შედგენილობით სიტყვები ორგვარია: მ ა რ ტ ი ვ ი და რ თ უ ლ ი.
მ ა რ ტ ი ვ ი ა სიტყვა, რომელიც ერთი ფუძისაგან შედგება. მაგალითად: კაცი, ქალი, წიგნი, მებაღე, სვანეთი, საქართველო.
რ თ უ ლ ი ა სიტყვა, რომელიც ორი ან მეტი ფუძისაგან შედგება. მაგალითად: ვაჟკაცი, ცისკარი, ქინძისთავი, თავზარდაცემული, თავპირდამტვრეული, ხელფეხშეკრული, დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი...
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რამდენ-რამდენი ფუძისაგან შედგება ქვემოთ დასახელებული რთული სიტყვები:
მამიდა. დედამიწა. წყალწაღებული. შავთვალწარბა. თავშალწამოსხმული. გულკეთილი. შუბლგახსნილი. თავქუდმოგლეჯილი. გულხელდაკრეფილი.
სავარჯიშო 2. შეადგინეთ რთული სიტყვები ქვემოთ დასახელებული სიტყვებისაგან და ჩაიწერეთ რვეულში. რთულ სიტყვას გაუსვით ქვეშ ხაზი.
ნ ი მ უ შ ი 1. პირი, ნათელი: პ ი რ ნ ა თ ე ლ ი.
ნ ი მ უ შ ი 2. თავი, შალი, დახურული: თ ა ვ შ ა ლ დ ა ხ უ რ უ ლ ი.
ერთი, გული.
თავი, შიშველი.
შუბლი, გახსნილი.
გული, მართალი.
ხელი, პირი, დაბანილი.
თავი, გზა, აბნეული.
თმა, წვერი, ულვაში, გათეთრებული.