მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1790 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გრამატიკული დროის რაობა

 

დრო ჰქვია ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როდის ხდება მოქმედება (თქმამდე, თქმის დროს თუ თქმის შემდეგ).

ქართულში სამი დროა: ახლანდელი, წარსული და მომავალი.

მაგალითად,  ვ წ ე რ  აღნიშნავს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება ხდება ახლა, თქმის დროს;  დ ა ვ წ ე რ ე  გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდა თქმამდე;  დ ა ვ წ ე რ  კი გულისხმობს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ.

ა ხ ლ ა ნ დ ე ლ ი  დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება ხდება თქმის მომენტში, ე. ი. ლაპარაკის დროს: წერს, ხატავს, თამაშობს, მუშაობს და სხვ.

წ ა რ ს უ ლ ი  დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება ხდებოდა ან მოხდა თქმამდე: წერდა, ხატავდა, თამაშობდა, მუშაობდა, დაწერა, დახატა, ითამაშა, იმუშავა; დაუწერია, დაუხატავს, უთამაშნია, უმუშავნია და სხვ.

მ ო მ ა ვ ა ლ ი  დროის ფორმა მიგვითითებს, რომ მოქმედება უნდა მოხდეს თქმის შემდეგ: დაწერს, დახატავს, ითამაშებს, იმუშავებს და სხვ.

ერთი და იგივე ფორმა ზოგჯერ ხან ახლანდელია, ხან მომავალი. მაგალითად,  ვ ა ს წ ა ვ ლ ი  ახლანდელი დროის ფორმაა ამ წინადადებაში: "ხომ ხედავ, არ მცალია, ბავშვს ვასწავლი", მაგრამ იგივე ფორმა მომავალია, როცა ვამბობთ: "მომიყვანე ბავშვი და ვასწავლი."

როცა ზმნის ახლანდელი დროის ფორმას ამა თუ იმ დროის გაგება არ ახლავს, იგი აღნიშნავს ჩვეულებრივ მოქმედებას, რომელიც მუდმივად მეორდება. მაგ: „დედამიწა მზის გარშემო  ტ რ ი ა ლ ე ბ ს; „ადამიანი ფილტვებით  ს უ ნ თ ქ ა ვ ს“ და სხვა. ასეთ ფორმებს  უ დ რ ო ო  ფ ო რ მ ე ბ ი  ჰქვია.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, ახლანდელი დროის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, წარსულისას - ორი, მომავლის ფორმებს კი - კლაკნილი

1. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს. ლიახვი შხუის შორიდან ხანდახან ტურის ჩხავილი მოისმის. სადღაც ძაღლი ზანტად ყეფს. ჭალაში ღამის ფრინველი ფართხალებს, წვრილფეხა ცხოველი ბუჩქებში ფაჩუნებს. სადღაც ქვემოთ თოფმა დაიქუხა. მერმე ყოველივე შეწყდა და გაინაბა. ძაღლმა მოუმატა წკმუილს, ნიავიც გაძლიერდა (ჯავ.),

2. აფრინდა ქორი, აფრინდა, არაგვი ჩაინადირა, მცხეთას დაეცა დედალსა, ავჭალას მტვერი ადინა (ხალხ.).

3. რძეს მივუტან კატასა, კატა დასთმობს თაგესა, თაგვი დასთმობს ორმოსა, ორმო მომცემს ფეტვსა, ფეტვს მივუტან კრუხსა, კრუხი მომცემს წიწილსა, წიწილს მივგვრი ყვავსა, ყვავი დასთმობს მუხასა, მუხა მომცემს რკოსა, რკოს მივუტან ღორსა, ღორი მომცემს - ჯაგარსა, დავგრეხ თოკსა, ბაწარსა, ჩავუგდებ და ამოვიყვან ჩემს ჭიანჭველსა ძმობილსა (ხალხ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, პარალელურ ფორმათაგან, რომელთა ახლანდელი დროის და რომელი მომავლის.

1. ა) აგერ, დედა აივანზე ზის და შვილს ძუძუს  აწოვ ე ბ ს;

ბ) დედა მალე დაბრუნდება და შვილს ძუძუს  აწ ო ვ ე ბ ს.

2. ა) ვ ხ ნ ა ვ,  ვ თ ე ს ა ვ, ვებრძვი მიწასა (ერ.);

ბ) სანთლის გუთანს ავაშენებ, ზღვაში  ვ ხ ნ ა ვ  და ზღვაში  ვ თ ე ს ა ვ,  ხმელზე ვინაიირებ თევზსა (ხალხ.).

3. ა) ხომ ხედავ, ამხანაგს ჭადრაკს  ვ ე თ ა მ ა შ ე ბ ი.

ბ) მოვა ამხანაგი და ჭადრაკს  ვ ე თ ა მ ა შ ე ბ ი.

სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, აქვს თუ არა დროის გაგება ზმნის ფორმებს.

1. ბუზი ბევრი  ბ ზ უ ი ს, მაგრამ ფუტკართან ყველა  ტ ყ უ ი ს (ანდ.).

2. მ ი დ ი ს,  მ ო დ ი ს,  კვალს არ აჩენს (გამოც. - ნავი).

3. მთვარე დედამიწის გარშემო  ტ რ ი ა ლ ე ბ ს.

4. გაზაფხულზე დღე  მ ა ტ უ ლ ო ბ ს  და ღამე  კ ლ ე ბ უ ლ ო ბ ს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ