მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5236 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გადახრა საერთო წესებიდან

 

ზოგიერთი ზმნა თავისებურად აწარმოებს ფორმებს, ე. ი. არ მისდევს ზმნათა ფორმაცვალების საერთო წესებს. ასეთ ზმნებს  თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ი  ზმნები ჰქვია.

თავისებურება სხვადასხვა ხასიათისაა: ზმნას შეიძლება აკლდეს  პ ი რ ი,  რ ი ც ხ ვ ი,  მ წ კ რ ი ვ ი  ან მთელი  ს ე რ ი ა,  ან კიდევ სხვა ზმნური (ზმნის) ნიშანი და შევსება სჭირდებოდეს.

ნაკლულ ფორმათა შესავსებად გამოყენებულია სხვა ფუძის ზმნა. დანაკლისი ფორმის ასეთ შევსებას  შ ე ნ ა ც ვ ლ ე ბ ა  ჰქვია, თავად ზმნას კი  მ ო ნ ა ც ვ ლ ე.

 

პირნაკლი და პირში მონაცვლე ზმნები

 

ზოგიერთი ზმნა მე-3 პირის ფორმით იხმარება, 1-ლი და მე-2 პირის ფორმები კი არ ეწარმოება. ასეთ ზმნებს  პ ი რ ნ ა კ ლ ი  ზმნები ჰქვია. პირნაკლი ზმნებია: წვიმს, თოვს, ცივა, ცხელა, თბილა, გრილა, ბნელა და სხვა...

ეს ზმნები ბუნების მოვლენებს გამოხატავენ და ჩვეულებრივ უობიექტოდ იხმარებიან. მათ არც მრავლობითის ფორმები ეწარმოებათ, ე. ი.  რ ი ც ხ ვ ნ ა კ ლ ი ც  არიან.

გვაქვს ისეთი ზმნები, რომლებიც ერთმანეთს პირში ენაცვლებიან. ასეთ ზმნებს  პ ი რ შ ი  მ ო ნ ა ც ვ ლ ე  ზმნები ჰქვია. ამათგან ერთი ჩვეუულებრივ საუბარში იხმარება, მეორე - თავაზიანში.

პირში მონაცვლე ზმნებია: არის | გახლავს, ხარ | ბრძანდები, ჭამა | მიირთვა, თქვა | ბრძანა, დაჯდა | დაბრძანდა და ასე შემდეგ...


სავარჯიშო. გადაიწერეთ. მაგალითები. პირნაკლ ზმნას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, პირში მონაცვლეს - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), პირში მონაცვლე ზმნათაგან რომელი იხმარება ჩვეულებრივ საუბარში და რომელი - ზრდილობიანი.

1. სახლში მეტად ბნელოდა (კლდ.).

2, ოჰ, ოჰ, როგორ ცივა! (ვაჟა),

3. დაზამთრდა. დათოვა. ცივა (ვაჟა)

4. საშინლად ცხელოდა (ვაჟა).

5. დაბნელდა. დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდან ისმოდა (ვაჟა)

6. გათენდა დილა (ყაზ.).

7. მობრძანდით, მობრძანდით, გენაცვალე (გვ.).

8. - ტარხუნა ხომ არის? - გახლავს - კიტრი? - კიტრიც გახლავს (ჭავ.).

9. როგორ ხარ? როგორ არის შენი პატიოსანი დედა? (ჭავ.).

10. - გიორგი გიახლათ. - ვინ გიორგი? - ოთარაანთ ქვრივის შვილი. - მობრძანდეს (ჭავ.).

11. დაბრძანდი, დაბრძანდი. კესო, ნათლიდედას ჩაი მოართვი, - უთხრა არჩილმა თავის დასა (ჭავ.).

12. ხომ მშვიდობით ბრძანდები? (ჭავ.).

 

რიცხვში მონაცვლე ზმნები

 

ერთი მნიშვნელობის წყვილ-წყვილ ზმნებს, რომელთაგანაც ერთი მხოლოდ მხოლობითში იხმარება, ხოლო მეორე - მრავლობითში, რიცხვში მონაცვლე ზმნები ჰქვია.

თუ ზმნა გარდაუვალია, შენაცვლება სუბიექტური პირების რიცხვში ხდება და თუ გარდამავალია - პირდაპირ-ობიექტური პირებისაში.

ეს ზმნებია:

1. ა)მხ. რიცხვი - ვზივარ, ზიხარ, ზის.

მრ. რიცხვი - ვსხედვართ, სხედხართ, სხედან.

ბ) მხ. რიცხვი - ვჯდები, ჯდები, ჯდება.

მრ.რიცხვი - ვსხდებით, სხდებით, სხდებიან.

გ) მრ. რიცხვი - დავჯექი, დაჯექი, დაჯდა.

მრ.რიცხვი - დავსხედით, დასხედით, დასხდნენ.

დ ა მ ჯ დ ა რ ი  ბ ა ვ შ ვ ი,  დ ა მ ს ხ დ ა რ ი  ხ ა ლ ხ ი,  დ ა მ ს ხ დ ა რ ი  ბ ა ვ შ ვ ე  ბ ი. ერთისაზე - ჯ დ ო მ ა  ითქმის, ბევრისაზე - ს ხ დ ო მ ა.

სხედ ფუძისგან ნაწარმოები ფორმები იხმარება იმ შემთხვევეაშიც, თუ ქვემდებარე კრებითი სახელით არის გადმოცემული: ხ ა ლ ხ ი (მოწაფეობა, ახალგაზრდობა)  ი ს ხ დ ა.

2. ვარდნა | ცვივნა.  ვ ა რ დ ნ ა ითქმის ერთზე,  ც ვ ი ვ ნ ა  კი - ბევრზე ან კრებულზე: „ბიჭი გარეთ  გ ა ვ ა რ დ ა  და  ხალხიც  გ ა ც ვ ი ვ დ ა"; ერთი ფოთოლი ვ ა რ დ ე ბ ა, შემოდგომაზე ხეს ფოთოლი  ს ც ვ ი ვ ა" (მეორე მაგალითში „ფოთოლი“ კრებითი სახელია).

3. თავს დაცემა | თავს დასხმა. თუ დამცემი ერთია, ითქმის: „თავს  დ ა ე ც ა“, და თუ ბევრია, - „თავს  დ ა ე ს ხ ნ ე ნ“. თუ ზმნის სუბიექტურ პირთან შეწყობილი სახელი კრებითია, მრავლობითის ფუძე მხოლობითშიც იხმარება: „ქართველების  ჯ ა რ ი  მტერს მოულოდნელად თავს  დ ა ე ს ხ ა:.

4. გდება | ყრა. ამათგან ნაწარმოების გარდამავალ ზმნებში მონაცვლეობა პირდაპირ-ობიექტური პირების რიცხვში ხდება. ვამბობთ: ქვა  გ ა დ ა ვ ა გ დ ე,  ქვა  გ ა დ ა ა გ დ ე, ქვა  გ ა დ ა ა გ დ ო, ქვა  გ ა დ ა ვ ა გ დ ე თ (ყველა სუბიექტურ პირში); მაგრამ თუ გადასაგდები ერთზე მეტია, მაშინ  გ ა დ ა ყ რ ა  ითქმის: ქვები  გ ა დ ა ვ ყ ა რ ე, ჩვენ  გ ა დ ა გ ვ ყ ა რ ა

ყ რ ა  ზმნა იხმარება მაშინაც, თუ პირდაპირ ობიექტურ პირთან შეწყობილია კრებითი ან ნივთიერებათა სახელი: „ალაზანშია  ვ ყ რ ი დ ი თ  ძროხასა“ (ჭავ.); „ორმოში ფეტვი  ჩ ა ვ ყ ა რ ე“ (ხალხ.).

თუ ამ ზმნას ვნებითად ვაქცევთ, მაშინ გარდაუვალი გახდება და შენაცვლება სუბიექტური პირების რიცხვში მოხდება: ხის ძირში ერთი ფოთოლი  ე გ დ ო; ხის ძირში ქარისაგან ჩამოცვენილი ფოთოლი  ე ყ ა რ ა (აქ „ფოთოლი“ კრებითი სახელია), ბიჭები მიწაზე  ე ყ ა რ ნ ე ნ.

5. სმა | სხმა. ერთზე  დ ა ს მ ა  და  ჩ ა ს მ ა ითქმის, ბევრზე კი - დ ა ს ხ მ ა,  ჩ ა ს ხ მ ა: „ურემზე ბავშვი  დ ა ვ ს ვ ი“, „ნავში ბავშვი  ჩ ა ვ ს ვ ი“; „ურემზე ბავშვები  დ ა ვ ს ხ ი“, „ნავში ბავშვები  ჩ ა ვ ს ხ ი“.

შენიშვნა:

„ვაჯენ“, „დავაჯენ“, „დავაჯინე“, „ზიან“ არ არის სალიტერატურო ფორმები (უნდა: „ვსვამ“, დავსვამ“, „დავსვი“, სხედან“).

6. მობმა | მოსხმა (დასხმა). ერთი ნაყოფის გამოღებას  მ ო ბ მ ა  ჰქვია, ბევრისას - მ ო ს ხ მ ა (ან  დ ა ს ხ მ ა): „ამ ვაზმა შარშან ერთი მტევანი  მ ო ი ბ ა, წელს კი ბევრი  მ ო ი ს ხ ა"; 

 ა ბ ი ა (ერთი ნაყოფი), ა ს ხ ი ა (ბევრი ნაყოფი); ე ბ ა (ერთი), ე ს ხ ა (მრავალი).

კრებით სახელთან მრავლობითის ფუძე იხმარება: „ტყემ  მ ო ი ს ხ ა  ფოთოლი“ (ჭავ.).

სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. სუბიექტური პირების მიხედვით რიცხვში მონაცვლე ზმნას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, პირდაპირ-ობიექტური პირების მიხედვით რიცხვში მონაცვლეს - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), თვითეული მათგანი რომელ ზმნას ენაცვლება რიცხვში.

1. არჩილი მაშინვე გარეთ გავარდა (ჭავ.).

2. ბიჭები სულ ერთიანად გაცვივდნენ გარეთ (წერ.).

3. მასწავლებელმა უფროსებთან დამსვა სკამზე (წერ.).

4. მასპინძელმა დასხა სტუძრები (დად.).

5. ყველანი დასხდნენ. ავთანდილიც დაჯდა (გ. წერ.).

6. ქართველი ჯარი შირად „მტერს მოულოდნელად ეხსმოდა თავს და ჟლეტდა (გოგ.).

7. შაქრის ლერწამს თავზე აბია გრძელი ცოცხივით თავთავი (გოგა.).

8. გლეხი ბედაურ ცხენზე იჯდა (გოგ).

9. ჯარს შუბებიც გადაეყარა (ვაჟა.).

10. ელგუჯამ გაგი კლდეზე გადააგდო (ყაზ.).

11. იქ ჯგუფად ისხდნენ ბუზები (ჭავ.).

12. კამეჩები გუბეში ეყარნენ (ჭავ.).

13. ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო (ხალხ.),

14. ფრინველები სიცილით იხოცებიან (ვაჟა).

15. მუხას ვაშლი რატომ არ ასხიაო (ჭავ.).

16. ბანზე პურის მარცვლები ეყარა (გოგ.).

 

მწკრივში მონაცვლე ზმნები

 

ზოგიერთ ზმნას ნაკლული მწკრივების შესავსებად გამოყენებული აქვს სხვა ფუძის ზმნა. ასეთ ზმნებს მწკრივში მონაცვლე ზმნები ჰქვია.

1. ვარ | ვიქნები | ვიყავ (ი). არ ფუძე მარტო აწმყოს აწარმოებს (ვარ, ხარ, არის; ვართ, ხართ, არიან), სხვა მწკრივები აკლია.

მყოფადში  ვ ი ქ ნ ე ბ ი  ენაცვლება, მეორე და მესამე სერიის მწკრივები ყ ო ფ ა  ზმნისაგან აქვს შევსებული: ვ ი ყ ა ვ(ი), ვ ყ ო ფ ი ლ ვ ა რ. უპირო ფორმებიც ამავე ფუძისაგან აქვს გაკეთებული: მყოფი, ყოფილი.

2. მაქვს | მექნება. აწმყოს წრის მწკრივებია: მა ქ ვ ს, მ ქ ო ნ დ ა, მ ქ ო ნ დ ე ს  და მესამე სერიისა: მქონია, მ ქ ო ნ ო დ ა, მ ქ ო ნ ო დ ე ს  მყოფადის წრეში  მ ე ქ ნ ე ბ ა  ენაცვლება (მ ე ქ ნ ე ბ ა, მ ე ქ ნ ე ბ ო დ ა, მ ე ქ ნ ე ბ ო დ ე ს). მეორე სერიის მწკრივები აკლია.

3. ზი | ჯედ (ჯექ). ზი ფუძე იხმარება მარტო აწმყოში (ვზივარ, ზიხარ, ზის). სხვაგან კი ჯედ (ჯდ) არის გამოყენებული: ვიჯდები, ვიჯექი, ვიჯდე, ვმჯდარვარ. უპირო ფორმებიც მეორე ფუძისაგან არის ნაწარმოები: ჯდომა. მჯდომარე.

4. ძევს | იდვა (იდო). ძევს მარტოოდენ აწმყოში იხმარება, სხვა ფორმები  დ ე ბ ა  ზმნის ვნებითისაგან აქვს შევსებული: ი დ ე ბ ა,  ი დ ვ ა (ი დო), დ ე ბ უ ლ ა. ორპირიანი სძევს („ფერი  ს ძ ე ვ ს“), ან უძევს („ურემზე შეშა  უ ძ ე ვ ს“) იქაც ორპირიანად გადაკეთდება: ე დ ვ ა („ფერი  ე დ ვ ა“; „ურემზე შეშა  ე დ ვ ა“), ს დ ე ბ ი ა.

5. დი | ვალ | ვედ (ვიდ) - ეს ფუძეები სხვადასხვა ზმნისწინით იხმარება (მო-დის, მი-დის, შე-დის, გა-დის და სხვ.). აწმყოს წრეში მარტო დი იხმარება: მ ო ვ დ ი ვ ა რ,  მ ო ვ დ ი ო დ ი,  მ ო ვ დ ი ო დ ე. მყოფადში ვალ იქნება: მ ო ვ ა ლ. მყოფადის წრის სხვა მწკრივები ვიდ-ისგან აქვს: მ ო ვ ი დ ო დ ი, მ ო ვ ი დ ო დ ე. წყვეტილში 1-ლსა და მე-2 პირში ვედ არის, მესამეში - ვიდ: მ ო ვ კ ვ დ ი,  მ ო ხ ვ ე დ ი,  მ ო ვ ი დ ა  და შემდგომი. მეორე კავშირებიში ვიდ არის (სამივე პირში): მ ო ვ ი დ ე,  მ ო ხ ვ ი დ ე,  მ ო ვ ი დ ე ს  და შემდგომი.

უპირო ფორმებია: მ ო ს ვ ლ ა (აქედან მესამე სერიის ფორმებია: მ ო მ ს ვ ლ ი ა,  მ ო მ ს ვ ლ ო დ ა,  მ ო მ ს ვ ლ ო დ ე ს...). მ ო ს უ ლ ი (აქედან: მ ო ვ ს უ ლ ვ ა რ,  მ ო ვ ს უ ლ ი ყ ა ვ,  მ ო ვ ს უ ლ ი ყ ო).

6. შ(ვ)რომა | ზამ | ქნა - I სერიაში წრეების მიხედვით ერთმანეთს ენაცვლებიან  შ(ვ) რ ო მ ა  და  ზ ა მ.  II და III სერიაში  ქ ნ ა  მოდის. I სერია:  ვ შ ვ რ ე ბ ი (ვშვრებოდი, ვშვრებოდე), ვ ი ზ ა მ (ვიზამდი, ვიზამდე); II სერია: ვ ქ ე ნ ი,  ვ ქ ნ ა; III სერია: მ ი ქ ნ ი ა,  მ ე ქ ნ ა,  მ ე ქ ნ ა ს.

7. მომაქვს | მოვიტან. - ამათგან პირველი იხმარება აწმყოს წრის მწკრივებში, მეორე - მყოფადის წრის მწკრივებში და II სერიისაში: მომაქვს, მომქონდა, მომქონდეს; მოვიტან, მოვიტანდი, მოვიტანდე; მოვიტანე, მოვიტანო. მესამე სერიაში ორივე იხმარება: მომქონებია (უსრ. სახე), მომიტანია (სრ. სახე).

ასევეა  მ ა ქ ვ ს  ზმნაზე სხვა ზმნისწინების დართვით ნაწარმოებ ზმნებშიც, - ყველგან მონაცვლეა ტან ფუძე: შ ე მ ა ქ ვ ს - შ ე ვ ი ტ ა ნ,  ა მ ა ქ ვ ს - ა ვ ი ტ ა ნ,  გ ა მ ა ქ ვ ს - გ ა ვ ი ტ ა ნ,  გ ა დ მ ო მ ა ქ ვ ს - გ ა დ მ ო ვ ი ტ ა ნ  და მისთ.

გამონაკლისს შეადგენს ორი ზმნა:

ა) დამაქვს - მას შენაცვლება არ ეწყობა: დამაქვს, დამქონდა, დამქონდეს (სხვა მწკრივები არ ეწარმოება).

ბ) მიმაქვს -  მას  წ ა ვ ი ღ ე ბ  ენაცვლება. მ ი მ ა ქ ვ ს  იხმარება აწმყოს წრის მწკრივებში,  წ ა ვ ი ღ ე ბ  კი მყოფადის წრისა და მეორე სერიის მწკრივებში. მესამე სერიაში ორივე იხმარება: მიმქონებია (უსრ. სახე), წამიღია (სრ. სახე).

8. ვამბობ | ვიტყვი | ვთქვი - პირველ სერიაში ორი სხვადასხვა ზმნა გვაქვს წრეების მიხედვით:  ვ ა მ ბ ო ბ (ვამბობდი, ვამბობდე) და  ვ ი ტ ყ ვ ი (ვიტყოდი, ვიტყოდე). მეორესა და მესამე სერიაში  თ ქ მ ა  იხმარება: ვთქვი, მითქვამს.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. მწკრივში მონაცვლე ზმნას გაუსვით ქვეშ ხაზი აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი მწკრივები ეწარმოება თვითეულ მათ-განს და რომელი ზმნა (ზმნები) ენაცვლება სხვა მწკრივებში.

1 პატარა ნუცამ თქვა (გოგ.).

2. სერზე მიდის სამი მგელი (ხალხ.).

3. ქორმა წიწილა წაიღო (ვაჟა)

4 გლეხს ურმით თივა მოჰქონდა (გოგ.).

5. მინდვრად თოვლი აღარ იდო (რაზ.).

6. მე ტყეში ვიჯექი (ჭავ.).

7. ერთხელ შემოდგომით მთაში თოვლი ადრე მოვიდა (ვაჟა.).

8. მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი (ჭავ.).

9. მხედარი თავმოწონებით ზის (გოგ.).

10. შენ კარგი გოგონა ხარ, კარგი კომკავშირელი იქნები (ს. კლდ.).

11. ყველაფერს გაზაფხულის ფერი დასდებია (ვაჟა).

12. მე და ბიძაჩემი ვენახში შევედით (ლომ.).

13. თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით (ვაჟა).

14. არც „ჰოს“ ამბობდა და არც „არას“ (დად.).

15. აღზევანს მივალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო (ხალხ.).

16. მართლაც სად იყო ამდენი ხე-ტყე, რაც ამ წყალს მოაქვს? (წერ.)

17. უიმე, რა გიქნიათ ეგ შვილებო? (წერ).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები აღნიშნეთ, რა თავისებურება ახასიათებს დაყოფით დაბეჭდილ ზმნის ფორმებს.

1. შ ე ვ ს ხ ე დ ი თ  ცხენებზე და  წ ა მ ო ვ ე დ ი თ  სტეფანწმინდიდან (ჭავ.).

2. ხოსრო მდარე ხილს ქვევრში  ყ რ ი დ ა (გვ.).

3. მიწიდან ამოხეთქილი შტოები  ი ს ხ ა მ ე ნ  ნაყოფსა (ჭავ.)

4. ხალხი  დ ა ს ხ ა  ვახშმად (ყაზ.).

5 დეპუტატნი თავთავის ადგილას  დ ა ს ხ დ ნ ე ნ (ჭავ.).

6. საშინლად  ც ხ ე ლ ო დ ა (ვაჟა).

7. ა ც ი ვ დ ა. ა ყ ი ნ დ ა (ჭავ.).

8. ტყეში თანდათან  დ ა ბ ნ ე ლ დ ა (გვ.).

9. ასე  მ ი დ ი ო დ ა  ქვეყნად ცხოვრება (რაზ.).

10. წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს  ც ვ ი ვ ი ა ნ (გ. ორბ.).

11. მერცხლების ბუდე ძირს  ჩ ა მ ო ვ ა რ დ ა (გოგ.).

12 ბეღურა ჩიტი  ზ ი ს  ეკლის ბუჩქის კენწეროზე (გოგ).

13. ბახვა ესმას გვერდით დ ა ჯ დ ა (გ. წერ.).

14. მე მწერალი  გ ა ხ ლ ა ვ ა რ (ჭავ.).

15. ონისე არაბული გელას მეზობელი  ი ყ ო (ყაზ.).

16. თ ქ ვ ა  რუქამ არაკი (ს. ორბ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ