მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1710 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რიცხვი ორია ქართულში: მხოლობითი და მრავლობითი.

მ ხ ო ლ ო ბ ი თ ი ა  ფორმა, რომელიც ერთ საგანს აღნიშნავს: ხარი, ცხენი, ქვა, ამხანაგი და სხვ.

მ რ ა ვ ლ ო ბ ი თ ი ა ფორმა, რომელიც ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს: ხარები, ცხენები, ქვები, ამხანაგები და სხვ.

ზოგიერთ არსებით სახელს ჩვეულებრივ მხოლოდ მხოლობითი ფორმა აქვს, მრავლობითი ფორმები კი არ გააჩნია. ასეთებია:

ა) გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ი  და  ა დ ა მ ი ა ნ ი ს  ს ა კ უ თ ა რ ი  ს ა ხ ე ლ ე ბ ი: თბილისი, მცხეთა, ბაქო, რიონი, უშბა... გიორგი, დავითი, მარო, ზურაბი და სხვ.

ბ) ნ ი ვ თ ი ე რ ე ბ ა თ ა  ს ა ხ ე ლ ე ბ ი: თაფლი, ლობიო, ნავთი, ვერცხლი... აგრეთვე მტვერი, ხილი, ჰაერი და სხვ.

გ) გ ა ნ ყ ე ნ ე ბ უ ლ ი  ს ა ხ ე ლ ე ბ ი: სილამაზე, სიგრილე, სიმშვიდე, ვაჟკაცობა, გულწრფელობა, ერთგულება, მშვიდობა და სხვ.

დ) მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს  ს ა ხ ე ლ ე ბ ი: კითხვა, ხატვა, ჭრა, ჭამა, სმა, ხვნა, თესვა, მკა, წოლა და სხვ.

მრავლობითი რიცხვის უქონელმა სახელმა შეცვლილი ანუ სხვა მნიშვნელობით ხმარების დროს შეიძლება აწარმოოს მრავლობითი ფორმაც. მაგალითად,  კ ი თ ხ ვ ა  მოქმედების სახელია და მრავლობითს არ აწარმოებს. ვამბობთ: „პატარა აკაკის წიგნის  კ ი თ ხ ვ ა  უფროსმა დამ შეასწავლა." (არ ითქმის: „პატარა აკაკის წიგნის კითხვები უფროსმა დამ შეასწავლა“), მაგრამ სხვა მნიშვნელობით ხმარების დროს მრავლობითშიც დაისმის. მაგალითად, „არსებით სახელს დაესმის  კ ი თ ხ ვ ე ბ ი: ვინ  რა.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ ნაწყვეტი. მხოლობითში დაყენებულ სახელებს ერთი ხაზი გაუსვით, მრავლობითში დაყენებულს კი - ორი.

მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი. სწორედ შობის ღამეს ხელახლად მოვიდა თოვლი და სოფლის გზებსა და ორღობეებში თეთრ უმტვერო სუფრასავით დაეგო და დაეფინა გლეხკაცობის სახლებს, ჩალით და ზოგან კრამიტით დახურულებს, მძიმედ დაედო თოვლი. კაკლის ხეები ეზოებში და ხილისანი ბაღებსა და ბაღჩებში შეიკუნწლა ახალი თოვლის ქულითა და შავად გაშიშვლებული ტოტები თეთრად გამოლამაზდა (ჭავ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები. ამოიწერეთ იქიდან ცალ-ცალკე საკუთარი, ნივთიერებათა, განყენებული და მოქმედების სახელები და გამოარკვიეთ, იხმარება თუ არა ისინი მრავლობითში.

ა) 1. თბილისის სამხრეთით, ორმოციოდე ვერსის მანძილზე, ძევს სოფელი მარაბდა (ჯავ.).

2. თეო და რუსუდანი ვახშმის თადარიგს შეუდგნენ (გვ.).

3. მეფეს ორი ცხენი ჰყავდა: ფალავანი და შურდანი (ბარნ.).

ბ) 1. სადაც ჰაერი ორთქლით ღარიბია, იქ თხელი ნამი იცის (გოგ.).

2. ამ მიწებში ეთესა: პური, ქერი, სიმინდი, ლობიო, დიკა, ასლი, მუხუდო, შვრია, ფეტვი, უგრეხელი და სხვ. (ლომ.).

3. ბოსტანში ხახვსა და კარტოფილს ყველაზე დიდი ადგილი ეჭირათ; შემდეგ მათ მისდევდნენ: კომბოსტო, კიტრი, ჭარხალი, ქინძი, წიწმატი და სხვა მრავალი (ლომ.).

გ) 1. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე სუსხავს და სითეთრე აბერებს (ჭავ.).

2. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა მიუკარებლობა (ჭავ.).

3. ამ სიამაყეში ჩვეულებრივი მრისხანების ნაცვლად გამოკრთოდა ტკბილი, კეთილი ასწლოვანი მოხუცის სიმშვიდე და ნაზი მამაშვილური სიყვარული (ლომ.).

4. ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო (ყაზ.).

დ) 1. ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი, ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა (ჭავ.).

2. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი (წერ.).

3. ისმოდა სტვენა, ზუზუნი მოუსვენარი ქარისა (ყაზ.).

4. ამის შემდეგ ორივემ მადიანად ვიწყეთ კიტრების ფცქვნა და ჭამა (ლომ.).

 

მრავლობითი რიცხვის წარმოება

 

მრავლობითის ფორმას აწარმოებს ებ ან და ბოლოსართები.

პირველს (ებ-ით ნაწარმოებს) ებ-იანი მრავლობითი ჰქვია, მეორეს - ნარ-თანიანი.

ებ-იანი მრავლობითი ძალიან გავრცელებულია დღევანდელ ქართულში, ნარ-თანიანი კი იშვიათია (ძველ ქართულში პირიქით იყო), ამიტომ ებ-იან მრავლობითს სხვანაირად პირველ ან ახალ მრავლობითს ვეძახით, ნარ-თანიანს კი - მეორე ან ძველ მრავლობითს.

ებ  დაერთვის მხოლობითის ფუძეს და აწარმოებს მრავლობითის ფუძეს შვიდსავე ბრუნვაში (კაც-ებ-ი, კაც-ებ-მა, კაც-ებ-ს, კაც-ებ-ის, კაც-ებ-ით, კაც-ებ-ად, კაც-ებ-ო).

ნ  აწარმოებს მრავლობითის ფუძეს ორი ბრუნვაში - სახელობითსა და წოდებითში (კაც--ი, კაც--ო).

თ  დაერთვის მხოლობითის ფუძეს და ერთსა და იმავე დროს მრავლობით რიცხვსაც გამოხატავს და ერთ-ერთ ბრუნვასაც: მოთხრობითს, მიცემითს ან ნათესაობითს (კაც-. გავრცობილი სახით: კაც-თა).

მოქმედებითსა და ვითარებითში თან-იანი წარმოება დღევანდელ სალიტერატურო ენაში აღარ იხმარება.


ბ რ უ ნ ე ბ ი ს   ნ ი მ უ შ ი

 

I მრავლობითი                           II მრავლობითი


სახ.       ამხანაგ-ებ-ი                        ამხანაგ--ი

მოთხ.   ამხანაგ-ებ-მა                      ამხანაგ-(ა)

მიც.      ამხანაგ-ებ-ს                        ამხანაგ-(ა)

ნათ.      ამხანაგ-ებ-ის                       ამხანაგ-(ა)

მოქმ.     ამხანაგ-ებ-ით                      -------------

ვით.      ამხანაგ-ებ-ად                      -------------

წოდ.     ამხანაგ-ებ-ო                        ამხანაგ--ო


როგორც ვხედავთ, თანიანი ფორმა საერთოა მოთხრობით-მიცემით-ნათესაობითში.

რომ გავიგოთ, რომელ ბრუნვაშია თანიანი ფორმა, მას ებ-იანი მრავლობითი უნდა შევუნაცვლოთ. მაგალითად:

„ფ რ ი ნ ვ ე ლ თ (= ფ რ ი ნ ვ ე ლ ე ბ მ ა) გააბეს საერთო მღერა“ (ვაჟა),

„მთის სურნელოვან კეკლუცთ (= კ ე კ ლ უ ც ე ბ ს) მისწვდომოდა ეს ხმა“ (ყაზ.); „ჩამოდის  ხ ე ვ ს უ რ თ ა (= ხ ე ვ ს უ რ ე ბ ი ს) ჯარი, დროშა მოჰქონდა წინასა“ (ვაჟა).

თანიანი ნათესაობითის ფორმას უპირატესად ვხმარობთ გარკვეულ გამოთქმებში: მ წ ე რ ა ლ თ ა  კავშირი, პ ი ო ნ ე რ თ ა  სასახლე, ე ქ ი მ თ ა  საზოგადოება და სხვ.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. ებ-იან მრავლობითში დასმულ სახელს ერთი ხაზი, ნარ-თანიანში დასმულს - ორი. ბრუნვისა და რიცხვის ნიშნები გამოყავით დეფისით. მარჯვნივ ფრჩხილებში შემოკლებით მიუწერეთ ბრუნვა.

ა) 1. გზაზე ნიკორა ხარები გამოჩნდნენ (ჯაფ.).

2. ვერხვის ფოთლებმა თრთოლა დაიწყეს (ვაჟა).

3. ოდნავი ნიავი არხევდა ყლორტებს (ჯაფ.).

4. ვარსკვლავები თვალების ფშვნეტით ათვალიერებდნენ ამ ცის სტუმარს (რაზ.).

5. უზარმაზარი ქართლის ხალიჩა ჭრელი სოფლებით, რუხი რიყეებით, მუქი ჭალებით, მოტელეპილი გორაკებით და მწვანე ნათესებით იყო მოქარგული (ჯავ.).

6. პატარა წყლები წუთზე ნიაღვრებად გადაიქცნენ (ყაზ.).

7. ნუ იტირებთ, შვილებო, ნუ იტირებთ! (რაზ.).

ბ) 1. დაღამდა. წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა (ვაჟა).

2. ფშვინეა დაიწყეს ყვავილთა და ბაღში ფოთოლთ შრიალი (გ. ორბ.).

3. ჩიტთა, ბუზთა და ჭინჭველთა ეგებებოდა სალმითა (ვაჟა).

4. ერთხელ ლომს, ნადირთ მეფესა, ხარი მოეკლა ირემი (ვაჟა).

5. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა (ვაჟა).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ