მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 14962 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქცევის რაობა

 

ზმნის ფორმას შეუძლია გამოხატოს კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობა სუბიექტსა და ობიექტს შორის ან ობიექტებს შორის.

შევადაროთ ერთმანეთს ერთი ძირისაგან ნაწარმოები სამი ასეთი ფორმა.

ვაშენებ სახლს;

ვიშენებ სახლს;

ვუშენებ სახლს (მეზობელს);

პ ი რ ვ ე ლ ი  ფორმა (ვაშენებ) არ გვიჩვენებს, თუ ვისია ან ვისთვისაა დანიშნული პირდაპირი ობიექტი (სახლი);

მ ე ო რ ე  ფორმა (ვიშენებ) გამოხატავს, რომ პირდაპირი ობიექტი (სახლი) ეკუთვნის სუბიექტს (I პირს) ან მისთვისაა დანიშნული.

მ ე ს ა მ ე  ფორმა (ვუშენებ) გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი (სახლი) ეკუთვნის ირიბ ობიექტს (მეზობელს) ან მისთვის არის დანიშნული.

ზმნის ფორმას, რომელიც გამოხატავს კუთვნილებით-დანიშნულებით ურთიერთობას სუბიექტსა და ობიექტს შორის ან ობიექტებს შორის, ქცევა ჰქვი..

მაშასადამე, ვ ა შ ე ნ ე ბ,  ვ ი შ ე ნ ე ბ ი  და  ვ უ შ ე ნ ე ბ  სხვადასხვა ქცევის ფორმებია.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დასახელებულ ფორმებში რა კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობაა გამოხატული სუბიექტურ-ობიექტურ პირებს შორის.

1. აკეთებს (ის საქმეს) - იკეთებს (ის საქმეს) - უკეთებს (ის მას საქმეს).

2. კერავს (ის კაბას) - იკერავს (ის კაბას) - უკერავს (ის მას კაბას).

3. ამზადებს (ის საუზმეს) - იმზადებს (ის საუზმეს) - უმზადებს (ის მას საუზმეს),

 

ქცევის სახეები

 

ქცევა სამია: ს ა ა რ ვ ი ს ო,  ს ა თ ა ვ ი ს ო (სასუბიექტო)  და  ს ა ს ხ ვ ი ს ო (საობიექტო).

ზმნის ფორმა, რომლიდანაც არა ჩანს, თუ ვისია ან ვისთვის არის განკუთვნილი პირდაპირი ობიექტი,  ს ა ა რ ვ ი ს ო  ქცევაა: სახლს  ა შ ე ნ ე ბ ს, კაბას  კ ე რ ა ვ ს, საქმეს  ა კ ე თ ე ბ ს.

ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ობიექტი სუბიექტისაა ანუ სუბიექტისთვისაა დანიშნული,  ს ა თ ა ვ ი ს ო  ქცევაა: სახლს  ი შ ე ნ ე ბ ს, კაბას  ი კ ე რ ა ვ ს, საქმეს  ი კ ე თ ე ბ ს, პირს ი ბ ა ნ ს.

ზმნის ფორმა, რომელიც გამოხატავს, რომ პირდაპირი ობიექტი ობიექტისაა ან ირიბად არის მისთვის განკუთვნილი, ს ა ს ხ ვ ი ს ო  ქცევაა: სახლს  უ შ ე ნ ე ბ ს, კაბას  უ კ ე რ ა ვ ს, საქმეს  უ კ ე თ ე ბ ს.

სამივე ქცევის ფორმა მხოლოდ მოქმედებითი გვარის ზმნას ეწარმოება.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. საარვისო ქცევის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, სათავისო ქცევისას - ორი, სასხვისო ქცევის ფორმებს კი -კლაკნილი.

1. მზის შუქმა იქაურობა გაანათა (ყაზ).

2. ჩონგურს სიმები გავუბი (წერ.).

3. იშენებენ მაღლა ბუდეს (წერ.).

4. ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი (დავ.).

5. რკოს მივუტან ღორსა (ხალხ.).

6. ერთ სახლში ჭრიჭინამ ბინა გაიკეთა (გოგ.).

7. არწივმა გაშალა თავისი განიერი, ღონიერი ფრთები (ვაჟა).

8. ცეცხლი დაანთო ძლიერი (ხალხ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და საარვისო ქცევის ფორმებს მიუწერეთ ქვეშ სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმები.

ს ა ა რ ვ ი ს ო - 1. ათბობს 2. კლავს 3. ზრდის 4. ამაგრებს 5. გრეხს 7. ხატავს 8 ათეთრებს.

ს ა თ ა ვ ი ს ო - 

ს ა ს ხ ვ ი ს ო -

 

საარვისო ქცევა

 

მოქმედებითი გვარის ზმნის საარვისო ქცევის ფორმა ორპირიანია ან სამპირიანი. ეს ქცევა უნიშნოა ან მისი ნიშანია ა თავსართი.

ორპირიანი საარვისო ქცევის მაგალითებია:

უ ნ ი შ ნ ო: წერს, ხატავს, გლეჯს, შლის, კლავს, ფარავს, ღებავს, კერავს, რეცხავს, ტეხს, ღვრის და სხვ.

ნ ი შ ნ ი ა ნ ი: ა-კეთებს, ა-შენებს, ა-ბერებს, ა-მოკლებს, ა-ძვირებს, ა-თბობს, ა-ქებს, ა-შავებს, ა-თეთრებს, ა-წითლებს და სხვ.

სამპირიანი საარვისო ქცევის მაგალითებია:

უ ნ ი შ ნ ო: ჰ-კითხავს, ს-თხოვს, მი-ს-წერს, და-ჰ-კრავს, მო-ჰ-პარა, მო-ს-ტაცა და სხვ.

ნ ი შ ნ ი ა ნ ი: და-ა-ბარა, გა-ა-ტანა, და-ა-წერინა, ა-ა-შენებინა, გა-ა-კეთებინა, მი-ა-კარებს და სხვ.

მართლწერისათვის:

1. თუ მოქმედებითი გვარის ზმნას ა ან ა-ზე გათავებული ზმნისწინი ერთვის (ა, გა, გადა, და, ჩა, წა), საარვისო ქცევის ნიშნიან ფორმებში, სადაც სუბიექტად მე-2 ან მე-3 პირია და ობიექტად მესამე, თავს მოიყრის ორი ა: ააშენე, გაათეთრე, დააშავე, გადააფარე, ჩააქცია, წააკითხა და სხვ.

2. თუ იგივე ზმნისწინები ერთვის ზმნას, რომელიც ნაწარმოებია ა-თი დაწყებული სახელისაგან, იმავე პირობებში სამი ა მოიყრის თავს: ადვილი - აადვილებს - გააადვილა; არსი - აარსებს - დააარსა; ახალი - აახლებს - გააახლა და სხვ.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. უნიშნო საარვისო ქცევის ფორმას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი. ნიშნიანებს კი - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად) გვარი და პირთა რაოდენობა.

1. არჩილი ვენახს აშენებდა (ჭავ.).

2. ამომავალმა მზემ წითლად შეღება მთისა წვერები (გოგ.)

3. კოდებს, სადღვებლებს, კასრებს სულ ცაცხვისაგან აკეთებენ (ვაჟა).

4. გადავჩხრიკე, გადავქელე, გადავჩიჩქნე, გადავთხარე (ერ.).

5. ანკესის საჭე თვითონ შალვამ გამოჭრა ტყეში, გაქერქა, გაათეთრა (ერ.).

6. კრუხმა ჩაჰკრა თავისი ნისკარტი ქორს (გოგ.).

7. ჰკითხა თამამად მან მეურმესა (ქავ.).

8. გაზაფხულზე დაწყებულ საქმეს ზაფხული გვირგვინს დაადგამს (ვაჟა).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. საარვისო ქცევის ნიშანი გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით. ახსენით, რატომ იყრის ერთად თავს ორი და სამი ა.

ა) 1. მელამ კბილი გააკრაჭუნა (ვაჟა).

2. გაზაფხულმა ყვავილები გააცოცხლა და საერთო სიხარულში ჩააბა. (ვაჟა).

3. მცივანა კაცს ვერ გაათბობს, თუ არ დაანთებდა ცეცხლსა (ხალხ.).

4. ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა (წერ.).

5. ირმის მოკვლა მხიარულებას აათკეცებდა (ვაჟა).

ბ) 1. შაშვმა თვალები დააალმაცერა (ვაჟა).

2. ამან უფრო გაააფთრა დათიკოს ჟინიანი წადილი (ჭავ.).

3. ჭირის დროს ტირილი და ვარმის გამომჟღავნება წყლულს დააამებს (ვაჟა).

4. ხმამაღლა ლაპარაკი და სიარული. გულ-გონებას დააავადებდა (ვაჟა).

5. ჟურნალი „ცისკარი“ გ. ერისთავმა დააარსა 1852 წელს, ხოლო შემდეგ მისი გამოცემა ი. კერესელიძემ გააახლა.

 

სათავისო ქცევა

 

სათავისო ქცევა მარტო მოქმედებითი გვარის ზმნებს მოეპოვებათ. ამ ქცევის ფორმები ყოველთვის ორპირიანია (ერთი პირი სუბიექტურია, მეორე - პირდაპირ-ობიექტური).

სათავისო ქცევის ნიშანია ი თავსართი: ვ-ი-კეთებ, ი-კეთებ, ი-კე-თებს; ვ-ი-შენებ, ი-შენებ, ი-შენებს; ვ-ი-თლი, ი-თლი, ი-თლის.

რადგანაც სათავისო ქცევა აღნიშნავს, რომ პირდაპირი ობიექტი სუბიექტს ეკუთვნის ან სუბიექტისთვისაა დანიშნული, ამიტომ, როცა წინადადებაში პირდაპირ ობიექტად  საკუთარი (ე. ი. სუბიექტის) სხეულის ნაწილებია, ეს ქცევა იხმარება ხოლმე; მაგ.: თავს ი-ბანს, წვერს ი-პარსავს, თითი და-ი-შავა, თმა და-ი-ვარცხნა და სხვ.

მართლწერისათვის:

თუ სათავისო ქცევის ფორმას მი ზმნისწინი დაერთვის და სუბიექტად მე-2 ან მე-3 პირია, ხოლო ობიექტად მე-3, თავს მოიყრის ორი ი: მიითვისე, მიიბარე; მიითვისა, მიიბარა.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. სათავისო ქცევის ნიშანი გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით. დაახასიათეთ ფორმები გვარის, გარდამავლობისა და პირთა რაოდენობის მიხედვით (ზეპირად).

1. გავიზიარეთ ყველამა საქმე (ჭავ,).

2. ნუ გაიჩენ ცუდ წრეში შენ ტოლ-ამხანაგებსა (წერ).

3. გულს ნუ გაიტეხ, მგოსანო (ვაჟა).

4. თაგვი საკუჭნაოს მიწაში იშენებს (გოგ.).

5. გულში ნაღველს ჩავიწურავდი და იმის სიყვარულს კი არ გავიტარებდი (ჭავ.).

6. იხუჭუჭებ შენ კეკლუცად თმას (წერ.).

7. გიგა ცრემლიან თვალებს იწმენდდა (რაზ.).

8. მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი (ჭავ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რატომ იყრის ერთად თავს ორი ი ამ ფორმებში: მიიკერა, მიიფარა, მიიწერა, მიიმაგრებს, მიიჭრის, მიითლის.


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ი თავსართი რომელ ფორმაშია სათავისო ქცევის ნიშანი და რომელში ინიანი ვნებითისა.

1. მიიპარება ზამთარი (წერ.).

2. ჩიტები ჟივილით აიშალნენ (ვაჟა).

3. გავიშლი ფრთებსა, გავიჭიმები, გავიწვდი ფეხსა, გავიზმორები (ჭავ.).

4. ერთ ბებერ ჭერამზე კაჭკაჭმა ბუდე გაიკეთა (ვაჟა).


სავარჯიშო 4. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, გარეგნულად ერთნაირ ფორმათაგან რომელი უნდა გავიგოთ სათავისო ქცევის ფორმად და რომელი არა; აღნიშნეთ ამ ფორმათა გვარი და პირთა რაოდენობა.

1. ა) ბავშვმა ცრემლი  მ ო ი წ მ ი ნ დ ა. 

ბ) ალიონზე ცა  მ ო ი წ მ ი ნ დ ა (გვ.).

2. ა) დ ა ი წ ყ ო  გაბმული წვიმები (გოგ.).

ბ) ნოდარმა ხარბად  დ ა ი წ ყო  ჭამა (გვ.).

3. ა) კარლომ ამხანაგის მისამართი უბის წიგნაკში  დ ა ი წ ე რ ა.

ბ) „ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნეში  დ ა ი წ ე რ ა.

 

სასხვისო ქცევა

 

მოქმედებითი გვარის ზმნის სასხვისო ქცევის ფორმა სამპირიანია. ამ ქცევის ნიშნებია ი და უ. ამათგან ი მოუდის მაშინ, როდესაც ირიბ ობიექტად პირველი ან მეორე პირია, უ კი მაშინ, როცა ირიბ ობიექტად მესამე პირია.

მაგალითები:

ა) ირიბი ობიექტი პირველი პირია: მ-ი-შენებ, გვ-ი-შენებ, მ-ი- შენებს, გვ-ი-შენებს

ბ) ირიბი ობიექტი მეორე პირია: გ-ი-შენებ, გ-ი-შენებთ. გ-ი-შე- ნებს, გ-ი-შენებენ.

გ) ირიბი ობიექტი მესამე პირია: ვ-უ-შენებ, ვ-უ-შენებთ. უ-შენებ, უ-შენებთ, უ-შენებს, უ-შენებენ.

თუ ზმნა ნაწარმოებია უ-თი დაწყებული სახელისაგან, სასხვისო ქცევის ფორმაში ორი უ მოიყრის თავს (როცა ირიბ ობიექტად მესამე პირია): გა-ვ-უუმჯობესე, გა-უუმჯობესე, გა-უუმჯობესა.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, სასხვისო ქცევის ნიშნები გამოყავით დეფისით და გაუსვით ქვეშ ხაზი. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი პირია ირიბ ობიექტად.

1. დედაჩემმა საჩქაროდ დამიგო ლოგინი (ლომ.).

2. დედამ ვახშამი შემოგვიტანა (ევდ.).

3. ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი (წერ).

4. სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ მაგ პაწაწინა ყელს და პირს (წერ.)

5. გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა (წერ.).

6. ნიავი გოგონას შავ თმებს უბურძგნიდა, კაბას უფრიალებდა, გახურებულ ოფლიან სახეს უგრილებდა (ლომ.).

7. პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშალა თავისი ნაბადი (ჭავ.).

8. გავუშალე ქვეშ ფარაჯა, დავუდე თავით უნაგირის ბალიში (ჭავ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რა შემთხვევაშია ი სათავისო ქცევის ნიშანი და რა შემთხვევაში - სასხვისოსი.

1. ძმობილო, კარი გამიღე, მისტუმრე ერთი ღამითა (ევდ.).

2. დამიბრუნე ვარდები (წერ).

3. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა (ვაჟა).

4. საუცხოოდ მომზადებული დედლის ჩიხირთმა ჩამოგვირიგეს (ლომ.).

5 მიმიყვანეს არა ღირსთა, ღირსეულად მიმსახურეს (გურ.).

6. ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო (ხალხ.).

7. გამოგიდგნენ, დაგიჭირეს. (ხალხ.).

8. მათ შენ ჩიტი დაგიჭირეს. (ხალხ.)


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რისი ნიშანია ი პირველ, მეორესა და მესამე შემთხვევაში.

1.

ვ-ი-მალები

ი-ზრდები

ვ-ი-გრიხებით

ვ-ი-წვით

2.

ვ-ი-მალავ

ი-ზრდი

ვ-ი-გრეხთ

ვ-ი-წვავთ

3.

მ-ი-მალავს

გ-ი-ზრდის

გვ-ი-გრეხს

გვ-ი-წვავს


სავარჯიშო 4.

გაეცით პასუხი, რატომ იყრის ერთად რავს ორი უ ამ ფორმებში:

დაუუთოვა, გაუუფერულა, გაუუგემურა, გაუუბედურა, დაუუშნოვა.

 

ქცევა ვნებითსა და საშუალ ზმნებში

 

ვნებითსა და საშუალ ზმნებს ქცევა შეიძლება მხოლოდ ორი ჰქონდეს: საარვისო და სასხვისო. აქ საარვისო იქნება ერთპირიანი ზმნა და სასხვისო - ორპირიანი.

მაგალითად, თბება - მ-ი-თბება, შენდება - მ-ი-შენდება, სწერია - მ-ი-წერია, ზის - მ-ი-ზის, ძგერს - მ-ი-ძგერს, დუღს - მ-ი-დუღს და სხვ.

ვნებითი და საშუალი ზმნის სასხვისო ქცევა გულისხმობს, რომ სუბიექტი ეკუთვნის ირიბ ობიექტს ან ირიბისთვის არის დანიშნული. ქცევის ნიშნები აქაც იგივეა (ი და უ): ძაღლი მ-ი-კვდება (= ჩემი ძაღლი კვდება), წყალი მ-ი-დუღს (= წყალი დუღს ჩემთვის).

პრეფიქსიან ვნებითს ქცევის ფორმები არა აქვს, მაგრამ შინაარსის მიხედვით ინ-იანი ვნებითი რამდენადმე საარვისოს გაგებას იძლევა, ენ-იანი - სასხვისოსას.

მაგალითად, იზრდება (ის) - ეზრდება (ის მას), იფურჩქნება (ის) - ეფურჩქნება (ის მას), იწყება (ის) - ეწყება (ის მას).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. ზმნები დაახასიათეთ ქცევისა და გვარის მიხედვით.

1. ისიც უღრან ტყეში დგას (ვაჟა).

2. ხმელ წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან (ვაჟა).

3. მამალი გასივდა (ვაჟა).

4. შოშიას გული უსივდება (რაზ.).

5. მისთვის ღვივის ცეცხლი გულში (ჭავ.).

6. აქამდის კიდევ გულში მიღვივის (ჭავ.).

7. მთაწმინდიდან თბილისი ხელისგულივით ჩანს.

8. ხმელ წიფელს ტიტველი გვერდები უჩანს (ვაჟა).

9. უცებ გაწყდა მოგონებათა ძაფი.

10. დაღლილ აბდულას გაუწყდა მოგონებათა ძაფი (ევდ.).

11. ერთბაშად ქარიშხალი ამოვარდა.

12. მენავეებს შიგ შუა მდინარეში დიდი ქარიშხალი ამოუვარდათ (გოგ.).

13. დამწიფდა ბალი, დაშაქრდა (გოგ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. საარვისო ქცევის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, სათავისო ქცევისას - ორი, სასხვისო ქცევის ფორმებს კი - კლაკნილი.

1. მზის შუქი ცას აწითლებდა (ყაზ.).

2. მოგლიჯე ერთი ვერხვი ფესვებიანად და აქ ამოიტანე! (ვაჟა).

3. სასოებამ ფრთა გაშალა, გულსა მკრა და ამიძგერა (წერ.)

4. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა (ჭავ.).

5. დაიბანე პირი დილით (კახ.).

6. ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა და მოიბრუნა იქ გული (წერ.).

7. თოფი კაჩხას უკიდია, ჩახმახი უჟანგდებაო (ხალხ.).

8. ხანჯალი წელს უმშვენებდა (ყაზ.).

9. კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია (ვაჟა).

10. თოვლი მზეზე სპეტაკად ბრწყინავდა (რაზ.).


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები და გამოტოვებული ადგილები შეავსეთ სათანადო ქცევის ფორმებით. ქცევის ნიშნები გამოყავით დეფისით და გაუსვით ქვეშ ხაზი.

ა) გარდამავალი ზმნები


ს ა ა რ ვ ი ს ო

1. ა-თბობს

2. -------

3. -------

4. ა-კეთებს

5. -------

6. -------


ს ა თ ა ვ ი ს ო

1. -------

2. ი-თეთრებს

3. -------

4. -------

5. ი-მაგრებს

6. -------


ს ა ს ხ ვ ი ს ო

1. -------

2. -------

3. უ-ღებავს

4. -------

5. -------

6. უ-დნობს


ბ) გარდაუვალი ზმნები


ს ა ა რ ვ ი ს ო

1. თეთრდება

2. -------

3. ჩავარდა

4. -------

5. -------

6. წუხს

 

ს ა ს ხ ვ ი ს ო

1. -------

2. უ-ხმება

3. -------

4. უ-ჭკნებოდა

5. -------

6. უ-კანკალებს

უქცეო ზმნები

 

მრავალია ზმნა, რომელთაც ქცევა არა აქვთ, რადგანაც ერთ ფორმას გვიჩვენებენ და სათანადო საპირისპირო ფორმები აკლიათ.

ასეთია, მაგალითად, გარდამავალთაგან  ვიცი, რომელიც გარეგნულად სათავისოა (ვ-ი-ცი, ი-ცი, ი-ცის). მაგრამ, რადგანაც მას არ მოეპოვება საპირისპირო ფორმები (არც ვ-ცი, არც ვ-ა-ცი, არც ვ-უ-ცი), ამიტომ ის ნამდვილად უქცეოა.

უქცეოა გარდაუვალთაგან ზმნები, რომლებიც გარეგნულად ზოგი საარვისოს ჰგავს, ზოგი სასხვისოს: დიასახლისობს, ხუმრობს, ა-ქვს, ა-ხსოვს, უ-ყვარს და სხვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ