მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3614 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზმნისწინის რაობა და ჯგუფები

 

ზმნისწინი ჰქვია ზმნის წინა ნაწილს (თავსართს), რომელიც მოქმედების მიმართულებას აღნიშნავს. მაგალითად,  ფ რ ი ნ ა ვ ს  უზმნისწინო ფორმაა და არ გვიჩვენებს მოქმედების მიმართულებას,  მ ი ფ რ ი ნ ა ვ ს  და  მ ო ფ რ ი ნ ა ვ ს  კი ზმნისწინიანი ფორმაა და აღნიშნავს მოძრაობის მიმართულებას.

დღევანდელ ქართულში 15 ზმნისწინია. ესენია: მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, გადა, წა, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო.

შედგენილობის მიხედვით ზმნისწინი ორგვარია: მ ა რ ტ ი ვ ი  და  რ თ უ ლ ი. მარტივია პირველი ცხრა, ხოლო დანარჩენი ექვსი რთულია.

რთული ზმნისწინი ორი მარტივისაგან არის მიღებული. მეორე ნაწილს მო წარმოადგენს მაგ:, ამო = ა + მო, ჩამო = ჩა + მო, შემო = შე + მო. გამო = გა + მო, გადმო = გად + მო, წამო = წა + მ ო.

ზოგი წმნისწინი აღნიშნავს, რომ მოქმედება მიმართულია იქეთ, სადაც პირველი პირი არ იმყოფება:  მ ი ფ რ ი ნ ა ვ ს,  მ ი ც უ რ ა ვ ს,  მ ი რ ბ ი ს,  მ ი დ ი ს  და სხვა...

ზოგიერთი ზმნისწინი გვიჩვენებს, რომ მოქმედება მიმართულია იმ ადგილისაკენ, სადაც პირველი პირი იმყოფება:  მ ო ფ რ ი ნ ა ვ ს,  მ ო ც უ რ ა ვ ს,  მ ო რ ბ ი ს,  ა მ ო დ ი ს  და სხვა... 

მაშასადამე, მიმართულების მიხედვით გვაქვს ზმნისწინების ორი რიგი:  ი ქ ე თ ა  მიმართულების და  ა ქ ე თ ა  მიმართულების.

იქეთა მიმართულებისაა: მი, ა, და, ჩა, შე, გა, გადა, წა.

აქეთა მიმართულებისაა: მო, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო.

იქეთა მიმართულების ზმნისწინები მარტივია, აქეთასი კი ერთი მარტივია (მო), სხვები - რთული.

ზოგიერთ ზმნას ზმნისწინი არ დაერთვის. მაგალითად, უყვარს, სძულს, ძინავს, ცოცხლობს და მისთ...

სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. გამოყავით ზმნისწინი დეფისით, მარტივ ზმნისწინს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, რთულს - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), აქეთა - ამ მიმართულებისაა თუ იქეთასი.

ა) 1. მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი (ბარ.).

2. აფრინდა ქორი, აფრინდა, არაგვი ჩაინადირა (ხალხ.).

3. ჭალას ნისლი დააწვა შავად (ვაჟა).

4. ფინია მაშინვე წყალში ჩახტა (გოგ.).

5. ივანეს ცხენი მეზობლის სიმინდში შეიპარა (გოგ.).

6. ბიჭი გავიდა ოთახიდან (ლომ.).

7. გაფრინდი, გადაიარე ჭიკჭიკით მთა და ველიო (წერ.).

8. გიორგიმ ცხენები ცოტა მოშორებით წაიყვანა (ყაზ.).

9. მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი (ჭავ.).

ბ) 1. ჩიტი ბუდიდან ამოფრინდა (გოგ.).

2. ორბმა რამდენჯერმე ჩამოაგდო ძვალი (ვაჟა).

3. ცოტა ხნის შემდეგ ურმები სოფელში შემოვიდნენ (ჯაფ).

4. მთის წვერზე მთვარე გამოჩნდა (გვ.).

5. ცას ცრემლი ნაკადულად გადმოსცვივდა (ყაზ ).

6. მთიდან ნიავი წამოვიდა (ევდ.).

7. დაფეთებული მცხოვრებლები ყვირილით გამორბოდნენ (გვ.).

 

ზმნისწინები ძველი სახით დღევანდელ ქართულში

 

ზოგ ზმნისწინს ძველად სხვა სახელი ჰქონდა, ვიდრე დღეს. მაგალითად:

ძველად იყო: გან, აღ, შთა, გარ-და, წარ.

ეხლა არის: გა, ა, ჩა, გა-და, წა.

როგორც ვხედავთ, შთა დღევანდელ ქართულში ჩა-დ გადაიქცა, სხვებს კი მოსცილდა ბოლო თანხმოვნები: გან-ს - , აღ-ს - , წარ-სა და გარ-და-ს - .

ამასთანავე ჩა და გადა წარმოშობით რთული ზმნისწინებია, მაგრამ დღევანდელ ქართულში ესენი მარტივ ზმნისწინებშია გადასული.

ძველი სახის ზმნისწინები აქა-იქ ახლაც გვხვდება ხოლმე, განსაკუთრებით გან და აღ. მაგალითად:

გან: განმარტა, განიხილა, განიცდის, განაგრძო, განრისხდა...

აღ: აღზარდა, აღიარა, აღნიშნა, აღადგინა, აღმოაჩინა...

წარ: წარვადგინე, წარმოიქცა, წარმოიშვა, წარმოვიდგინე...

გარდა: გარდაიქმნა, გარდაიცვალა, გარდატეხა...

შთა: შთაგონება, შთანთქმა...


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები გამოყავით ზმნები და გამოარკვიეთ, ძველი სახითაა ზმნისწინი ნახმარი თუ ახალი სახით. ძველი სახით ნახმარი ზმნისწინების ფორმები წაიკითხეთ იმგვარად, როგორც დღესაა მიღებული სალიტერატურო ენაში.

1. აღმობრწყინდა მზე დიდებულადა (ჭავ.).

2. წარვედ წყალის პირს სევდიან ფიქრთ გასართველად (ბარ.).

3. გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი (ბარ).

4. ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი განახლებისა ალის ქროლას (ჭავ.).

5. აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღმიგზნებს იმედს გულში (ჭავ.).

6. შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას (ბარ.).

7. განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული (ჭავ.).

8. ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძლე წინა ერსა (ჭავ.).

9. განამტკიცოს აზრი წმინდა (წერ.).

10. მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა (ჭავ ).

11. რამდენს ვაებას შენსა თავზე გარდაუვლია (ჭავ.).

 

ზმნისწინების მნიშვნელობა ცალ-ცალკე

 

1. მი და მო გვიჩვენებს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებას სივრცეში. სახელდობრ: მი აღნიშნავს მოძრაობას იქეთ, სადაც პირველი პირი არ არის, მო კი - მოძრაობას აქეთ, სადაც პირველი პირია.

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

მი-რბის მი-ფრინავს, მი-დის, მი-ვიდა, მი-უტანა.

მო-რბის, მო-ფრინავს, მო-დის, მ-ვიდა, მო-უტანა.


2.  და ამო აღნიშნავს მოძრაობას  ქ ვ ე ვ ი დ ა ნ  ზ ე ვ ი თ:   აღნიშნავს მოძრაობას იქეთ, სადაც პირველი პირი არ არის, ამო - ქვევიდან ზევით, სადაც პირველი პირია.

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

-ვიდა, -ფრინდა,-ვარდა, -იტანა.

ამო-ვიდა, ამო-ფრინდა, ამო-ვარდა, ამო-იტანა


3. და აღნიშნავს მოძრაობას  ზ ე ვ ი დ ა ნ  ქ ვ ე ვ ი თ: და-ფრინდა, და-ვარდა, და-აგო და სხვა...

და-ს ა ზმნისწინის საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს: „რწყილი -ხტა, და-ხტა“ (ხალხ.).

ზოგიერთ ზმნაში და ზოგად მოქმედებას აღნიშნავს მიმართულების განუსაზღვრელად: და-ფრინავს, და-დის, და-რბის, და-ბზუის, ზოგჯერ კი და აღნიშნავს ცალ-ცალკე განმეორებულ მოქმედებას პირდაპირ ობიექტზე: და-აცხო პურები, და-აღვიძა ბავშვები.


4. ჩა და ჩამო გვიჩვენებს მიმართულებას  ზ ე ვ ი დ ა ნ  ქ ვ ე ვ ი თ: ჩა - იქეთ, სადაც მე (პირველი პირი) არა ვარ, ჩამო - აქეთ, სადაც მე ვარ.

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

ჩა-ვიდა, ჩა-აგდო, ჩა-იტანა, ჩა-ათრია

ჩამო-ვიდა, ჩამო-აგდო, ჩამო-იტანა, ჩამო-ათრია.


5. შე და შემო აღნიშნავს მიმართულებას  გ ა რ ე დ ა ნ  შ ი გ ნ ი თ: შე - იქეთ, სადაც მე არა ვარ (შიგნით არ ვიმყოფები), შემო - აქეთ, სადაც მე ვიმყოფები (შიგნით ვარ).

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

შე-ვიდა, შე-აგდო, შე-იტანა, შე-ათრია.

შემო-ვიდა, შემო-აგდო, შემო-იტანა, შემო-ათრია.


6. გა და გამო აღნიშნავს მიმართულებას შ ი გ ნ ი დ ა ნ  გ ა რ ე თ: გა - იქეთ, სადაც მე არა ვარ (გარეთ არ ვიმყოფები), გამო - აქეთ, სადაც მე ვარ (გარეთ ვიმყოფები).

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

გა-ვიდა, გა-აგდო, გა-იტანა, გა-ათრია.

გამო-ვიდა, გამო-აგდო, გამო-იტანა, გამო-ათრია.


7. გადა და გადმო აღნიშნავს რაიმე  დ ა ბ რ კ ო ლ ე ბ ი ს  გ ა დ ა ლ ა ხ ვ ა ს (მთისას, მდინარისას, ღობისას და სხვ.). გადა - იქეთ, გადმო - აქეთ, ჩემსკენ.

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

გადა-ვიდა, გადა-ლახა, გადა-იყვანა, გადა-აგორა.

გადმო-ვიდა, გადმო-ლახა, გადმო-იყვანა, გადმო-აგორა.


8. წა აღნიშნავს მიმართულებას  ი ქ ე თ, წამო - კი ა ქ ე თ, ე. ი. ჩემსკენ.

მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:

წა-ვიდა, წა-იყვანა, წა-აგორა, წა-იღო.

წამო-ვიდა, წამო-იყვანა, წამო-აგორა, წამო-იღო.'


მიმართულების აღნიშვნა ზმნისწინის პირველადი მნიშვნელობაა. ასეთი მნიშვნელობა კარგადაა გამოხატული მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებში, როგორიცაა: სვლა, ფრენა, დაგდება, წაყვან-წამოყვანა და სხვა. მაგრამ მიმართულება არა ჩანს ბევრ ზმნაში, როგორიცაა: მოკვდა, მოკლა, შეაკეთა, გაიგო, შეისწავლა და სხვა.

ზმნისწინი ზოგჯერ ისე უცვლის ზმნას მნიშვნელობას, რომ ვღებულობთ ახალ სიტყვას. მაგალითად, სხვადასხვა მნიშვნელობის ზმნებია: გა-ვიგე, მო-ვიგე, და-ვიგე, რომლებიც გარეგნულად ერთმანეთისა ზმნისწინებით განსხვავდებიან. ასევე სხვადასხვა მნიშვნელობისაა: შე-ხვდა, მი-ხვდა, მო-ხვდა.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ზმნისწინები გამოყავით დეფისით, იქეთა მიმართულების ზმნისწინებს გაუსვით ქვემ ერთი ხაზი, აქეთა მიმართულებისას ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი ზმნისწინი საიდან საით გვიჩვენებს მოძრაობის მიმართულებას.

1. არწივი დაბლა-დაბლა დაეშვა (რაზ.).

2. მხედარმა ცხენი საძოვარზე გაუბ (ვაჟა).

3. მტრედი ვენახში შეფრინდა (ვაჟა).

4. ობობამ ეჭვით აათვალ-ჩაათვალიეს გრძელკუდიანი სტუმარი (რაზ.).

5. შემკრთალი ბეღურები ღობეზე აფრინდნენ (ევდ.),

6. ბალახმა ცხვარი ამოიტყუა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას (ჭავ.).

7. დედამ ვახშამი შემოგვიტანა (ევდ.)

8. მხედარი აჩქარებით გამოვიდა ბრძანების ასასრულებლად (წერ.).

9. შორს მიფრინავს სამუშაოდ, მიიმღერის... უხარია! ყვავილიდან ყვავილებზე გადაბზუის, გადმობზუის (წერ).

10. ძიძია ღორღებზე გადმოვიდა. (ყაზ.).

11. მეურმეებმა მორეკეს საქონელი (ჭავ.).

12. ხშირი ფოთლებიდან წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა (ვაჟა).

13. სეტყვა ტყვიისებრ წამოუშინა (ჭავ.).

14. გივარგიმ ცხენები წაიყვანა, ჩაუკრა თავები და საძოვარზე მიუშვა (ყაზ.).

15. ალაზნის მხრიდან მგლების ყმუილი მოისმა (რაზ ).

16. თოვლმა მთლად დაფარა დედამი (ევდ.).

17. მდინარე წყნარად მოკამკამებდა (ვაჟა).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რა მნიშვნელობა აქვს დაყოფით დაწერილ ფორმებში ნახმარ ზმნისწინებს.

ა) 1. ქალებმა  დ ა ყ ვ ლ ი ფ ე ს  ბატები,  დ ა წ ი წ კ ნ ე ს,  დ ა ტ უ ს ე ს, ფეხებსაც ქარი წააძრეს, მერე გამოწლეს, კუჭები  დ ა ა ტ ყ ა ვ ე ს,  დ ა რ ე ც ხ ე  და ხონჩით იქვე ტახტთან თაროზე შედგეს (რაზ.).

2. აი მერცხლებმა  დ ა ა ფ რ ი ნ ე ს  ბარტყები (გოგ.).

3. ავადმყოფმა შუაღამისას ყველანი დ ა ა ღ ვ ი ძ ა (ლომ.).

4. როცა სხვა ძაღლები დ ა ძ ღ ე ბ ო დ ნ ე ნ  და ლეშს თავს დაანებებდნენ, ტურას მაშინღა თუ ეღირსებოდა რამე (რაზ.),

ბ) 1. ეს ამბავი მთელძა სოფელმა გაიგო (ვაჟა).

2. დედაჩემმა საჩქაროდ  დ ა მ ი გ ო ლოგინი (ლომ).

3. ნეტავი ჩემი სასახლე, მაღლა მთაზედა  ა მ ე გ ო,

გამვლელ და გამომვლელისთვის, ყოველდღე კარი გამეღო,

სიტყვა არვისთვის მეწყინა, სულ ყველას გული  მ ო მ ე გ ო,

რაც მეშოვნა და მეპოვნა, სულ ღარიბებზე  გ ა დ მ ე გ ო (ხალხ.)

4. ცხენსა მოხადა,  დ ა ი გ ო,  თოქალთო უნაგრიანი,

დაჯდა და თალა შამფური, მწვადი  ა ა გ ო  მცვრიანი (ხალხ.).


სავარჯიშო 3.

გადაიწერეთ მაგალითები. გადაწერის დროს ზმნის ფორმებში გმოჰყავით დეფისით ზმნისწინი, პირისა და რიცხვის ნიშნები (ნიმუში. გადა-ვ-წერე-თ).

1. მიაგორებს. მღვრიე ზვირთებს კლდეებში ჩაჭედილი მტკვარი (რაზ.).

2. დაჰკივლეს, ჩაუნისკარტეს, გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები (წერ.).

3. თეთრ წვერზე კაულები ჩამოჰკიდებოდა (რაზ.).

4. ასი მთა გადამატარეს (ხალხ.).

5. გამოგიქროლებს ალალი, აგიყვანს მაღლა მთაზედა (ხალხ.).

6. დამისიეს; გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო (ხალხ.).

 

ზმნისწინთა მართლწერისათვის

 

ზმნისწინების ხმარებასთან დაკავშირებით ხშირად გვხვდება შეცდომები, ამიტომ საჭიროა გვახსოვდეს შემდეგი:

1. სალიტერატურო ენისათვის მიუღებელია ზმნისწინის ხმოვნის შეცვლა. უნდა იყოს: მო-ვიდა, მო-იყვანა, შე-ჭამა, გა-ეგზავნა, და-ეხეტა, გადა-ეხადა, წა-იღო, წა-ერთვა და სხვ. (და არა მე-ვიდა, მე-იყვანა ან მა-იყვანა, შა-ჭამა, გე-ეგზავნა, დე-ეხატა, გადე-ეხადა, წე-იღო, წე-ერთვა).

2. თუ ზმნისწინის ძველი ფორმა ახლაც ხმარებაშია (აღ-ზრდა, აღ-ძვრა, გან-თავისუფლება, გან-ვითარება, გან-ხორციელება, წარ-დგენა), იგი მთლიანად უნდა ჩამოშორდეს უზმნისწინო ფორმებს: ზრდის, ძრავს (და არა: ღზრდის, ღძრავს), -თავისუფლებს, -ვითარებს, ა-ხორციელებს (და არა: ანთავისუფლებს, ანვითარებს, ანხორციელებს), ადგენს, გიდგენს, უდგენს (და არა არდგენს, გირდგენს, ურდგენს) და სხვა...

3. სიტყვის გადატანის დროს ზმნისწინთან არ უნდა დარჩეს მისი მომდევნო თანხმოვანი; გადატანა ასე უნდა: შე-სრულდა, მი-წყდა, გა-ფრინდა, და-მხატა, შე-სვა (და არა შეს-რულდა, მიწ-ყდა, გაფ-რინდა, დამ-ხატა, შეს-ვა): გა-ყვანა, გადა-ყრა, წა-გრძელება, მო-რთმევა, ამო- -დება, შემო-ცლა, გამო-რჩევა, გადმო-თრევა და სხვ. (და არა: გაყ-ვანა, გადაყ-რა, წაგ-რძელება და სხვ.)

4. თუ ზმნა -თი იწყება, -ზე დაბოლოებული ზმნისწინის დართვისას ორი ა იწერება: გა-ადვილდა, გა-ახლდა, გა-ავდა, და-არსდა და სხვ.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ რომელია არალიტერატურული ზმნის ფორმა. გადააკეთეთ ეს ფორმები იმგვარად, როგორც ეს სალაიტერატურო ენაშია მიღებული, და მაგალითები ისე გადაიწერეთ:

1. ლამაზი მთების ასულსა, ხმა მისთვის შაუწონია (ვაჟა.).

2. შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ (ვაჟა.).

3. ლუხუმმა თოფი გამაჰკრა, არ აუფეთქდა ფალია; დროშას მიუძღვის ლომივით, ამაიწვადა ხმალია. შამაუძახა “მამყევით, ვინაც არა ხართ ქალია!” (ვაჟა.).

4. გველს მებრალა ლუხუმი - (ვაჟა).

5. წუხელი რომ დიდი ქარი იყო, ზალიკაის კარავთან მუხა მუუგლეჯია, დუურტყამს კარავზე და ორივე ამხანაგები, ზალიკაიც და სიმონიკაიც, გუუჭყლეტია! (ნინ.).

6. რა გეივლე გულში აგი? (ნინ.).

7. არიქა, ამეიტანეთ თოფები და გევიდეთ! (ნინ.).

8. ბიძიკო, აღარ წევიდეთ? (კლდ.).

9. გული გეიკეთე მაგით (კლდ.).

10. რატომ დეიგვიანა აღარ ვიცი, ისე რავა გეიქვავებს გულს, რავა დევიჯერო?! (კლდ.).


სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილი ზმნის პირიანი და უპირო ფორმები დამარცვლეთ და ისე გადაიწერეთ.

ა) 1. შეტრიალდა. 2. გადაწყვიტა. 3. დაჯდა. 4. გაგზავნა. 5. მოკვდა. 6, გაწვრთნა. 7. გაცრა 8. შეცვალა. 9. შეფრინდა. 10. შეძრწუნდა.

ბ) 1. დაჭკნობა. 2. მოსწრება. 3. გაშლა. 4. შერჩევა. 5. დარჩენა. 6. გაწყრომა, 7. დაგდება. 8. გაცნობა 9. გამგზავრება. 10. გათბობა. 1. შესწავლა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ