მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4604 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიტყვები ორგვარია:  ს რ უ ლ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი  და  დ ა მ ხ მ ა რ ე. 

სრულმნიშვნელოვანია სიტყვა, რომელიც ცალკე ან წინადადებაში აღნიშნავს რაიმეს. მაგალითად: პატარა გუგულები თანდათან მოიზარდნენ. (გოგ.). ამ წინადადებაში ოთხი სიტყვაა და ყველა სრულმნიშვნელოვანია: პ ა ტ ა რ ა - საგნის ნიშანს აღნიშნავს,  გ უ გ უ ლ ე ბ ი - საგანს,  თ ა ნ დ ა თ ა ნ - მოქმედების როგორობას, მ ო ი ზ ა რ დ ნ ე ნ - მოქმედებას.

დამხმარეა სიტყვა, რომელსაც, ცალკე აღებულს, არა აქვს რაიმე მნიშვნელობა, მაგრამ წინადადებაში ეხმარეაბა სხვა სიტყვებს. მაგალითად: ჩიტებმა  რ ო მ  დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ  დ ა  მოედვნენ ტყეს. (ვაჟა). ამ წინადადებაში სულ რვა სიტყვაა. ამათგან ექვსი სიტყვა სრულმნიშვნელოვანია, ორი კი („რომ“ და „და“) - დამხმარე. „რომ“ ორ წინადადებას აერთებს, „და“ - ორ სიტყვას, მაგრამ ცალკე ისინი არაფერს აღნიშნავენ.

სრულმნიშვნელოვანი სიტყვა ჩვეულებრივ ამა თუ იმ კითხვაზე მიუგებს, დამხმარე სიტყვას კი კითხვა არ დაესმის. 

ერთი და იმავე ბგერითი შედგენილობის სიტყვა ერთ შემთხვევაში შეიძლება სრულმნიშვნელოვანი იყოს, მეორე შემთხვევაში - დამხმარე. მაგალითად" და  დ ა  ძმა სოფელში წავიდნენ. პირველი "და" სრულმნიშვნელოვანია, მეორე - დამხმარე.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სიტყვაა დამხმარე.

1. მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი. (ჭავ.). 

2. მარჯვნივ თუ მარცხნივ მრავალი ღელე თუ ნაკადული უერთდებოდა აქ მდინარეს. (ბარნ.). 

3. ნუ მოუშვებ ჩემთან ნურც ქორს, ნურც ალალს. (ვაჟა). 

4. ჩვენ, ირმები, ენით არ ვლაპარაკობთ. (ვაჟა). 

5. შაშვმა დაინახა, რომ მტერი იყო. (ვაჟა). 

6. ნუ გეშინია! შენ - და, მე - ძმაო! - მიაძახა აბდუშაჰილმა. (წერ.). 

7. მიყვარდა ხოლმე ჭალებში სიარული. (წერ). 

8.  უმთვარო, მაგრამ ნათელი ღამე იყო. (ლორთქ.).


სავარჯიშო 2. ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ამოიწერეთ ხუთი ისეთი წინადადება, რომლებშიც იქნება სხვადასხვა დამხმარე სიტყვა. დამხმარე სიტყვებს გაუსვით ხაზი ქვეშ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ