მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2561 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფორმაცვალებადი სიტყვა შეიძლება დაიშალოს ნაწილებად. მაგალითად,  ქ უ დ ი  ორი ნაწილისაგან შედგება: ქ უ დ-ი. „ქუდ“ მნიშვნელობის მატარებელია, "ი" კი ცალკე არაფერს აღნიშნავს, იგი სიტყვას ფორმას აძლევს  ქ უ დ ი  სახელობითი ბრუნვის ფორმაა.

სიტყვის იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელობის მატარებელია, ფ უ ძ ე  ეწოდება.  ქ უ დ  ამ სიტყვის ფუძეა.

სიტყვის ფუძეზე დართულ ნაწილს აფიქსი ანუ  ს ა რ თ ი  ჰქვია.  ი  აფიქსია.

აფიქსი აქ ფუძეს ბოლოში დაერთვის. ბოლოში დართულ აფიქსს  ს უ ფ იქ ს ი  ანუ   ბ ო ლ ო ს ა რ თ ი ჰქვია.  ი ბოლოსართია.

აფიქსი ფუძეს შეიძლება თავშიც დაერთოს. მაგალითად: ვ-წერ, მ-წერ, გვ-წერ, გ-წერ. თავში დართულ აფიქსს პრეფიქსი ანუ  თ ა ვ ს ა რ თ ი  ჰქვია. ვ, მ, გვ, გ პრეფიქსებია.

სიტყვაში შეიძლება აღმოჩნდეს ერთზე მეტი პრეფიქსი ან სუფიქსი. მაგალითად: ვ-ი-წერ. აქ ორი პრეფიქსია: ვ  და  ი. 

ქუდ-ებ-ი: ამ სიტყვაში ორი სუფიქსია: ე ბ და ი. 

პრეფიქსი და სუფიქსი ხშირად ერთდროულად არის სიტყვაში. მაგალითად: ვ-წერ-თ, ვ-ი-წერ-დ-ი-თ.

სიტყვის უაფიქსო ნაწილს  ძ ი რ ი, ანუ  მ ა რ ტ ი ვ ი  ფ უ ძ ე  ჰქვია. 

ქ უ დ  და  წ ე რ  ამ სიტყვათა ძირებია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რა და რა ნაწილისაგან შედგება დაყოფით დაბეჭდილი სიტყვები.


1. არწივ-ს ფრთ-ებ-ი აქვს გრძელი. (გოგ.). 

2. ხე-ებ-ი ი-კვირტ- ებ-ოდ-ნენ. (გვეტ.). 

3. მე-თევზ-ე-ებ-მა ილია კარავში დააწვინეს. (გვეტ.). 

4. მო-ნადირ-ე-ებ-ი ახლა ტყეში იყვნენ. (ვაჟა). 

5. მა-ტარ- ებ-ელ-ი ზანტად დაიძრა. (გვეტ.). 

6. ქუდ-ოსნ-ებ-მა ქუდ-ებ-ი მოიხა- დეს. (ვაჟა).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოყავით სიტყვის ძირი, პრეფიქსები და სუფიქსები.


1. ფეხი, უფეხო, ფეხიანი, საფეხური, ფეხები, ნაფეხური. 

2. სვანეთი, სვანები, სვანი, სასვანეთო. 

3. გულიანი, საგულე, გული, გულები, უგულო, გულითადი. 

4. სამიანი, მესამე, მესამედი, სამი, სამოსანი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ