მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3048 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცერა თითის ზედა ფალანგა


გვერდითი, განივი ხაზები. მიანიშნებს ნებისყოფის ძალის არსებობაზე. თუ გვერდითი ხაზები ბევრია, ეს ნიშნავს, რომ ნებისყოფის ძალის გახლეჩით მხოლოდ უმნიშვნელო შედეგები მიიღება.

განივი ხაზები. თუ გრძივი ხაზები გადაიკვეთება განივით, ეს წარმატების გზაზე შეფერხების, დაბრკოლებების მიმანიშნებელია. 

ჯვარი. სექსუალური აქტივობის გაძლიერებული გამოვლენა.

სამკუთხედი. ნებისყოფის ძალა და ყურადღება კონცენტრირებულია ლოგიკასა და მეცნიერებაზე.

კვადრატი. ნებისყოფის ძალა კონცენტრირებულია ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მიმართულებით. იკვეთება ტირანიისკენ მიდრეკილებაც.

წრე. განსაზღვრავს წარმატებას, რომელიც მიიღწევა გაწონასწორებულობითა და სიმშვიდით.

 

ცერა თითის ქვედა ფალანგა


ვერტიკალური ხაზები. ნათელი და ჯანმრთელი ლოგიკა.

განივი ხაზები. დაქვეითებული შეგნება; აზროვნება დიდ წილად უფრო ემოციონალურია, ვიდრე ლოგიკური. 

ჯვარი. სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის საშიშროება.

ვარსკვლავი. კეთილშობილი, მაგრამ ლაბილური და სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი.

სამკუთხედი. კარგი წინაპირობაა ღრმა და ფილოსოფიური აზროვნებისათვის.

კვადრატი. ძნელადშესარყევი ლოგიკა (უარყოფითი ნიშნების შემთხვევაში ეს შეიძლება აღნიშნავდეს სიჯიუტეს, რომელიც ხშირად სისულელემდეც დადის).

წრე. მახვილი აზროვნება და ბრწყინვალე ლოგიკა.

ბადე. უარყოფილია მორალის ტრადიციული გაგება.

 

საჩვენებელი თითის ზედა ფალანგა


ჯვარი. ნათელმხილველობისკენ მიდრეკილება. 

სამკუთხედი. ინტერესი მეტაფიზიკისადმი, პარაფსიქოლოგიისა და ყველა საინტერსო მეცნიერებისადმი.

წრე. რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ლოგიკა.

ბადე. ფანტაზიისადმი მიდრეკილება.

 

საჩვენებელი თითის შუა ფალანგა


ვერტიკალური ხაზები. გვიდასტურებს სოციალურ ანგაჟირებაზე.

განივი ხაზები. შურის ნიშანი. ადამიანს ექნება რამდენიმე მცდელობა, მოტყუილების გზით გაიუმჯობესოს თავისი ცხოვრებისეული დონე.

ჯვარი. ლიტერატურული ნიჭი.

სამკუთხედი. პოლიტიკური ნიჭი.

ოთხკუთხედი. დასახული მიზანი რეალიზდება პიროვნების შეუპოვარი ხასიათით.

წრე. მიზანსწრაფვას მოჰყვება წარმატება.

ბადე. ასეთ ადამიანს ვერ დაეყრდნობით.

 

საჩვენებელი თითის ქვედა ფალანგა


განივი ხაზები. სხვადასხვა გეგმებისა და ჩანაფიქრის ასრულებას სირთულეები და დაბრკოლებები ახლავს.

ვარსკვლავი. ვარსკვლავი ქვედა ფალანგაზე მიანიშნებს ცუდ ჩვევებსა და ინსტიქტურ საქციელზე.

ბადე. საქმე გვაქვს ამორალურ და ასოციალურ ადამიანთან. ეს ნიშანი საჭიროებს სხვა ელემენტებით დასაბუთებას.

 

შუა თითის ზედა ფალანგა


განივი ხაზები. ადამიანი განწირულია ავადმყოფური წარმოსახვებისათვის - მანიის დონემდე.

ზოგიერთ შემთხვევაში – კრიმინალისადმი მიდრეკილებაა.

სამკუთხედი. სახასიათო მაჩვენებლები ნამდვილად არ არის უმაღლესი დონის.

 

შუა თითის შუა ფალანგა


გრძელი ვერტიკალური ხაზები, რომლებიც კვეთს როგორც პირველ, ასევე მეორე სახსრის მოსახარს, მიგვინიშნებს სულელურ სიჯიუტეზე.

ჯვარი. ამ ადამიანს ცხოვრებაში ბევრი საშიში შემთხვევა ექნება.

სამკუთხედი. ინტერესი პარაფსიქოლოგიისა და ოკულტიზმისადმი. 

ბადე. ბადე შუა ფალანგაზე ჭეშმარიტი დიაგნოზია ყურების პრობლემებისა და ნერვული დაავადებების გამოსავლენად.

 

შუა თითის ქვედა ფალანგა


ჯვარი ქალის ხელზე - უნაყოფობაა. 

ვარსკვლავი. ხელზე ვარსკვლავის უარყოფითი მნიშვნელობის გამოსახულება გვიჩვენებს ძალადობისადმი მიდრეკილებაზე.

წრე. ინტერესია გარემოს დაცვისადმი.

სამკუთხედი. ასეთი ნიშნის ადამიანები ტიპიური „უიღბლოები“ არიან.

კვადრატი. ამ შემთხვევაში, უგულობა და სიძუნწეა.

ბადე. სიძუნწე აქ ავადმყოფურ მანიაში გადადის.

 

არათითის ზედა ფალანგა

 

ვერტიკალური ხაზები. შემოქმედებითი ნიჭი - განსაკუთრებით ექსპრესიონისტული მიმართულებით.

განივი ხაზები მიგვინიშნებს მხატვრულ - შემოქმედებითი ნიჭის არსებობაზე, თუმცა იგი შეიძლება არც გამომჟღავნდეს.

ჯვარი. გაუბედაობისა და სიძუნწის ნიშანია. 

ვარსკვლავი. ნიჭის სპორტანული გამოვლინება და წარმატებისათვის ხელშეწყობა.

 

არათითის შუა ფალანგა

 

განივი, დაქანებული ხაზები. ნიჭის ნაკლებობა, ეჭვიანობა.

ჯვარი. განსაკუთრებით შურიანი ადამიანი. ახასიათებს ეშმაკური საქციელი, რათა სხვები მოატყუილოს და შეცდომაში შეიყვანოს.

ვარსკვლავი. განსაკუთრებული ტალანტის არსებობა.

სამკუთხედი. კონკრეტულ სფეროში ნიჭიერებისა და განსაკუთრებული უნარების გამომჟღავნება.

წრე. დიდი წარმატებები ცხოვრებაში.

ბადე. ინდივიდის ცხოვრებას, წარმატებული ადამიანების მიმართ, შურის გრძნობა წარმართავს. ის მუდმივად უკმაყოფილოა.

 

არათითის ქვედა ფალანგა

 

განივი, დაქანებული ხაზები. განივი ხაზები ყოველთვის წინააღმდეგობებს აღნიშნავს; ადამიანს მხოლოდ მცირედი წარმატებები ექნება ცხოვრებაში.

ვარსკვლავი. სუბიექტს, რომელსაც ვარსკვლავი აქვს გამოსახული არათითის ქვედა ფალანგაზე, შექების მოთხოვნილება აქვს. არსებობს საშიშროება, რომ ერთხელაც დაიტანჯება განდიდების მანიის გამო.

სამკუთხედი. ადამიანი ჭკვიანი და დიპლომატიურია. შეუძლია თავის წარმოჩენა.

წრე, ბეჭედი. პიროვნება ბედნიერია და სახელგანთქმული.

ბადე. ცხოვრებაში ნაკლები წარმატებები აქვს; სხვებისადმი შურის გრძნობა უღვივდება. 

 

ნეკა თითის ზედა ფალანგა

 

ვერტიკალური ხაზები. სასიკეთო მაჩვენებლიან ხელზე ვერტიკალური ხაზები აღნიშნავს ადამიანის მიგნებულობას, ორატორულ ნიჭს; ნორმალური ან უარყოფით მაჩვენებლიანი ხელის მიხედვით, იგი ზედმეტად ერევა სხვის საქმეში.

განივი ხაზები. ადამიანი აწარმოებს უსარგებლო, უშინაარსო საუბარს (მიდრეკილება ჭორიკნობისადმი); იგი ტყუილების მოყვარულიცაა.

ჯვარი. ურთიერთობასი ზედმეტად კონტაქტურია.

ვარსკვლავი. ორატორული წარმატებები, თუმცა საქმეში - წარუმატებლობა.

სამკუთხედი. ინტერესი მომიჯნავე მეცნიერებებისადმი.

კვადრატი. გენიალური სავაჭრო უნარი.

ბადე. მიდრეკილება შავი მაგიისადმი.

 

ნეკა თითის შუა ფალანგა

 

მოხრილი ვერტიკალური ხაზები. მიდრეკილება ტყუილებისადმი.

განივი ხაზები. ადამიანის ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარიმართება.

ჯვარი. აღნიშნავს დიდ სირთულეებს, რომელშიც თვით ხელის პატრონია დამნაშავე (არ არის გამორიცხული ციხეში ჯდომაც).

სამკუთხედი. თუ ინდივიდი პარაფსიქოლოგიაში პრაქტიკას ეწევა, იგი ამ სფეროში წარმატებებს მიაღწევს.

კვადრატი. დაბრკოლებები ორატორულ ნიჭსა და უნარებში.

ბადე. მიდრეკილება შავი მაგიისადმი.

 

ნეკა თითის ქვედა ფალანგა

 

მოხრილი ვერტიკალუყრი ხაზები. მიდრეკილება სხვისი საკუთრების ხელშეხებისაკენ.

ვარსკვლავი. ხელის პატრონი არც ისე დიპლომატიურია და არც ისე მორიდებული.

ბადე. ინდივიდი რადიკალურად ასოციალურია. არც თუ წესიერი, საკუთრებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მისი დაპატიმრება ან იქნებ პატიმრობაში იმყოფება კიდეც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ