიერად შემგუებლებს, აზროვნება ნათელი და მოწესრიგებული აქვთ, ხოლო ხასიათი - გაწონასწორებული.

ღრმა ხაზები - გამოხატავს დაძაბულობას, ენერგიას, წინააღმდეგობის გაწევის უნარს, გამძლეობასა და მიზანმიმართულ, გაწონასწორებულ ძალას.

ასეთი ხაზები შესაბამისობაშია საოცარ ძალასა და თვითფლობის უნართან. მაგრამ, მოშვების შემთხვევაში, შეიძლება წარმოქმნას პიროვნების ძლიერი ემოციური რღვევა.

ზედაპირული ხაზები - ძნელად გასარჩევი და მოუწესრიგებელი ზედაპირული ხაზები შეესაბამება ადამიანის უნარიანობასა (რომელსაც ინტენსიურად ვერც ფლობს) და ძლიერ სურვილებს. ისეთ პირებსაც, რომლებიც შესაძლებელია ალღოიანები იყვნენ, მაგრამ თავიანთი შთაბეჭდილებები მხოლოდ გაკვრით, ნაკლები ხანგრძლივობით თუ უნარჩუნდებათ. ხასიათი გამოუწრთობი, ნება კი არამყარი აქვთ.

შერეული და ჩახლართული ხაზები - ერთ ხელზე შეიძლება ყველა სახეობის ხაზი შეგვხვდეს. ამ შემთხვევაში თითოეული მათგანის ცალკეული გაანალიზება და საერთო დასკვნის გამოტანა გახდეს საჭირო.

ხაზის ფერი - ხაზების ბუნებრივ და ნორმალურ ფერად გვევლინება მქრქალი ვარდისფერი. ცოცხალი, ენერგიული ტემპერამენტის დროს შეიძლება ფერი შეიცვალოს შედარებით მუქ წითლად, მოყავისფრო, მოყვითალო და მოთეთრო ფერებად - ადამიანის ტიპების მიხედვით.

ფართე ხაზი
ზედაპირული ხაზი
ვიწრო ხაზი
ღრმა ხაზი

 

დარღვევები ხაზებში


ხაზის თითოეული გარღვევა (გაწყვეტა ან დაზიანება), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ ხაზს ართმევს ფუნქციას, ან პირიქით, აძლიერებს მის მნიშვნელობას.

ხაზის გადაჭრა - თუ მეორეხარისხოვანი ხაზი კვეთს ძირითადს, ეს გვიჩვენებს ადამიანის შინაგანად წინააღმდეგობრივ ბუნებაზე, ხშირი კამათისა და რაიმე საქმის თავმობმის უნარზე,

გაწყვეტილი ხაზი - წყვეტილი პირდაპირ კავშირშია მოცემული ხაზის თვისებებთან და მისი მნიშვნელობის შეწყვეტაზე, დარღვევაზე მეტყველებს. ამ წყვეტილების შედეგი უკეთესობისკენ იცვლება, თუ იგი არ არის მკვეთრად გამოსახული. ერთიმეორეზე გადადების შემთხვევაში, თითქოს ერთიანდება დარღვეული ხაზი.

ჩანგალი - ეს ფორმა აღნიშნავს იმას, რომ ამოცანა, რომელსაც ხაზი ასრულებს, ასრულდება უფრო დახვეწილად და დელეკატურად.

პაპილარული ხაზები - როდესაც რომელიმე მნიშვნელოვან ხაზზე პაპილარული ხაზები გამოჩნდება, ეს მიანიშნებს ადამიანის სისუსტესა და გამოფიტვაზე. თუ ეს ხაზები გახლეჩილია ორ ნაწილად და შუაში პაწაწინა ხაზები აერთებთ მათ, მაშინ მნიშვნელობა ნაკლებ ნეგატიურია.

ტოტები - თუ ისინი მკვეთრი და კარგი მოხაზულობისაა, მათ დადებითი მნიშვნელობა აქვთ. ხაზები ნაგატიურად არ უნდა შეფასდეს, როდესაც ტოტები მიმართულია არა ზევით, არამედ - ქვევით. ამ შემთხვევაში ყველაფერი მათ ჰარმონიულ გაფორმებაზეა დამოკიდებული.

ჯაჭვები - ჯაჭვის ფორმის აღმოჩენისას ხაზი კარგავს ხარისხს და მიუთითებს მისი მნიშვნელობის შესუსტებაზე. 

ტალღისებრი ხაზები - ასეთი ხაზები უფრო მეტად კარგავენ დადებით მნიშვნელობას, ვიდრე ჯაჭვისებრი ხაზების შემთხვევაში. იგი მიუნიშნებს უნდობლობაზე, მერყეობაზე, ორაზროვნებაზე.

პარალელური ხაზები - ხაზის გაორმაგებისას ძლიერდება მოცემული ხაზის ხარისხი. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხაზი მკვეთრია, რამდენიმე მილიმეტრშია მისგან და ზუსტად -პარალელური.

თუ ერთ-ერთი მათგანი დარღვეულია რომელიმე ნიშნით, ნეგატიური ზემოქმედება ქრება (როდესაც მეორე ხაზი რჩება მთლიანად შეუხებელი).

თუ პარალელური ხაზები ერთმანეთს შორდება და მიემართება საპირისპირო მიმართულებით, ეს აღნიშნავს მერყეობას, გაბრაზებას, რომელიც იმ დროის მონაკვეთში გაგრძელდება, რა დროსაც მონაკვეთი გვკარნახობს.

გადაჭრილი, გადაკვეთილი ხაზი
გაწყვეტილი ხაზი
"გადამბული" წყვეტილები
ჩანგალი
პაპილარული ხაზები
ტოტები
ჯაჭვისებრი ხაზი
ტალღისებრი ხაზი
პარალელური ხაზები

 

ასეთი ნიშნები ძირითადად სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგება. მათი დახმარებით ხაზების მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს უარყოფითისკენ, ან დადებითისკენ.

წერტილიწერტილი - წერტილი ყველაზე უბრალო ნიშანია. გვევლინება მოუსვენრობის ნიშნად, რომელიც ზოგჯერ ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს.

 

ვარსკვლავისმაგვარი ხაზებივარსკვლავისმაგვარი ხაზები - თუ ხაზები წერტილიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის ეს მიგვინიშნებს ამ დარღვევის სერიოზულ ხასიათზე.

 

ჯვარიჯვარი - ყოველთვის მიუნიშნებს გაბრაზებაზე, გაღიზიანებაზე, პრობლემებზე, დარღვევებზე. საინტერესოა მისი ერთობლიობა სხვა ნიშნებთან ერთად

 

ვარსკვლავივარსკვლავი - წარმოიქმნება რამდენიმე ჯვრის შერწყმისაგან. აქვს ისეთივე მნიშვნელობა. მხოლოდ დაემატება სტიქიურობა, მოულოდნელი სიმკაცრე, ძლიერი უკმეხობა და სერიოზული დაავადებები.

კუნძულიკუნძული - არა აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ხაზზე ერთი გვხვდება თუ მეტი, ყოველთვის გვევლინება წარმავლობის ნიშნად. „კუნძულის“ მეშვეობით აღმოვაჩენთ კავშირს გართულებებისადმი, წინააღმდეგობებისადმი, ფობიებისადმი.

ხშირად ასეთი ხელის მქონეთ უმჟღავნდება მიდრეკილება პარანორმალური მოვლენებისადმი, რომელთა წარმოშობა უფრო მაღალ, სულიერ დონეზე უნდა ვეძიოთ. 

კუთხეკუთხე - თუ კუთხის წვერო მიემართება ზევით - ვერტიკალურად ან ირიბად, ნიშნის მნიშვნელობა დადებითია. რამდენიმე ერთმანეთზე დადებულ კუთხესაც დადებითი მნიშვნელობა აქვს.

სამკუთხედისამკუთხედი - სამკუთხედის ფორმა დადებითი ნიშნის მატარებელია. მისი გამოჩენისას ვსაუბრობთ ადამიანის უნარებსა და შესაძლებლობებზე, გონების ძალაზე. თუკი ადამიანი სწორად შეაფასებს მოვლენებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს.

ოთხკუთხედიოთხკუთხედი - ოთხკუთხედის ფორმა შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა ხაზების გადაკვეთისაგან. იგი დამოუკიდებლადაც არსებობს. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი ნიშანია; გამოხატავს გაწონასწორებასა და ენერგიას მორალური, აზრობრივი და ბიოლოგიური თვალსაზრისით. 

მართკუთხედიმართკუთხედი - მართკუთხედსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ოთხკუთხედს. გააჩნია აგრეთვე ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად მოქმედი დაცვითი გავლენა (ღვთის ხელი).

თუ იმ მიდამოში, სადაც ოთხკუთხედებია განთავსებული, არის მომაკვდინებელი და კატასტროფული ნიშნები, მათი უარყოფითი ზემოქმედება სრულიად წყდება. 

ჩაკეტილი ოთხკუთხედი

ჩაკეტილი ოთხკუთხედი - ეს ოთხკუთხედის განსაკუთრებული ფორმაა. არ უნდა ავურიოთ ბადეში. მისი მნიშვნელობა ოთხკუთხედის მსგავსია, მხოლოდ ემატება ერთი გამორჩეული უნარი ძლიერ პარანორმალურ ნიჭზე, რომელიც მჟღავნდება ნათელმხილველობაში. ზოგ შემთხვევაში ხელი ისეა დაფარული ოთხკუთხედებით, გვეჩვენება, კვადრატების ბადით არის დაფარულიო.

ეს კეთილისმყოფელი ნიშანია. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ჩავარდეს ასეთი ხელის პატრონი, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, ის ყოველთვის ნახავს გამოსავალს - განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, „იდუმალი“ ძალის დახმარებით.

ბადებადე - ეს ხაზი ძირითადად მკრთალდაა ხელზე გადმოცემული. მას დამამთავრებელ მნიშვნელობას მიაწერენ და მიუთითებენ წინააღმდეგობებზე, სირთულეებზე, საჭიროებებზე და ა. შ.

ნახევარ წრენახევარ წრე - მისი მნიშვნელობა ძალიან დიფერენცირებულია, მაგრამ თუ მისი ბოლოები მიმართულია ზემოთ, მნიშვნელობა განსაკუთრებით დადებითია.

 

წრეწრე - იგი ხელზე ძალიან იშვიათად გვხვდება. მის გამოჩენასთან დაკავშირებულია პიროვნების განსაკუთრებული ორიგინალობა და ექსტრავაგანტულობა.

აგრეთვე იშვიათი ახირებები და უცნაურობანი. ნიშნის მნიშვნელობა დამოკიდებულია წრის ფორმის სიმკვეთრესა და ჰარმონიაზე.

ჩაღრმავება - წერტილის ფორმის გაზვიადებას წარმოადგენს. წერტილის მნიშვნელობა აქ ძლიერდება, ხდება ღრმა, გახანგრძლივებული და სტაბილური. ხელისგულზე ასეთი ნიშნის არსებობისას იქმნება რაიმე დაავადების მოურჩენლობის საშიშროება


სიმბოლური ნიშნები


ზემოთ მოცემული ნიშნების გარდა ხელზე შეიოძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სიმბოლური ნიშნები. ესენია:

ხუთქიმიანი ვარსკვლავი - თუკი ერთი ქიმი მაინცაა ზევით მიმართული, იგი დადებითი მნიშვნელობის მატარებელია.

ექვსქიმიანი ვარკვლავი  - მიუთითებს უნივერსალურ ნიჭსა და უნარზე.

წრის ფორმის მქონე ნიშნები - პიროვნების უნივერსალურ ნიჭს აღნიშნავს.

 

 

ხელის ხაზები

ხელის ძირითადი ხაზებია:

 სიცოცხლის ხაზი (ტენარის);

 ბედის (სიცოცხლის პარალელური) ხაზი;

 თავის (გონების) ხაზი;

• გულის ხაზი.


სიცოცხლის ხაზი

 

სიცოცხლის ხაზიხელისგულზე სიცოცხლის ხაზი გვევლინება პირველ ხაზად, რომელიც ჯერ კიდევ ემბრიონალურ ნაყოფში იწყებს განვითარებასა და ჩამოყალიბებას. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში თითქმის არ იცვლება და ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობებზე, მის ვიტალურობასა და საერთოდ, ბიოლოგიურ პოტენციალზე გვაძლევს ინფორმაციას.

მაგრამ მას ზუსტად არ შეუძლია გვითხრას ერთი რამ - სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხელის პატრონის სახელი. სამაგიეროდ, შეგვიძლია შესაბამისი ვარაუდი გამოვთქვათ ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობაზე და შევაფასოთ საერთო კონსტიტუციური ფონი.

რაც ფართოა სიცოცხლის ხაზის ნახევარწრე, მით უფრო სასიკეთო იქნება მისი მნიშვნელობა.

რაც უფრო ვიწრო იქნება სიცოცხლის ხაზის ნახევარწრე, მით უფრო ნაკლები იქნება ტენარის ამაღლება, და მით სუსტი მისი ჯანმრთელობა.

როცა ვენერას მთა სრული მასისაა და მკვრივიც, სიცოცხლის ხაზის მიხედვით ვაკეთებთ დასკვნას, რომ ასეთი ხელის პატრონი ძლიერი და თავის თავში დაჯერებული ადამიანია. პერიოდულად თავხედური გამოხტომებიც ახასიათებს, რომელსაც გრძნობად გარყვნილებამდე მიჰყავს. იგი ხშირად თავის სიცოცხლეს ფუჭად ხარჯავს.

 

რამდენიმე ცვლილება სიცოცხლის ხაზში


დახრილი სიცოცხლის ხაზი - თუ კი სიცოცხლის ხაზი ნახევარ წრეს კი არ აკეთებს, არამედ შეწეულია ვენერას ბორცვისკენ, ეს გვიჩვენებს ბიოლოგიური ვიტალურობის გარკვეულ სისუსტეზე, სიტუაციის გააზრებულ შეფასებაზე, გადაჭარბებულ თავშეკავებაზე, სიფრთხილესა და დაუჯერებლობისკენ მიდრეკილებაზე.

ნაზი და სუსტად გამოსახული სიცოცხლის ხაზი - ასეთი ხაზი მიუთითებს შესაძლო სუსტ ბიოლოგიურ ვიტალურობაზე და სუსტ ჯანმრთელობაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლებები, თავშეკავება, დეპრესიისკენ მიდრეკილება.

არასწორხაზოვნად გადმოცემული სიცოცხლის ხაზი - ეს ნიშნავს, რომ ხაზი ადგილ-ადგილ ფართეა ან ვიწრო. ე.ი. სიცოცხლის ხაზი გამოხატავს პერიოდულად ცვალებად სასიცოცხლო ძალას, აგრეთვე განწყობისა და ტემპერამენტის არასტაბილურობას.

ჯაჭვები სიცოცხლის ხაზზე - გვამცნობს ადამიანის სუსტ ჯანმრთელობაზე და მისი საერთო მდგომარეობის არასტაბილურობაზე. ასეთი ხელის ადამიანი ავადმყოფური კონსტიტუციისაა, აგრეთვე გაუწონასწორებლად მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე (ყოველთვის არ შეიძლება უარყოფითად შევაფასოთ, რადგან, შესაძლებელია, გარკვეულ პერიოდში, ან მკურნალობის შემდეგ, „ჯაჭვი“ შეიცვალოს).

ხაზი იწყება ნორმის ზევით (თითებისკენ) - როცა სიცოცხლის ხაზი ძალიან მაღლა იწყება, თითქმის იუპიტერის გორის სფეროდან, ეს მიუნიშნებს ამაღლებულ ბიოლოგიურ პოტენციალზე. ასეთი ადამიანები ესწრაფვიან სხვაზე ბატონობას და საკუთარ ძალებსაც სრულად ფლობენ. არიან ფხიანები, პატივმოყვარეები და აქტიურები.

სიცოცხლის ხაზის ძალიან ღრმა საწყისი - თუ სიცოცხლის ხაზის საწყისი ძალიან ღრმაა და ახლოს იმყოფება ცერა თითთან, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანს, ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, ძალიან სწრაფად გამოეცლება ენერგიული რეზერვი.

გაწყვეტილი სიცოცხლის ხაზი - თუ სიცოცხლის ხაზი წყდება რომელიმე მონაკვეთში, არ შეიძლება გამოვიტანოთ სიკვდილის დასკვნა. ძალიან ბევრმა იცოცხლა ღრმა მოხუცებულებამდე მიუხედავად სიცოცხლის მოკლე ხაზისა და პირიქით, გრძელი სიცოცხლის ხაზის მქონენი იღუპებოდნენ ნაადრევად.

ადრე შეწყვეტილ სიცოცხლის ხაზზე - შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, რომ აქ წყდება ადამიანის სულიერი, ემოციონალური და ინტელექტუალური განვითარება, მას აღარ ექნება რაიმეს შექმნის უნარი, ვერაფერს გააკეთებს ახალს და მხოლოდ ძველ ცოდნას გამოიყენებს. ყველაფერი ეს მაშინ იქნება სწორი, როცა ხაზი ორივე ხელისგულზე ერთნაირად წყდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი გაწყვეტა მიუთითებს ჯანმრთელობის დარღვევაზე, რომელიც ღრმა სფეროებს ეხება. მნიშვნელობა შენელებულია, თუ მკვეთრადაა გამოხატული სატურნის ან მერკურის ხაზები. სხვა შემთხვევაში, საოცრად მოკლე სიცოცხლესთან გვაქვს საქმე.


კანონებიდან გადახვევა


საწყის ფაზაში მკრთალად გამოსახული სიცოცხლის ხაზი - თუ საწყის ფაზაში სიცოცხლის ხაზი მკრთალია და გაყოფილია ნაწილებად გადამკვეთი ხაზებით, ეს იმას გვიჩვენებს, რომ ასეთი ხელის პატრონს ძნელად მიუღწევია გაწონასწორებული ჯანმრთელობისათვის. მისი სიყმაწვილე დატვირთული იყო შრომითა და უიღბლობით; შეიძლება მას უბედური შემთხვევებისა და ბედის დარტყმების გადატანაც მოუწია.

შეწყვეტილი სიცოცხლის ხაზი - თუ სიცოცხლის ხაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი და არ ამთავრებს თავის გზას, ეს მიგვინიშნებს რთულ სულიერ და ფსიქიკურ დარღვევებზე, რომელიც გამომჟღავნდება მხოლოდ მომავალში. ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტრამვებზე ან რთულ დაავადებაზე, რომლის შედეგი მკვეთრი ცვლილებებია ცხოვრებაში.

თუ ხაზი ორივე ხელზე წყდება - მაშინ საშიშროება იზრდება და მოსალოდნელია სიკვდილიც. მაგრამ ასეთი დასკვნის გამოტანა ხელისგულის სხვა ნიშნების გაცნობის გარეშე არ შეიძლება. 

გაწყვეტილი სიცოცხლის ხაზი ერთდება „ხიდით“ - სიცოცხლის ხაზი გაწყვეტის ადგილზე თუ ერთდება ან გადაიკვეთება სხვა ხაზით, მაშინ ძირითადი ხაზის გაწყვეტა ნაკლებ უარყოფითია. ამ პერიოდში მოსალოდნელია სხვადასხვა სულიერი პრობლემები, ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები და სირთულეები ცხოვრებაში. ამავე დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევაც.

ნიშნები. წერტილები, ჯვრები, ვარსკვლავები, კუნძულები და სხვა ნიშნები, რომლებიც სიცოცხლის ხაზზე შეგვხვდება, გვიდასტურებს ჯანმრთელობის დარღვევებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება არა მარტო ფიზიკურ ცვლილებებთან, არამედ სოციალურ სფეროსთან, ფსიქიკასთან და გრძნობებთან.

თითოეული ნიშნის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენ კონკრეტულად გამოვყოფთ დარღვევებს. ისინი გვიჩვენებენ როგორც ქრონიკულ, ასევე დაავადებების მწვავე პროცესებს.

ქვემოთ შემოთავაზებული შკალის მეშვეობით ჩვენ შეგვეძლება გავარკვიოთ სიცოცხლის ხაზზე მოცემული ყველა ნიშნის მნიშვნელობა (რომელიც ამა თუ იმ მოვლენას, ჯანმრთელობის პრობლემას აღნიშნავს) – გათვლილი დროში.


განშტოებები


გრძელი და კარგად გამოკვეთილი განშტოება ფასდება როგორც დადებითი მნიშვნელობის მქონე. მათი დატვირთვა იცვლება ხელისგულის ზედაპირის იმ სიმაღლეზე, სადაც განშტოება მიუნიშნებს.

დაკლაკნილი და სუსტად გამოხატული განშტოება - არამკვეთრად გამოხატული და დაკლაკნილი განშტოება, რომელიც მიმართულია შუა თითისკენ, აღნიშნავს შესაძლო იმედგაცრუებებსა და სხვადასხვა ემოციურ დატვირთვას.

თუ ასეთი განშტოება გადაიკვეთება სატურნის ხაზით, ეს მიგვინიშნებს ადამიანის მიერ მიღებულ ძლიერ სტრესზე, რომელიც დაკავშირებული იქნება მისი ცხოვრების ემოციურ სფეროსთან.

თუ აქ დამატებით კუნძულსაც აღმოვაჩენთ, ამ შემთხვევაში იმედგაცრუება ადამიანის აკრძალული და ასოციალური მოქმედებიდან გამომდინარეობს. 

ქვემოთ დაშვებული მკვეთრი განშტოება - სიცოცხლის მკვეთრი ხაზი დადებითი მნიშვნელობის მატარებელია. იგი მოგზაურობის ხაზებითაა ცნობილი.

ნაკლები სიმკვეთრით გამოსახული და ასევე ქვემოთ თანაბრად დაშვებული ხაზები უარყოფითი მნიშვნელობის მქონეა და მიგვინიშნებს ძალების დაკარგვასა და მენტალობის შესუსტებაზე.

 

ბედის (სიცოცხლის პარალელური) ხაზი

 

ბედის (სიცოცხლის პარალელური) ხაზიმკვეთრად გამოსახული სიცოცხლის ხაზის პარალელური ხაზი - თუ პარალელური ხაზი მეტნაკლებად ღრმა და გამოკვეთილია, თანაბრადაა დაშორებული სიცოცხლის ხაზს და თითქმის ზუსტად მისი ორეულია, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ასეთი ადამიანის კონსტიტუცია ძლიერია, ინსტიქტები - თავისუფალი, ცხოვრებისეული პოტენცია - მყარი და მბრძანებლური, ფსიქიკა - გაწონასწორებული, იგი დარწმუნებულია თავისთავში. აგრეთვე გააჩნია წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რაც იცავს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევისაგან.

არასასურველი სიცოცხლის ხაზი სასიკეთო პარალელური ხაზით - თუ „არასასურველ“ სასიცოცხლო ხაზს ახლავს „სასურველი“ პარალელური ხაზი, მაშინ საერთო სურათიც რომ უჩვენებდეს ორგანულ სისუსტეს, იგი აუსრულებელი დარჩება.

სიცოცხლის ხაზი არაპარალელური მეორე ხაზით - თუ სიცოცხლის ხაზს საწყის ფაზაში მეორე ხაზი ეხება, ხოლო შემდეგ ახლომახლო არაპარალელურად მიჰყვება, ეს მიგვინიშნებს ძალიან ძლიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათად გააზრებულ ვიტალურობაზე, რომელსაც პიროვნება არაკონტროლირებად გამოვლინებებამდე მიჰყავს.

პარალელური ხაზი, რომელიც იცვლის თავის მიმართულებას - ხაზი, რომელიც სიცოცხლის ხაზის პარალელურად გარკვეულ დისტანციას გადის და შემდეგ იცვლის მიმართულებას, კვეთს სიცოცხლის ხაზს, მიემართება ამაღლებული გიპოტენარისაკენ, გვევლინება ძლიერი ვიტალურობის გამომხატველად, რომელიც ნორმალურ ცხოვრებისეულ პირობებში არ მჟღავნდება და არც გამოიყენება. ამ მიზეზით ვიტალურობა იფიტება, იფლანგება და სამაგიეროდ თავს იჩენს მეტისმეტად გაძლიერებულ სექსუალურ აქტიობასა და არაჩვეულებრივ ენერგიულობაში.

განშტოება - როცა განშტოება გადის პარალელური ხაზიდან, კვეთს სიცოცხლის ხაზს და მიემართება ზევით, ეს მიანიშნებს პიროვნების მაღალ ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც ძლიერი, დინამიური ვიტალურობიდან ამოდის.

თუ ასეთი განშტოება კვეთს სიცოცხლის ხაზს და მთავრდება გონების ხაზზე, მაშინ ადამიანის სულიერი შესაძლებლობები მკვეთრადაა გამომჟღავნებული და რეალურ შანსთან ერთად წარმატების უნარიც ეძლევა. ეს იმ პერიოდში მოხდება, რა დროსაც კვეთს მონაკვეთი სიცოცხლის ხაზს.


გონების ხაზი


გონების ხაზიგონების ხაზი სათავეს იღებს იმავე ადგილიდან, საიდანაც სიცოცხლის ხაზი და მცირე მონაკვეთს ერთადაც გადიან. შემდეგ ხაზი დახრილ მდგომარეობაში გაივლის მიწის მინდორზე და მთავრდება შუა ხელისგულზე, დაახლოებით არათითისა და ნეკის გასწვრივ. გონების ხაზზე ნორმიდან გადახრები უფრო ინტენსიურად გვხვდება, ვიდრე სიცოცხლის ხაზზე.

გონების ანუ თავის ხაზს „ოთხი თითის საკუჭნაოსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ხაზის წარმოქმნა ოთხივე თითის „დამღუპველი“ მოძრაობის შედეგს წარმოადგენს.

გონების ხაზი, სულიერი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის ინტელიგენტურობის შესახებ, მისი ცოდნის დონესა და ძალაზე, ცხოვრებისეულ ენერგიაზე, თავის ფლობისა და საკუთარი ბედისწერის გადალახვის უნარზე.

სიცოცხლის ხაზთან შეერთება - ხანგრძლივი შეხება სიცოცხლისა და გონების ხაზებისა, ხშირად მიგვინიშნებს ადამიანის ეგოცენტრიზმზე და ზედმეტ თავშეკავებაზე. ეს ნიშანი ადასტურებს გონებრივ ჩამორჩენილობასაც; სავარაუდოდ, გონებრივად გვიან განვითარებას ან შიზოიდურ ფსიქიკურ კონსტიტუციას, რაც გვაძლევს უფლებას, რომ ვისაუბროთ სუბიექტის ავადმყოფურ ბავშვობაზე ან სიყმაწვილეზე, აგრეთვე ირგვლივმყოფებისგან სულიერ იზოლიაციაზე.

სხვაგვარადაც შეიძლება აიხსნას, მაგალითად, მორცხვობით, რომელიც არ გამორიცხავს შინაგან სიამაყეს; თავისი საქციელის მუდმივად გააზრების უნარს; აგრეთვე პატიოსნებას, პასუხისმგებლობის წინაშე შიშს; როცა შინაგანი ინსტიქტები ემორჩილება გონებას. ასეთ ადამიანებს არა აქვთ თავიანთი შესაძლებლობები სწორად წარმართვის უნარი.

გონებისა და სიცოცხლის ხაზს შორის დაშორება - თუ ორივე ხაზს შორის შუალედია, ეს მიგვინიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ადამიანი თვითდაჯერებულია. აქვს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და სხვისი დახმარების გარეშე სწორი რეაგირების უნარი.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელია, თუ ხაზებს შორის ძალიან დიდი დაშორებაა. ასეთი ადამიანი თავის აზრებს ვერ უწევს კონცენტრაციას. ამგვარი დაშორების შემთხვევაში, თუ თითები მოკლეა, საქმე გვაქვს უდისციპლინო, დაუფიქრებელი საქციელის მქონე ადამიანთან. რაც მეტია ხაზებს შორის დაშორება, მით უფრო მიდრეკილია ადამიანი გაუფრთხილებლობისადმი და სიბრაზისადმი; ამავე დროს იგი ნაკლებ გულახდილიცაა.

გრძელი თითების შემთხვევაში ზემოთ ნათქვამი აქტუალური არ იქნება, თუმცა დაშორებული ხაზების ფაქტორი მაინც უარყოფითი მნიშვნელობის მატარებლად რჩება.

უფრო სასურველია ისეთი შეხება, როცა ხაზები მცირე მონაკვეთში ერთვის ერთმანეთს. რაც უფრო ადრე გაიყოფა ხაზები, მით ადრე გამომჟღავნდება ადამიანის სულიერი დამოუკიდებლობა. ეს კი გარანტია იქნება მისი აზრობრივი მომწიფებულობისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენისა.


ცვლილებები გონების ხაზში


გონების ხაზისა და სიცოცხლის ხაზის გადაკვეთა - თუ გონების ხაზი იწყება ტენარის ამაღლებაზე, შემდეგ კი კვეთს სიცოცხლის ხაზს, ეს მიგვინიშნებს ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: თავნებობა, ქარაფშუტობა, მერყეობა და აგრესიისკენ მიდრეკილება. ამ თვისებების გამო მას არა აქვს უნარი გადაიტანოს მცირე უსიამოვნებაც კი და მაშინვე, სხვების დასანახად, ამჟღავნებს მის ცუდ განწყობას. ასეთი მძიმე და მერყევი ხასიათის შემთხვევაში (რომელიც უფრო ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში), ადვილად შეიძლება შეერწყას წინააღმდეგობრიობა თავშეკავებულობას.

კუნძულებიანი გონების ხაზი - გონების ასეთი ხაზი გაბნეულ აზროვნებაზე, გულმავიწყობაზე, სწრაფად გადაღლაზე, კონცენტრირების არქონაზე მეტყველებს. სუბიექტის გამძლეობა მერყევია. მაგრამ შემოქმედებითი აზროვნების უნარი საკმაოდ ნორმალური რჩება.

გონების კლაკნილი ხაზი - მთლიანად ან ნაწილობრივ დაკლაკნილი გონების ხაზი მეტყველებს გაბნეულ აზროვნებაზე, კონცენტრირების უნარის ნაკლებობაზე, ყურადღების სწრაფად გაფანტვასა და გადაუწყვეტელობაზე. ასეთი ხაზის მქონე პიროვნებები, ძირითადად, სწრაფად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

თუ ასეთი ხაზი მსუბუქი შემობრუნების შემდეგ უახლოვდება ჰიპოტენარის ამაღლებას, ეს მეტყველებს მის მიერ შთაბეჭდილებების აღქმის უნარსა და ფანტაზიებისკენ მიდრეკილებაზე. გააზრებული მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი ეს თვისება ნაყოფიერი და შემოქმედებითი გახდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ რაც ფართოა მოსახვევი, მით დიდია წარმოსახვის უნარი.

გონების ხაზი მიემართება მთვარის ბორცვისაკენ - თუ გონების ხაზის მიმართულება თითქმის მთლიანად ემთხვევა სიცოცხლის ხაზის მიმართულებას და აღწევს ხელის მტევნის მოსახარამდე, ეს მიგვინიშნებს ადამიანის გაზვიადებულ ფანტაზიაზე, მის ეგზალტაციაზე. ეს თვისება ხელს უწყობს სულიერი წონასწორობის დარღვევას და შეუძლია საშიში ზემოქმედება იქონიოს ადამიანის ბედზე, თუ, რა თქმა უნდა, სხვა ნიშნები არ გაანეიტრალებენ ამ მნიშვნელობას.

ძალიან გრძელი გონების ხაზი - თუ გონების ხაზი კვეთს თითქმის მთელს ხელისგულს სწორი მიმართულებით, ეს აღნიშნავს ხელის პატრონის ეგოიზმს, სიჯიუტესა და ანგარიშიანობას. ასეთი სუბიექტები ცივი, წესრიგის მოყვარული, საქმიანი ადამიანები არიან, რას შეიძლება გადაიზარდოს ფანატიზმსა და მანიაში. მათ განსხვავებული, თუმცა ლოგიკური აზროვნების უნარი აქვთ.

თუ ასეთი ადამიანი პატიოსანია, იგი მთლიანად ემორჩილება კანონს. მათ გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა იმდენადაც არ ახასიათებთ ზომა - წონის შეგრძნება და შემწყნარებლობის გრძნობა, რომ ისინი ზოგჯერ არაადამიანურად მოქმედებენ.

თუ დამატებით აღმოვაჩენთ ისეთ ნიშნებს, რომელიც პიროვნების უპატიოსნობის შესაძლებლობებს გვამცნობს (მაგ., როგორიცაა, ძალიან გრძელი ნეკა თითი გამკვრივებული ფუძის ფალანგით), მისი ასოციალური მიდრეკილეკილებები და განწყობილებები მინიმალურ სენტიმენტალობასაც ვერ შეანელებს.

გონების აბსოლუტურად სწორი ხაზი - თუ გონების ხაზი იმდენად სწორია, თითქოს სახაზავით გაავლესო, ეს გვიჩვენებს შესაძლო ეგოისტურ სურვილებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება სიმკაცრესთან და შურისძიების მოთხოვნილებასთან.

გონების ხაზის დახრა გულის ხაზისკენ ან ნეკისკენ - თუ გონების ხაზი მოულოდნელად უხვევს გულის ხაზის ან ნეკა თითისაკენ, ეს ისევ გვევლინება ეგოიზმისა და ემოციური ცხოვრების დაბალი განვითარების ნიშნად. ასეთი ადამიანები წინა პლანზე თავის მატერიალურ ინტერესებს აყენებენ. 

თუ გონების ხაზი ინარჩუნებს თავის ნორმალურ მიმართულებას და მხოლოდ ბოლოს უხვევს ნეკის ფუძისაკენ, ეს გვამცნობს ადამიანის შესაძლო საქმოსნურ თვისებებზე; არ გამოვრიცხავთ, ამავდროულად, დელეკატურობასაც.

გონების ხაზი მთავრდება კოვზის ფორმით - თუ გონების ხაზი დასაწყისში ეხება ცხოვრების ხაზს, ხოლო მისი დაბოლოება მოგვაგონებს კოვზის ფორმას, ეს ხელი პატრონის დაუდეგარ, მოუსვენარ ნატურაზე მეტყველებს, რომლის აზროვნების დიდი ნაწილი დაკავებულია მეორეხარისხოვანი იდეებით; ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად არასოდეს რჩება დრო; იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ყველაფერს თავიდან იწყებს. ეს ფაქტორი მისი ცხოვრების წესზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

ბოროტი აზრები და ძლიერი სიძუნწე - საუკეთესო განზრახვის მქონე ადამიანებისთვისაც კი გვევლინება დაფარული ფსიქიკური აშლილობის ნიშნად. იგი ადვილად ვერ აღწევს ქვეცნობიერიდან ცნობიერში და ამიტომ სუბიექტს ასე მარტივად ვერ ამოვიცნობთ. ასეთი ხაზის შემთხვევას თუ ემატება ისიც, რომ გონებისა და სიცოცხლის ხაზი დაშორებულია ერთმანეთისაგან, უფლებამოსილი ვართ გამოვიტანოთ დასკვნა ნათლად გამოხატულ ეგოიზმზე, რომელიც წვრილმანებში მჟღავნდება.

გონების ხაზის მიმართულების შეცვლა - თუ გონების ხაზი არაბუნებრივი სიმრუდით შეიცვლის თავის მიმართულებას, ეს შეიძლება აიხსნას შესაძლო პათოლოგიური დარღვევის გამოხატულებად. 

გულის ხაზის მიმართულებით შეცვლილი გონების ხაზი - თუ გონების ხაზი მიმართულებას იცვლის გულის ხაზის მიმართულებით, თანაც, ეხება მას, საქმე გვაქვს ძლიერი ნების მქონე ადამიანთან. მას აქვს თავისი გრძნობებისა და ინსტიქტების მართვის უნარი; აგრეთვე, გავლენიან პიროვნებად გადაქცევისათვის და ყველა ჩანაფიქრისა და გეგმების ცხოვრებაში გატარებისათვის ყველა წინააღმდეგობის გადალახვის უნარი. 

გონების ხაზის გახლეჩა - გონების ხაზის გაწყვეტა მიგვინიშნებს რთული ტრამვების შესაძლებლობებზე. თუ გაწყვეტილი ხაზი რაიმე ფორმით მაინც არ გრძელდება და გაწყვეტილი რჩება, დადგინდება დაზიანებით გამოწვეული სერიოზულ საფრთხის დიაგნოზი. გაწყვეტის ან შეწყვეტის განსხვავებული ვარიანტები, საშუალებას მოგვცემს სწორი დასკვნები გამოვიტანოთ დაზიანების სახეობებზე.


გონების ხაზის გახლეჩა - განშტოება


გაორმაგებული გონების ხაზი - თუ გონების ხაზი განშტოების სახით ორმაგდება, ამავე დროს, ისინი ერთმანეთთან ახლო მანძილზე იმყოფება და თითქმის ერთნაირად გამოიყურება, ეს მოწმობს ადამიანის მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. თავისი ფაქიზი ფსიქოლოგიური ინტუიციის მეშვეობით ადამიანს უნარი აქვს გაუგოს ხალხს, სწრაფად და ადვილად მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას და ასევე დაუბრკოლებლად დაამყაროს კონტაქტი ირგვლივმყოფებთან. 

ერთ-ერთი განშტოება მიმართულია ჰიპოტენარის ამაღლებისაკენ - თუ გონების ხაზის ერთ-ერთი განშტოება მიისწრაფვის გიპოტენარის ამაღლებისაკენ, მაშინ უკვე ნახსენებ თვისებას დაემატება წარმოსახვის ძლიერი უნარი, რომელიც აქცენტირებულია მგრძნობიარე სფეროზე და ამისგან პრობლემებსაც ქმნის. ასეთ ადამიანს ცვალებადი ცხოვრების წესი აქვს თავისი ეგოისტური აზროვნების ზემოქმედებით. ის ხშირად მაშინ ეძლევა ილუზიებს, როცა კრიტიკული აზროვნება სჭირდება.

გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ამბების მოგონებისას და თხრობისას უყალიბდება ფანტასტიკური ისტორიების გაყალბების უნარი, რის გამოც, მისი ერთგულება და მორალური მდგრადობა საეჭვო ხდება. სიცოცხლისა და გონების ხაზების დაშორების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს მისი თავდაჯერებულობა.

განშტოება მიმართულია ნეკისაკენ - როდესაც ერთ-ერთი განშტოება მიმართულია ნეკა თითისაკენ, ეს პიროვნების დელეკატურობაზე მეტყველებს. ჯანსაღი ჭკუის პატრონები არიან და კრიტიკულ სიტუაციაშიც ინარჩუნებენ მშვიდ მდგომარეობას.

განშტოება გონების ხაზიდან საჩვენებელ თითამდე - თუ ასეთი განშტოება გამოდის გონებისა და სიცოცხლის ხაზიდან ერთდროულად, ასეთი ხელის მფლობელის განკარგულებაშია კარგად განვითარებული, თუმცა არარეალურ სიტუაციაზე დაფუძნებული ძლიერი რწმენა. აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება - დიდი მატერიალური და სოციალური წარმატებების შესაძლებლობებზე.

განშტოება გონების ხაზიდან გულის ხაზისაკენ - ასეთი ხელის პატრონი, ხელზე დაფიქსირებულ პერიოდში, შეიძლება მოხვდეს მძლავრ და ვნებისმომგვრელი გავლენის ქვეშ, რომელიც მთლიანად დაეუფლება ამ ადამიანის ცხოვრებას და გამოაცლის ყველანაირ ლოგიკას.

რაც უკეთესად იქნება გამოსახული ეს განშტოება, მით უფრო ძლიერ გამოვლინდება ამ გრძნობის აფეთქება, მით ღრმა იქნება შთაბეჭდილება, რომელიც ჩაიბეჭდება ადამიანის გონებაში და რომლის საფუძველზეც აზროვნების გაწონასწორებამდე მივა.

მრავლობითი განშტოება გონების ხაზს ზემოთ - თუ გონების ხაზის დასაწყისიდან ზემოთ მიემერთება მრავლობითი განშტოება, მათი მნიშვნელობა ყოველთვის დადებითად არ აიხსნება. მათ გამოვლენაზე დაყრდნობით შესაძლებელია სხვადასხვა გეგმების გამოცნობა.

მრავლობითი განშტოება გონების ხაზს ქვემოთ - განშტოებას, რომელიც გონების ხაზის დასაწყისიდანვე ეშვება ძირს, აქვს მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა. იგი წინააღმდეგობრივ და არასაიმედო გეგმებზე მიგვინიშნებს. ისეთებზე, როგორიცაა: გამოგონილი ამბავი, შეუსაბამო ფანტაზია ან გაუაზრებელი იდეები, რომელიც მუდმივად მომდინარეობს უიღბლო და იმედგაცრუებული მკვლევარებისგან; ისეთებისგან, რომლებიც ვერ ახერხებენ ცხოვრებაში საკუთარი თავის დამკვიდრებასა და რეალიზებას.

განლაგება

არასოდეს არ შეიძლება გონების ხაზის მოკლე სიგრძის ან ნაკლები სიღრმისა და სიმკვეთრის გამო გამოვიტანოთ დასკვნა ადამიანის გონებრივ დეფექტზე. ასეთი მნიშვნელოვანი და რთული მტკიცებულება მხოლოდ სხვადასხვა ნიშნების კომპლექსური ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. ასეთ სიტუაციაში ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ხელის ზედაპირზე გონების ხაზის განლაგების სიმაღლე იქნებოდა. 

თუ იგი განლაგებულია ძალიან ღრმად ხელისგულზე და, ამავდროულად, იყოფა ორ ნაწილად, ეს იქნება დიდი ინტელიგენტურობისა და ინტელექტუალობის ნიშანი. ასეთი ხელის პატრონს სულ თავისუფლად შეუძლია იოლად გადაწყვიტოს გონებრივ - სააზროვნო სფეროსთან დაკავშირებული მრავალი ამოცანა.

ნიშნები

წერტილები გონების ხაზზე - გონების ხაზზე აღმოჩენილი წერტილები აღნიშნავენ სუსტ ან ძლიერ თავის ტკივილებს. მისი ინდივიდუალური მდებარეობითა და წარმოშობით ჩვენ შევძლებთ ამ დარღვევის განსაზღვრას და ლოკალიზებას. აღნიშნულ შემთხვევაში საუბარი მიმდინარეობს მიგრენიაზე, სმენისა და მხედველობის ნევრალგიასა და თავის ქალის დაზიანებაზე.

ჯვარი გონების ხაზზე - გონების ხაზზე კარგად ჩამოყალიბებული და ცალკე მყოფი ჯვრის ფორმა მიგვინიშნებს სერიოზულ საფრთხეზე, კერძოდ, ავარიაზე, რის შემთხვევაშიც შესაძლებელია თავის ტრამვის მიღება.

ვარსკვლავი გონების ხაზზე - გონების ხაზზე აღმოჩენილ ვარსკვლავს, რომელიც მრავალი სხივისგან შედგება და ცუდადაა განლაგებული, საკმაოდ ნეგატიური მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა ვარსკვლავი არც ისე ხშირად გვხვდება, როგორც კუნძულები. ხელისგულის საერთო სურათისა და სხვადასხვა ნიშნების გათვალისწინებით, მას შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობებიც გააჩნდეს.

 

გულის ხაზი

 

გულის ხაზიგულის ხაზი მარსის ბორცვიდან, ხელისგულის საწინააღმდეგო მხრიდან იწყება. სრულყოფილი გულის ხაზი ჰორიზონტალური მიმართულებითა და მსუბუქი დახრით გადის ხელისგულის ქვედა ნაწილს. ის გონების ხაზის პარალელურად კვეთს ხელისგულს (მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით) და მთავრდება იუპიტერის ტერიტორიაზე, საჩვენებელი თითის ქვემოთ. 

როგორც გონების ხაზი, ასევე გულის ხაზიც, ოთხი თითის „მომაკვდინებელი პროცესის“ მონაწილეა, მხოლოდ სხვა ხერხით. ის დამოკიდებულია უფრო საშუალო, უსახელო და ნეკა თითის მოძრაობაზე, ვიდრე საჩვენებელისაზე. ამ ხაზის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგრადობა. ისინი ადამიანის ხელზე გამოხატულია ჯერ კიდევ მის დაბადებამდე და ძალიან იშვიათად იცვლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

გულის ნორმალური ხაზი, რომელიც მოვარდისფრო ფერისაა და არა აქვს რაიმე განსაკუთრებულობა, მიგვინიშნებს კეთილგანწყობილ და სენტიმენტალურ ადამიანზე. იგი პატიოსანია, მორალურად მდგრადი, გულღია და ყოველთვის მზადაა დახმარებისათვის; მხოლოდ ამჟღავნებს ერთგვარ ერთფეროვნებას.

ცვლილებები გულის ხაზში

ზედმეტად გაგრძელებული გულის ხაზი - მიგვინიშნებს პიროვნების პროდუქტიულ და დაფარულ შესაძლებლობებზე, ემოციის სტაბილურობაზე, ამავე დროს, ვნებიან, შმაგ და ზედმეტად შთამბეჭდავ სენტიმენტალობაზეც, რომელიც მჟღავნდება არანაკლებ მტკივნეული ფორმით – ეჭვიანობით.

გულის ასეთი ხაზი დამახასიათებელია ქალის ისეთი სენტიმენტალობისათვის, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება. ძალიან ხშირად იგი რაღაც მიზნით აინთება და თავის თავს დაუმსახურებელი ტანჯვისა და შინაგანი სევდისათვის იმეტებს. ამგვარი ადამიანების ფსიქიკური ნატურა იოლად და სწრაფად გამოვლინდება.

მათი გრძნობიერება იმდენად გამოფიტულია, რომ შესაძლებელია გამოიხატოს ტირანულ სიყვარულში, რაც, თავის მხრივ, გარკვეული დროის შემდეგ, დააუძლურებს პარტნიორს. ამავდროულად ისინი საკმაოდ სენტიმენტალურებიც არიან და ავადმყოფურად რეაგირებენ უმცირეს მოვლენებსა და შთაბეჭდილებებზე, ისეთზე, რომლებზეც ადამიანთა უმრავლესობა ყურადღებასაც არ გაამახვილებდა.

გულის ხაზი ხელისგულის კიდეზე სიცოცხლის ხაზისკენ იხრება - ასეთი ხაზის შემთხვევაში ზემოთაღწერილი პიროვნების ემოციურ ტიპს უფრო უძლიერდება თავისი ხასიათის გამოვლენის უნარი.

გულის მოკლე ხაზი - გულის მოკლე ხაზი ხშირად გამოხატავს ეგოიზმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს სენტიმენტალიზმი არ გააჩნია.

კლაკნილი გულის ხაზი განშტოების გარეშე - გულის ასეთი ხაზი მიგვინიშნებს ეგოისტ ადამიანზე, რომელსაც არანაირი თბილი გრძნობა არ გააჩნია.

წვრილი, სუსტი და სწორი გულის ხაზი - თუკი გულის ხაზი ძალიან წვრილი და სწორია, ასეთი ადამიანის ძირითადი, სახასიათო ნიშანი ეგოიზმი და ცივსისხლიანობა, სიძულვილი და სიმკაცრისკენ მიდრეკილებაა.

გულის ხაზი მთავრდება საჩვენებელ და შუა თითს შორის - თუკი გულის ხაზი საჩვენებელ და შუა თითს შორის მთავრდება, საუბარი იქნება ქარაფშუტობისკენ მიდრეკილ ადამიანზე, რომლის სიყვარულის უნარი საკმაოდ ღრმაა, თუმცა ტირანიის ნიშნებით გამოხატული. ამავე დროს არ გამოირიცხება, რომ ყველაფერი ეს სულაც არ იყოს კონკრეტული ადამიანისკენ მიმართული. დროთა განმავლობაში ეჭვიანობა მასვე ანგრევს, თუმცა კარგადა აქვს შენიღბული.

თანაბრად დაკლაკნილი გულის ხაზი, რომელიც მიმართულია საჩვენებელ და შუა თითს შორის, მაგრამ ვერ აღწევს მას, მიანიშნებს არანაკლები სიძლიერის ემოციურ შეგრძნებაზე, უფრო წყნარი, გაწონასწორებული და იდეალიზებული ემოციების სამყაროზე.

გულის ხაზი ეხება სიცოცხლის ხაზს - თუ გულის ხაზი ეშვება ქვემოთ იმ დონეზე, რომ ეხება სიცოცხლის ხაზს, ეს მიუთითებს მოტივაციებზე, რომლებიც ხელს უშლის ემოციური სამყაროს ჰარმონიულ აღქმაში. 

გულის ხაზი ბევრი დატოტვით - ასეთი გულის ხაზი, ე. წ. „თმებით“, გვამცნობს პიროვნების მიზანსწრაფვაზე ფლირტისა და საზოგადოებრივი მხიარულებისაკენ. ასეთი ადამიანი, თავისი არსით, არ არის მყარი და გარეშე პირის ნებისმიერ გულისწადილს ემორჩილება. ამიტომ, მუდმივ ინტრიგებშია.

გულის ხაზი ჯაჭვებით - თუ გულის ხაზზე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზეა ჯაჭვები გამოსახული, ეს მიგვინიშნებს ამ ადამიანის სწრაფ აღგზნებადობაზე და იდეალიზებულ სენტიმენტალიზმზე. რადგან ასეთი ინდივიდების შინაგანი სურვილები არასოდეს სრულად არ კმაყოფილდება და ყოველთვის ახალი აღმგზნები სიტუაციების საძებრად მიილტვიან. ამგვარი გულის ხაზის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია აგრევე გულცივობა, არასიმყარე, ქედმაღლობა და ავადმყოფური ნერვოზი.

ნიშნები

წერტილები გულის ხაზზე - ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ადამიანის დარდისა და ზრუნვის გამოხატულებას. მათი ზუსტი გამოყოფა შესაძლებელია წერტილების განლაგების მიხედვით. იგი შეიძლება გამოხატავდეს შეუძლოდ ყოფნას და დაკავშირებული იყოს ნერვული სისტემის, გულისა და თვალის დაავადებებთან.

მსგავსი, მაგრამ უფრო სერიოზული მნიშვნელობის მატარებელია სხვა ნიშნები. რაც მათი უშუალო მნიშვნელობის გაშიფვრაზეა დამოკიდებული.

წერტილი სატურნის ხაზზე (ხაზი №4) - დაავადების მიმანიშნებელია.

ანდრეასის ჯვარი, სატურნის ხაზზე, პროფესიის შეცვლაზე მიგვინიშნებს, რომელსაც საერთო სურათის გათვალისწინებით, შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა.

ვარსკვლავსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჯვარს.

კუნძული - სატურნის ხაზზე, ადამიანის ცვალებად ბედს აღნიშნავს, რომელიც გარე მოვლენებზეა დამოკიდებული.

მკრთალად გამოხატული ან პატარა წყვეტილი ხაზებიდან აგებული მერკურის ხაზი (ხაზი №6) დამახასიათებელია სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის. იგი ვიტალურობისადმია მიდრეკილი, რის საფუძველზეც უსუსტდება ნერვული სისტემა.

კუნძული მერკურის ხაზზე, ჯანმრთელ ნატურაზე მიგვითითებს; ამავდროულად, პარანორმალურ ნიჭზეც, რომელიც მხედველობითსა და სმენით ჰალუცინაციებში მჟღავნდება.

ვარსკვლავი ვენერას სარტყელზე - მძიმე ნერვულ შოკზე მეტყველებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ