გვარის რაობა
ურთიერთობა სუბიექტურ პირსა და ზმნით აღნიშნულ მოქმედებას შორის სხვადასხვაგვარია. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ერთი ძირისაგან ნაწარმოები ასეთი ფორმები: ა გ ო რ ე ბ ს, გ ო რ დ ე ბ ა და გ ო რ ა ვ ს.
ამათგან ა გ ო რ ე ბ ს: (ბავშვი ქვას) გვიჩვენებს, რომ მოქმედება გამომდინარეობს სუბიექტური პირისაგან, რომელსაც მოეპოვება სამოქმედო პირდაპირ-ობიექტური პირის სახით.
გ ო რ დ ე ბ ა: (ქვა) მიგვითითებს, რომ ზმნით აღნიშნული მოქმედება არ გამომდინარეობს სუბიექტური პირისაგან, არამედ იგი თვითონ განიცდის ამ მოქმედებას; თუ ვისგან ან რისგან გამომდინარეობს მოქმედება, ეს ზმნის ფორმით არ ჩანს.
გ ო რ ა ვ ს: (ქვა) გვიჩვენებს, რომ მოქმედება გამომდინარეობს სუბიექტური პირისაგან, მაგრამ მას არა აქვს სამოქმედო პირდაპირ ობიექტური პირის სახით.
მაშასადამე, ა გ ო რ ე ბ ს, გ ო რ დ ე ბ ა და გ ო რ ა ვ ს სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგენს სუბიექტური პირის და ზმნით აღნიშნული მოქმედების ურთიერთობას.
ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ურთიერთობა სუბიექტურ პირსა და ზმნით აღნიშნულ მოქმედებას შორის, გ ვ ა რ ი ჰქვია.
მაშასადამე, ა გ ო რ ე ბ ს, გ ო რ დ ე ბ ა და გ ო რ ა ვ ს სხვადასხვა გვარის ფორმები ყოფილა.
გვარის ფორმები
გვარი სამია ქართულში: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი.
მ ა გ ა ლ ი თ ე ბ ი:
მოქმედებითი - აგორებს, აფასებს, ადუღებს, აწუხებს.
ვნებითი - გორდება, ფასდება, დუღდება, წუხდება.
საშუალი - გორავს, ფასობს, დუღს, წუხს.
მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი გვარის ფორმა გვიჩვენებს, რომ სუბიექტი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე. მოქმედებითი გვარის ზმნა გარდამავალია, ორპირიანი ან სამპირიანი: აგორებს (ის მას), უგორებს (ის მას მას).
ვ ნ ე ბ ი თ ი გვარის ფორმა გვიჩვენებს, რომ სუბიექტური პირი თვითონ განიცდის მოქმედებას, მაგრამ თუ ვისგან ან რისგან, ეს ზმნის ფორმით არა ჩანს. ვნებითი გვარის ზმნა გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი: გორდება (ის), უგორდება (ის მას).
ს ა შ უ ა ლ ი გვარი გვიჩვენებს, რომ სუბიექტური პირი „მოქმედებს“, მაგრამ არ მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით. საშუალი გვარის ზმნაც გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი: გორავს (ის), უგორავს (ის მას).
საშუალი გვარის ზმნა ფორმით მოქმედებითს ჰგავს, შინაარსით - ვნებითს.
სამივე გვარის ფორმათა წარმოება ერთი ძირისაგან იშვიათია. უფრო ხშირია ორი გვარი: მოქმედებითი და ვნებითი. მაგალითად, აშენებს - შენდება, გრეხს - იგრიხება, აკეთებს - კეთდება.
ზოგიერთი ძირისაგან იწარმოება მარტო მოქმედებითი და საშუალი: აცხოვრებს - ცხოვრობს, აკვნესებს - კვნესის, აბღავლებს - ბღავის.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. მოქმედებითი გვარის ზმნებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, ვნებითისას - ორი, საშუალი გვარის ზმნებს კი - კლაკნილი.
1. ა) ბავშვი ბურთს აგორებდა. ბ) ბურთი გორდებოდა. გ) ბურთი გორავდა.
2. ა) წყალი ბორბალს აბრუნებს. ბ) ბორბალი ბრუნდება. გ) ბორბალი ბრუნავს.
3. ა) პილპილი საჭმელს აცხარებს. ბ) პილპილისაგან საჭმელი ცხარდება. გ) იგი რატომღაც ძალიან ცხარობს.
4. ა) სითბო რკინას ახურებს. ბ) სითბოსაგან რკინა ხურდება. გ) რკინა ხურს.
5. ა) დედა შვილს ამშვიდებს. ბ) შვილი მშვიდდება.
6. ა) იგი ძაღლს აყეფებს. ბ) ძაღლი ყეფს.
მოქმედებითი გვარის ვნებითად გადაქცევა
მოქმედებითი გვარის ვნებითად გადაქცევა ერთი პირის დაკლებას იწვევს: სამპირიანი ფორმა ორპირიანი გახდება, ორპირიანი - ერთპირიანი.
მ მ ა ლ ა ვ ს (ის მე): ზმნა ორპირიანია და მოქმედებითი. აქ სუბიექტური პირია მესამე (ის), პირდაპირ-ობიექტურია პირველი (მე). ვნებითად გადაქცევისას გვექნება: ვიმალები (მე). როგორც ვხედავთ, სუბიექტური პირი სულ გამოვიდა ფორმიდან და მისი ადგილი პირდაპირ-ობიექტურმა დაიკავა.
გ ი შ ე ნ ე ბ ს (ის შენ მას): ზმნა სამპირიანია. სუბიექტურია მესამე (ის) ირიბ-ობიექტურია მეორე (შენ), პირდაპირ-ობიექტურია მესამე (მას). ამისი ვნებითია: გიშენდება (ის შენ). სუბიექტური პირი დაიკარგა და ადგილი დაუთმო პირდაპირ-ობიექტურს, რომელიც სუბიექტური გახდა, ხოლო ირიბ-ობიექტური პირი მეორე იყო და თავის ადგილას დარჩა.
იგივე ურთიერთობაა მოქმედებითსა და საშუალ გვარს შორის: საშუალი გვარის ზმნაც ერთი პირით ნაკლებია თავის მოქმედებითთან შედარებით. მაგ: ადუღებს (ის წყალს) - დუღს (წყალი), გიწუხებს (ის შენ გულს) - გიწუხს (გული შენ).
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. აწარმოეთ მათგან სათანადო ვნებითის ფორმები და გასწვრივ მიუწერეთ.
ა) ო რ პ ი რ ი ა ნ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ვ ნ ე ბ ი თ ი.
1. ატკბობს (ის წყალს).
2. აშენებს (ის სახლს).
3. ხატავს (ის სურათის).
4. აღება (ის კარს).
5. მათბობს (ის მე).
ბ) ს ა მ პ ი რ ი ა ნ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ვ ნ ე ბ ი თ ი.
1. მიშენებს (ის მე სახლს).
2. უჭკნობს (ის მას ფოთლებს).
3. გასხამს (ის შენ წყალს).
4. გამიკეთა (მან მე საქმე).
5. ჩამოგაფარა (მან შენ ის).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და გასწვრივ მიუწერეთ სათანადო მოქმედებითი გვარის ფორმები.
2) ე რ თ პ ი რ ი ა ნ ი ვ ნ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი
1. იზრდება (ბავშვი).
2. ვთბები (მე).
3. იმალები (შენ).
4. მხნევდები (შენ).
5. შენდება (სახლი).
ბ) ო რ პ ი რ ი ა ნ ი ვ ნ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი
1. აუშენდა (სახლი მას).
2. გაუკეთდა (საქმე მას).
3. მემალება (ბავშვი მე).
4. ეზრდება (შვილები სამშობლოს).
5 შეეგება (ბავშვი სტუმარს).
სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები და გასწვრივ მიუწერეთ სათანადო საშუალი გვარის ფორმები.
ა) ო რ პ ი რ ი ა ნ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ს ა შ უ ალ ი
1. ატრიალებს (ის ბორბალს).
2. ატირებს (ის ბავშვს).
3. აჩქარებს (ის ამხანაგს).
4. აბანავებს (ის ბავშვს).
5. ახარებს (ის ყვავილს).
ბ) ს ა მ პ ი რ ი ა ნ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ს ა შ უ ა ლ ი
1. უდუღებს (ის მას წყალს).
2. უწუხებს (ის მას გულს).
3. აყვარებ (იმ შრომას).
4. უტარებს (ის მას ბავშვს).
5. უმძიმებს (ის მას ტვირთს).
სავარჯიშო 4. გადაიწერეთ მაგალითები და გასწვრივ მიუწერეთ სათანადო ვნებითისა და საშუალი გვარის ფორმები.
ა) ო რ ი და ს ა მ პ ი რ ი ა ნ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ვ ნ ე ბ ი თ ი ს ა თ ა ნ ა დ ო ს ა შ უ ა ლ ი
1. აწვენს (ის ბავშვს).
2 აფრენს (ის ბარტყს).
3. აჩენს (ის სურათს).
4. აძულებს (ის მას სიზარმაცეს).
5. აწყურებს (ის მას წყალს).
მოქმედებითი გვარის ზმნათა უღლება
როგორც ვიცით, მოქმედებითი გვარის ზმნა ორპირიანია ან სამპირიანი.
სამპირიანობა ზმნას მარტო I-სა და II სერიაში ექნება, III სერიაში კი სამპირიანი ზმნაც ორპირიანად იქცევა. მაგალითად, მ ი ს წ ე რ ა მან მას ის (წყვეტილი) - მ ი უ წ ე რ ი ა მას იგი (I თურმეობითი).
ბევრ ზმნას თემის ნიშანი აქვს: ი (ვთლი), ავ (ვმალავ), ამ (ვაბამ), ებ (ვაკეთებ), ობ (ვაპობ). ასეთი ზმნები ორთემიანია. ორთემიანია აგრეთვე ხმოვან-მონაცვლე ზმნები, რომელთაც თემის ნიშანი არა აქვთ: გრეხს - გრიხა, შეადგენს - შეადგინა.
რამდენიმე ზმნა ერთთემიანია: არც თემის ნიშანს დაირთავს და არც ფუძის ხმოვანს იცვლის: ვწერ - ვწერე, ვტეხ - ვტეხე.
თუ თემის ნიშნის დართვის გამო ფუძე შეკუმშულია პირველ სერიაში, მეორეში გაიშლება: ვ-ღვრ-ი - ვ-ღვარ-ე, ვ-შლ-ი - გა-ვ- შალ-ე, ვ-თლი - გა-ვ-თალ-ე, ვ-კლ-ავ - მო-ვ-კალ.
უღლების ნიმუშებად აღებულია ზმნები: ვ ხ ნ ა ვ ვ გ რ ე ხ და ვ ი შ ე ნ ე ბ.
როგორც ვიცით, ორპირიანი ზმნა იცვლება სუბიექტური და ობიექტური პირების მიხედვით. ამ პირთა ყველა შესაძლო დაჯგუფება ერთ მწკრივში 18 ფორმას გვაძლევს.
ნიმუშებში ორპირიან ზმნათა უღლება წარმოდგენილია მხოლოდ სუბიექტური პირის ცვალებით (ობიექტური პირი მესამეა ყველგან). ამიტომ მწკრივში ორსავე რიცხვში მარტო ექვს-ექვსი ფორმაა. ამასთანავე, II და III სერიის მწკრივებში ფორმები წარმოდგენილია სრული ასპექტით. უსრული ასპექტის ფორმები უზძნისწინო იქნება.
I ს ე რ ი ა |
||||
1. აწმყო | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვხნავ | ვგრეხ | ვიშენებ | ||
2 ხნავ | გრეხ | იშენებ | ||
3 ხნავს | გრეხს | იშენებს | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვხნავთ | ვგრეხთ | ვიშენებთ | ||
2 ხნავთ | გრეხთ | იშენებთ | ||
3 ხნავენ | გრეხენ | იშენებენ | ||
2. უწყვეტელი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვხნავდი | ვგრეხდი | ვიშენებდი | ||
2 ხნავდი | გრეხდი | იშენებდი | ||
3 ხნავდა | გრეხდა | იშენებდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვხნავდით | ვგრეხდით | ვიშენებდით | ||
2 ხნავდით | გრეხდით | იშენებდით | ||
3 ხნავდნენ | გრეხდნენ | იშენებდნენ | ||
3. აწმყოს კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვხნავდე | ვგრეხდე | ვიშენებდე | ||
2 ხნავდე | გრეხდე | იშენებდე | ||
3 ხნავდეს | გრეხდეს | იშენებდეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვხნავდეთ | ვგრეხდეთ | ვიშენებდეთ | ||
2 ხნავდეთ | გრეხდეთ | იშენებდეთ | ||
3 ხნავდნენ | გრეხდნენ | იშენებდნენ | ||
4. მყოფადი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 დავხნავ | დავგრეხ | ავიშენებ | ||
2 დახნავ |
დაგრეხ | აიშენებ | ||
3 დახნავს | დაგრეხს | აიშენებს | ||
მრავლობითი: | ||||
1 დავხნავთ | დავგრეხთ | ავიშენებთ | ||
2 დახნავთ |
დაგრეხთ | აიშენებთ | ||
3 დახნავენ | დაგრეხენ | აიშენებენ | ||
5. ხოლმეობითი | ||||
მხოლობითი: |
||||
1 დავხნავდი | დავგრეხდი | ავიშენებდი | ||
2 დახნავდი | დაგრეხდი | აიშენებდი | ||
3 დახნავდა | დაგრეხდა | აიშენებდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 დავხნავდით | დავგრეხდით | ავიშენებდით | ||
2 დახნავდით | დაგრეხდით | აიშენებდით | ||
3 დახნავდნენ | დაგრეხდნენ | აიშენებდნენ | ||
6. მყოფადის კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 დავხნავდე | დავგრეხდე | ავიშენებდე | ||
2 დახნავდე |
დაგრეხდე |
აიშენებდე | ||
3 დახნავდეს | დაგრეხდეს | აიშენებდეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 დავხნავდეთ | დავგრეხდეთ | ავიშენებდეთ | ||
2 დახნავდეთ | დაგრეხდეთ | აიშენებდეთ | ||
3 დახნავდნენ | დაგრეხდნენ | აიშენებდნენ | ||
II ს ე რ ი ა | ||||
7. წყვეტილი | ||||
მხოლობითი: |
||||
1 დავხან(ი) | დავგრიხე | ავიშენე | ||
2 დახან(ი) | დაგრიხე | აიშენე | ||
3 დახნა | დაგრიხა | აიშენა | ||
მრავლობითი: | ||||
1 დავხანით | დავგრიხეთ | ავიშენეთ | ||
2 დახანით | დაგრიხეთ | აიშენეთ | ||
3 დახნეს | დაგრიხეს | აიშენეს | ||
II კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 დავხნა | დავგრიხო | ავიშენო | ||
2 დახნა | დაგრიხო | აიშენო | ||
3 დახნას | დაგრიხოს | აიშენოს | ||
მრავლობითი: | ||||
1 დავხნათ | დავგრიხოთ | ავიშენოთ | ||
2 დახნათ | დაგრიხოთ | აიშენოთ | ||
3 დახნან | დაგრიხონ | აიშენონ | ||
III ს ე რ ი ა | ||||
I თურმეობითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 დამიხნავს | დამიგრეხია | ამიშენებია | ||
2 დაგიხნავს | დაგიგრეხია | აგიშენებია | ||
3 დაუხნავს | დაუგრეხია | აუშენებია | ||
მრავლობითი: | ||||
1 დაგვიხნავს | დაგვიგრეხია | აგვიშენებია | ||
2 დაგიხნავთ | დაგიგრეხიათ | აგიშენებიათ | ||
3 დაუხნავთ | დაუგრეხიათ | აუშენებიათ | ||
II თურმეობითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 დამეხნა | დამეგრიხა | ამეშენებინა | ||
2 დაგეხნა | დაგეგრიხა | აგეშენებინა | ||
3 დაეხნა | დაეგრიხა | აეშენებინათ | ||
მრავლობითი: | ||||
1 დაგვეხნა | დაგვეგრიხა | აგვეშენებინა | ||
2 დაგეხნათ | დაგეგრიხათ | აგეშენებინათ | ||
3 დაეხნათ | დაეგრიხათ |
აეშენებინათ |
||
III კავშირებითი | ||||
მხოლობითი | ||||
1 დამეხნას | დამეგრიხოს | ამეშენებინოს | ||
2 დაგეხნას | დაგეგრიხოს | აგეშენებინოს | ||
3 დაეხნას | დაგეგრიხოს | აეშენებინოს | ||
მრავლობითი: | ||||
1 დაგვეხნას | დაგვეგრიხოს | აგვეშენებინოს | ||
2. დაგეხნას | დაგეგრიხოთ | აგეშენებინოთ | ||
3. დაეხნას | დაეგრიხოთ | აეშენებინოთ |
სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები. გამოყავით ზმნები და აღნიშნეთ, რომელი გვარისაა, რამდენ პირიანია, რომელი მწკრივის ფორმაა, ერთემიანია თუ ორთემიანი. შემდეგ აუღლეთ ერთი ზმნა ყველა სერიაში და გამოყავით ზმნის ძირი.
1. ვერხვის მთრთოლარე ფოთლები ცრემლებს აფრქვევდნენ (რაზ.).
2. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები (ვაჟა).
3. არწივმა გაშალა თაასი განიერი, ღონიერი ფრთები (გოგ.).
4. კამეჩები წნელით გამოება ურემზე (ჭავ.).
დინამიკური და სტატიკური ვნებითი
ვნებითი ორგვარია: დინამიკური და სტატიკური.
დ ი ნ ა მ ი კ უ რ ი ვნებითი გამოხატავს მოქმედების პროცესს ანუ მსვლელობას, ს ტ ა ტ ი კ უ რ ი კი - შედეგს.
შევადაროთ ერთმანეთა ორი წინადადება: „მთებს მზის შუქი ე ფ ი ნ ე ბ ა“ და „მთებს მზის შუქი ა ფ ე ნ ი ა“. ამ წინადადებებში ნახმარი ზმნები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ ე ფ ი ნ ე ბ ა გამოხატავს მოქმედების პროცესს, მის მსვლელობას, ა ფ ე ნ ი ა კი - მოქმედების შედეგს.
დინამიკური ზმნები ბევრია, სტატიკური - ცოტა. ამ უკანასკნელის მაგალითებია: აბია, აგდია, ჰგონია, უკავია, აკრავს, ანთია, ურევია, არტყია, ასხია, ატყვია, აფარია, აფენია, ჰყრია, აჩნია, აცვია, აცხია, სწერია, აწყვია, უჭირავს, ახატია, ჰკიდია, აკერია და სხვ. წყვეტილში იქნება: ება, ეგდო, ეგონა, ეკავა, ეკრა და მისთ.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. დინამიკური ვნებითის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, სტატიკური ვნებითისას კი - ორი.
1. ცას შავი ღრუბლები გადაეკრა (ვაჟა).
2. სოფელ ყვარელს ტყე ზედ აკრავს (რაზ.).
3. ქალი მოეფარა ერთ კლდეს (რაზ.).
4. ამ ხაროს ზევიდან ეფარა ვეებერთელა ლოდი (გოგ.).
5. მზე უკვე მთებს ეფარებოდა (ლომ.).
6. კორდზე ერთი ვირი ება საბლით (ვაჟა).
7. იქვე გდია იმისი ლახტი (ვაჟა).
8. უწყალოდ ჰყრია დაჭრილი, სისხლი არ დაიღვრებისა (ხალხ.).
9. დათვებს ჰკიდიათ ტომრები (ხალხ.).
10. ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზე, გულს გასვია მტრის ისარი (წერ).
11. ერთ მათგანს თავზე ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი (ჭავ)
12. იქვე ორი მგელი შუაზე გაჭრილი ეგდო (რაზ.).
13. აქ ეყენა ილოს თავისი ძროხა (ევდ.).
14. ტოტი ლერწამივით იდრიკებოდა და იკაკვებოდა (რაზ.).
15. ესე ამბავი მელისა ხევში ერთ ქვაზე სწერია (ვაჟა).
16. ფრთები ასხია ჩვენიო (წერ.).
17. ხმალი წელს ერტყა წნელითა (ვაჟა).
18. წინა ურმის კოფოზე ესკუპა შვიდი-რვა წლის სოფლელი ბავშვი (გოგ.).
19. მცხეთას არაჩვეულებრივი ელფერი ედვა (ევდ.).
20. ეზოში ღვინით სავსე ტიკები ეწყო. (ვაჟა).
21. ოთახში რამდენიმე ძეე- ლისძველი მხატვრობა ეკიდა (ლომ.).
ვნებითის წარმოება
წარმოების მიხედვით დინამიკური ვნებითის ფორმები სამ ჯგუფად იყოფა.
1. ვნებითს აწარმოებს ი ან ე პრეფიქსი. ი-თი ნაწარმოებს ინიანი ვნებითი ჰქვია, ე-თი ნაწარმოებს კი ენიანი.
ინიანი ვნებითი ერთპირიანია, ენიანი - ორპირიანი: ვ-ი-ზრდები, ვ-ი-მალები, ვ-ი-წე- რები (მე) და სხვა... ვ-ე-ზრდები, ვ-ე-მალები, ვ-ე-წერები (მე მას) და სხვა...
2. ვნებითს აწარმოებს დ სუფიქსი. ამას სუფიქსიანი ანუ დონიანი ვნებითი ჰქვია: ვ-შავ-დ-ები, ვ-შენ-დ-ები, ვ-წითლ-დ-ები.
3. ზმნებს არ მოეპოვებათ რაიმე გარკვეული ნიშანი, ამიტომ ამ ჯგუფის ზმნებს უნიშნო ვნებითი ეწოდება. უნიშნო ვნებითის ფორმები მკაფიოდ არის გარჩეული მოქმედებითის სათანადო ფორმებისაგან. კერძოდ, როგორც სხვა ჯგუფის ვნებითები, აწმყოში (აგრეთვე მყოფადში) ესენიც დაირთავენ I და II სუბიექტური პირის ფორმაში ები დაბოლოებას: მოქმ.: ვ-ა-შრ-ობ, ვ-ა-თბ-ობ, ვ-ა-დნ-ობ, ვნებ: ვ-შრ-ები, ვ-თბ-ები, ვ-დნ-ები.
დონიანი და უნიშნო ვნებითი ერთპირიანია ან ორპირიანი: შენ-დ-ება (ის), უ-შენ-დ-ება (ის მას), თბება (ის), უთბება (ის მას). ორპირიან ფორმებში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე - ირიბობიექტური.
ვნებითის ნიშანი ზმნას მხოლოდ I-სა და II სერიაში აქვს, III-ში არ გადაჰყვება. მაგ.: ი-შლება - გა-ი-შალა პ- გაშლილა, ე-ფინება - მო-ე-ფინა - მოჰფენია, შავ-დ-ება - გა-შავ-დ-ა - გაშავებულა.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. ვნებითის ნიშანი გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით. უნიშნო ვნებითის ფორმას გაუსვით მთლიანად ქვეშ ხაზი. აღნიშნეთ, რამდენ პირიანია ვნებითის ფორმები.
1. ჩაყვითლებული ნამიანი ბალახი შეიშმუშნა (ევდ.).
2. ნისლი ეფარებოდა შორს გადაშლილ ალაზნის ველს (ს. კლდ.).
3. დაბინდდა და მთელი ბუნება საძილედ გაემზადა (ვაჟა)
4. მტრედს გულში ნათელი ჩაუდგა (ვაჟა).
5. ხეები იცრცვებოდა, მინდორი ტიტვლდებოდა (რაზ.).
6. ტკბილად ვეგებებოდი დღესასწაულს (ევდ.).
7. გაწითლდა მყინვარწვერისთავი (ყაზ.).
8. მზე მთის მწვერვალს ამოეფარა, დღის სინათლე ნელ-ნელა ქრებოდა (ევდ.)
9. მკრთალი ფერი ყვავილთ მეფეს ეფინებოდა; იქვე პეპელა ლურჯსა იას თავს ევლებოდა და მას, გულღიას, გატაცებით ეწაფებოდა (ევდ.).
10 მაღალი ხეები შეირყა (ყაზ).
11 მინდორი თანდათან მშვიდდება (რაზ.)
12. ყველა მის თვალწინ იბადება, იზრდება, იშლება, იფურჩქნება (წერ.).
13. მტრედს გული დაუმშვიდდა (ვაჟა).
მართლწერის საკითხები ვნებითის ფორმებთან დაკავშირებით
პრეფიქსიანი და სუფიქსიანი ვნებითის წარმოებასთან დაკავშირებით საჭიროა გვახსოვდეს:
1. ინიანი ვნებითის II და III პირის ფორმაზე მი ზმნისწინის დართვისას ორი ი იყრის ერთად თავს: მი-იპარები, მი-იპარება.
2. თუ ენიანი ვნებითის II ან III პირის ფორმას შე ზმნისწინი დაერთვის, ორი ე მოიყრის ერთად თავს: შე-ეგებები, შე-ეგებება
3. თუ სუფიქსიანი ვნებითი ნაწარმოებია ისეთი სიტყვისაგან, რომლის ფუძეც დ-ზე ბოლოვდება, ორი დ იყრის ერთად თავს: დიდ-ი - დიდ-დ-ება, ბინდ-ი - ბინდ-დ-ება.
სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გაეცით პასუხი, რატომ იყრის ერთად თავს ორი ი, ორი ე და ორი დ.
ა) 1. თებერვალი მიიპარებოდა (რაზ.). 2. მდინარე მიიკლაკნება. 3. შეშინებული კურდღელი ბუჩქებში მიიმალა. 4. კამეჩი მიიზლაზნება.
ბ) 1. კარებში მიხას ცეცო შეეტაკა (მგალ). 2. იგი მას პირისპირ შეეფეთა. 3. ბავშვი ყვავილს ფრთხილად შეეხო
გ) 1. ამ დროს დაბინდდა კიდეც (რაზ.). 2. გოჩა რამდენადმე დამშვიდდა (ყაზ.). 3. გაფოლადდა და გასალდა (წერ.).
დინამიკური ვნებითის ზმნათა უღლება
აწმყოსა და მყოფადში ზმნას ბოლოში ებ-ი მოუდის (ვიზრდ-ებ-ი - გავიზრდ-ებ-ი, ვშენდ-ებ-ი - ავშენდ-ებ-ი...).
I სერიის სხვა მწკრივებში ი მოეკვეცება, მეორე სერიაში კი ებ-იც ჩამოშორდება.
უღლების ნიმუშებად სამი ზმნაა აღებული ვ ი ზ რ დ ე ბ ი, ვ შ ე ნ დ ე ბ ი და ვ თ ბ ე ბ ი (უსრული ასპექტით აწმყოს წრეში, სხვაგან კი - ყველგან სრულით). ეს ზმნები - ყველა ერთპირიანია. ორპირიანად გადაკეთებისას გვექნება: ვეზრდები, ვუშენდები, ვუთბები.
პირველსა და მეორე სერიაში ორპირიანი ფორმები იმგვარადვეა ნაწარმოები, როგორც ერთპირიანები. III სერიაში კი ორპირიანი ზმნები ერთპირიანთაგან არსებითად განსხვავდება. ამიტომ აქ ერთპირიანები და ორპირიანები ცალ-ცალკეა ნაჩვენები.
I ს ე რ ი ა |
||||
1. აწმყო | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვიზრდები | ვშენდები | ვთბები | ||
2 იზრდები | შენდები | თბები | ||
3 იზდება | შენდება | თბება | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვიზრდებით | ვშენდებით | ვთბებით | ||
2 იზრდებით | შენდებით | (ს)თბებით | ||
3 იზრდებიან | შენდებიან | (ს)თბებიან | ||
2. უწყვეტელი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვიზრდებოდი | ვშენდებოდი | ვთბებოდი | ||
2 იზრდებოდი | შენდებოდი | (ს)თბებოდი | ||
3 იზრდებოდა | შენდებოდა | თბებოდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვიზრდებოდით | ვშენდებოდით | ვთბებოდით | ||
2 იზრდებოდით | შენდებოდით | (ს)თბებოდით | ||
3 იზრდებოდნენ | შენდებოდნენ | თბებოდნენ | ||
3. აწმყოს კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 ვიზრდებოდე | ვშენდებოდე | ვთბებოდე | ||
2 იზრდებოდე | შენდებოდე | (ს)თბებოდე | ||
3 იზრდებოდე | შენდებოდეს | თბებოდეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 ვიზრდებოდეთ | ვშენდებოდეთ | ვთბებოდეთ | ||
2 იზრდებოდეთ | შენდებოდეთ | (ს)თბებოდეთ | ||
3 იზრდებოდნენ | შენდებოდნენ | თბებოდნენ | ||
4. მყოფადი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავიზრდები | ავშენდები | გავთბები | ||
2 გაიზრდები |
აშენდები | გა(ს)თბები | ||
3 გაიზრდება | აშენდება | გათბება | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავიზრდებით | ავშენდებით | გავთბებით | ||
2 გაიზრდებით |
აშენდებით | გა(ს)თბებით | ||
3 გაიზრდებიან | აშენდებიან | გათბებიან | ||
5. ხოლმეობითი | ||||
მხოლობითი: |
||||
1 გავიზრდებოდი | ავშენდებოდი | გავთბებოდი | ||
2 გაიზრდებოდი | აშენდებოდი | გა(ს)თბებოდი | ||
3 გაიზრდებოდა | აშენდებოდა | გათბებოდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავიზრდებოდით | ავშენდებოდით | გავთბებოდით | ||
2 გაიზრდებოდით | აშენდებოდით | გა(ს)თბებოდით | ||
3 გაიზრდებოდნენ | აშენდებოდნენ | გათბებოდნენ | ||
6. მყოფადის კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავიზრდებოდე | ავშენდებოდე | გავთბებოდე | ||
2 გაიზრდებოდე |
ავშენდებოდე |
გა(ს)თბებოდე | ||
3 გაიზრდებოდეს | ავშენდებოდეს | გათბებოდეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავიზრდებოდეთ | ავშენდებოდეთ | გავთბებოდეთ | ||
2 გაიზრდებოდეთ | აშენდებოდეთ | გა(ს)თბებოდეთ | ||
3 გაიზრდებოდნენ | აშენდებოდნენ | გათბებოდნენ | ||
II ს ე რ ი ა | ||||
7. წყვეტილი | ||||
მხოლობითი: |
||||
1 გავიზარდე | ავშენდი | გავთბი | ||
2 გაიზარდე | აშენდი | გა(ს)თბი | ||
3 გაიზარდა | აშენდა | გათბა | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავიზარდეთ (გაიზარდენით) | ავშენდით | გავთბით | ||
2 გაიზარდეთ (გაიზარდენით) | აშენდით | გა(ს)თბით | ||
3 გაიზარდნენ | აშენდნენ | გათბნენ | ||
8. II კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავიზარდო | ავშენდე | გავთბე | ||
2 გაიზარდო | აშენდე | გა(ს)თბე | ||
3 გაიზარდოს | აშენდეს | გათბეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავიზარდოთ | ავშენდეთ | გავთბეთ | ||
2 გაიზარდოთ | აშენდეთ | გა(ს)თბეთ | ||
3 გაიზარდონ | აშენდნენ | გათბნენ | ||
III ს ე რ ი ა | ||||
ა) ე რ თ პ ი რ ი ა ნ ი ფ ო რ მ ე ბ ი | ||||
9. I თურმეობითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავზრდილვარ | ავშენებულვარ | გავმთბარვარ | ||
2 გაზრდილხარ | აშენებულხარ | გამთბარხარ | ||
3 გაზრდილა | აშენებულა | გამთბარა | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავზრდილვართ | ავშენებულვართ | გავმთბარვათ | ||
2 გაზრდილხართ | აშენებულხართ | გამთბარხართ | ||
3 გაზრდილან | აშენეულან | გამთბარან | ||
10. II თურმეობითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავზრდილიყავი | დავჰკარგოდი | დავსწეოდი | ||
2 გაზრდილიყავ | დაჰკარგოდი | დასწეოდი | ||
3 გაზრდოდა | დაჰკარგოდა | დასწეოდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 დაგვეხნა | დაგვეგრიხა | დავსწეოდით | ||
2 დაგეხნათ | დაგეგრიხათ | დასწეოდით | ||
3 დაეხნათ | დაეგრიხათ |
დასწეოდნენ |
||
11. III კავშირებითი | ||||
მხოლობითი | ||||
1 გავზრდილიყო | ავშენებულიყო | გავმთბარიყო | ||
2 გაზრდილიყო | აშენებულიყო | გამთბარიყო | ||
3 გაზრდილიყოს | აშენებულიყოს | გამთბარიყოს | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავზრდილიყოთ | ავშენებულიყოთ | გავმთბარიყოთ | ||
2 გაზრდილიყოთ | აშენებულიყოთ | გამთბარიყო | ||
3 გაზრდილიყონ | აშენებულიყონ | გამთბარიყონ | ||
ბ) ო რ პ ი რ ი ა ნ ი ფ ო რ მ ე ბ ი | ||||
I თურმეობითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავზრდივარ | დავჰკარგვივარ | დავსწევივარ | ||
2 გაზრდიხარ | დაჰკარგვიხარ | დასწევიხარ | ||
3 გაზრდია | დაჰკარგვია | დასწევია | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავზრდივართ | დავჰკარგვივართ | დავსწევივართ | ||
2 გაზრდიხართ | დაჰკარგვიხართ | დასწევიხართ | ||
3 გაზრდია(ნ) | დაჰკარგვია(ნ) | დასწევია(ნ) | ||
II თურმეობითი | ||||
1 გავზრდოდი | დავჰკარგოდი | დავსწეოდი | ||
2 გაზრდოდი | დაჰკარგოდი | დასწეოდი | ||
3 გაზრდოდა | დაჰკარგოდა | დასწეოდა | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავზრდოდით | დავჰკარგოდით | დავსწეოდით | ||
2 გაზრდოდით | დაჰკარგოდით | დასწეოდით | ||
3 გაზრდოდნენ | დაჰკარგოდნენ | დასწეოდნენ | ||
III კავშირებითი | ||||
მხოლობითი: | ||||
1 გავზრდოდე | დავჰკარგოდე | დავსწეოდე | ||
2 გაზრდოდე | დაჰკარგოდე | დასწეოდე | ||
3 გაზრდოდეს | დაჰკარგოდეს | დასწეოდეს | ||
მრავლობითი: | ||||
1 გავზრდოდეთ | დავჰკარგოდეთ | დავსწეოდეთ | ||
2 გაზრდოდეთ | დაჰკარგოდეთ | დასწეოდეთ | ||
3 გაზრდოდნენ | დაჰკარგოდნენ | დასწეოდნენ |
შენიშვნა:
გ ა ვ ზ რ დ ი ვ ა რ, ა ვ შ ე ნ ე ბ ი ვ ა რ და გ ა ვ თ ბ ო ბ ი ვ ა რ ზმნებში დაკარგულია ჰ და ს პრეფიქსები (გავჰზრდივარ, ავჰშენებივარ, გავსთბობივარ), ამიტომ ორი უკანასკნელის ნაცვლად აქ აღებულია დ ა ვ ჰ კ ა რ გ ვ ი ვ ა რ და დ ა ვ ს წ ე ვ ი ვ ა რ, რადგანაც ამ შეთხვევაში ობიექტური პრეფიქსის ხმარება შესაძლებელია.
საშუალი გვარის ზმნები
როგორც ვიცით, საშუალი გვარის ზმნები, გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი.
ე რ თ პ ი რ ი ა ნ ე ბ ი ა: დის (მი-დის, გა-დის და სხვ.), ზის, წევს, არის, ძევს, წუხს, დუღს, ცელქობს, კნავის, ბღავის და სხვ.
ო რ პ ი რ ი ა ნ ე ბ ი ა: უყვარს, სძულს, სძაგს, ჰყავს, აქვს, სჯე- - რა, ახსოვს, ჰგავს, ახლავს, სწყურია და სხვ.
ერთი და ორპირიანი ზმნები ხშირია ერთი ძირისაგანაც: დის - სდის (ცხვირიდან სისხლი სდის), უდის (სუნი უდის), მიდის - მიუ-დის, წუხს - უწუხს, ძიგძიგებს - უძიგძიგებს, კნავის - უკნავის და სხვ.
საშუალი გვარის ზმნები, საზოგადოდ (რამდენიმე გამონაკლისს გარდა), უზმნისწინოდ იხმარება. იმათ კი, რომლებიც ზმნისწინს დაირთავენ, ამ დართვით აწმყოს ფორმა მყოფადისად ვერ გადაექცევათ. მაგ: დის და მიდის (შე-დის, გა-დის, მო-დის, გადა-დის და სხვ.) ორივე აწმყოა; ორივე აწმყოა აგრეთვე: ცურავს და მიცურავს, ქრის და მიქრის, ფრინავს და მიფრინავს, რბის და მირბის და სხვა...
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი საშუალი გვარის ზმნები და გამოარკვიეთ, რომელია მათგან ერთპირიანი და რომელი ორპირიანი.
დგას. გმინავს. მყავს, უყვარს ტირის. გორავს ტრიალებს. ღირს გვაქვს. ხტის. ყივის. ყვავის. სწადს სძულს. არის სძინავს. ღვიძავს. იცინის. უკანკალებს, შრიალებს. ჭიკჭიკებს. ლაღობს. კვნესის. შურს, სურს. გშია.
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, არის თუ არა განსხვავება დროის მიხედვით უზძნისწინო და ზმნისწინიან ფორმებს შორის.
1. რბის და გარბის. 2. ბზუის და დაბზუის. 3. ხოხავს და დახოხავს. 4. სრიალებს და მისრიალებს. 5. ქრის და მოქრის. 6. ძრწის და დაძრწის. 7. ხტის და დახტის. 8. ცუნცულებს და მიცუნცულებს.
საშუალი გვარის ზმნათა ჯგუფები
საშუალი გვარის ზმნებს საკუთრივ აწმყოს ან აწმყოს წრის მწკრივები მოეპოვებათ, დანარჩენი მწკრივები კი (ნაწილობრივ თუ მთლიანად) შევსებული აქვთ იმავე ძირისაგან სხვაგვარად ნაწარმოებ ფორმათა საშუალებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ივსებენ ისინი ნაკლულ მწკრივებს, გამოიყოფა ორი ჯგუფი: საშუალ-ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი.
პ ი რ ვ ე ლ ჯგუფში (საშუალ-ვნებითში) შემოდის ის ზმნები, რომლებიც ნაკლული მწკრივების შესავსებად ვნებითის ფორმებს (ინიანს, ენიანს...) იყენებენ. მაგალითები: დგას - იდგა, ვარ - ვიქნები - ვიყავი, წევს - იწვა, ძევს - იდვა, უყვარს - ეყვარება, უწევს - ეწვა, ეზის - ეჯდა და სხვა...
მ ე ო რ ე ჯგუფში (საშუალ-მოქმედებითში) შემავალი ზმნები ნაკლული მწკრივების შესავსებად იყენებენ ისეთ ფორმებს, რომელთაც პირდაპირი ობიექტი არ მოეპოვებათ, მაგრამ სუბიექტი ბრუნვაცვალებადი ეწყობათ და III სერიის მწკრივები ინვერსიულად აქვთ ნაწარმოები.
მონაცვლე ზმნებს თავში ი ან უ აქვთ, თემის ნიშნად კი ებ. მაგალითები: ვტირი - ვიტირებ - ვიტირე - მიტირნია; პატრონობს - უპატრონებს - უპატრონა (მან) - უპატრონებია (მას). ასეთივე ზმნებია: კივის, ქრის, ხტის, ცხოვრობს, მეფობს, სწამლობს, ჭიკჭიკებს, დუღს და სხვა.
საშუალ-მოქმედებითი ზმნათა უღლება
ამ ჯგუფის ზმნებს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს, რომელთაგანაც მთავარია:
მყოფადის წრის მწკრივებში ერთპირიანებს თავში ი უჩნდებათ, ორპირიანებს - უ, ხოლო თემის ნიშნად ჩვეულებრივ ებ აქვთ: ვტირი - ვიტირებ (მე), ვპატრონობ - ვუპატრონებ (მე მას) და მისთ. ი და უ სათავისო და სასხვისო ქცევის ნიშნებია, მაგრამ ზმნებს დაკარგული აქვთ პირდაპირი ობიექტი და აქ ისინი სათანადო ქცევის გაგებას ვერ იძლევიან.
თუ ზმნას აწმყოშიც აქვს ი და უ თავსართები, მას ეს ხმოვნები შერჩება მყოფადის წრეშიც: ვიცინი - ვიცინებ, ვუკივი - ვუკივლებ. მშემთხვევაში აწმყო-მყოფადი გარეგნულად ერთმანეთისაგან თემის ნიშნების მიხედვით არის გარჩეული.
მყოფადში (აგრეთვე ხოლმეობითსა და მყოფადის კავშირებითში) ზმნას, საზოგადოდ, თემის ნიშანი ეცვლება, ამიტომ მათ თემის ნიშან–მონაცვლე ზმნებსაც ეძახიან: ვხუმრობ - ვიხუმრებ, ეტირი - ვიტირებ, ვსწავლობ - ვისწავლი... ზოგჯერ გვხვდება ერთნაირი თემის ნიშნის მქონე ზმნებიც, როგორიცაა ეტრიალებ - ვიტრიალებ, ვსრიალებ - ვისრიალებ და სხვა. მაგრამ ამათ, ისე როგორც ამ ჯგუფის სხვა ზმნებს, მყოფადში ხმოვანი უჩნდებათ წინ: ი (ერთპირიანებს) ან უ (ორპირიანებს).
დიდი უმეტესობა ამ ჯგუფის ზმნების სახელთა ფუძეებისაგან არის ნაწარმოები; ვაჭარი - ვვაჭრობ, თამაში - ვთამაშობ, ცხარე - ვცხარობ, ჩქარი - ვჩქარობ, ხუმარა - ვხუმრობ, ცელქი - ვცელქობ და სხვა...
ზმნა საზოგადოდ გარდაუვალია (ერთპირიანი ან ორპირიანი), იშვიათად შეიძლება გარდამავალიც იყოს (ვჩივი ზარალს - ვიჩივლე ზარალი, ვსწავლობ ლიტერატურას - ვისწავლე ლიტერატურა), მაგ- რამ პირდაპირ ობიექტური პირი მუდამ მესამეა. სხვა პირებში მიმოქცევა არა აქვს.
ასეთი ზმნა მწკრივში ექვსზე მეტ ფორმას ვერ იკეთებს. თვრამეტ-თვრამეტი ფორმა შეიძლება ისეთ ორპირიან ზმნებს ჰქონდეთ, რომელთაც ობიექტური პირი ირიბი აქვთ (ვპატრონობ, ვუკივი და მისთ.).
III სერიის ფორმები ინვერსიულად არის ნაწარმოები: მიცხოვრია, მიკივლია, მისწავლია და სხვ. ამ ზმნებთან სუბიექტი ბრუნვაცვალებადია: II სერიის ფორმებთან მოთხრობითშია (იცხოვრა მან), III სერიის ფორმებთან კი - მიცემითში (უცხოვრია მას).
ნიმუშებად აღებულია ორი ზმნა: ვ კ ი ვ ი და ვ ც ხ ო ვ რ ო ბ.
I ს ე რ ი ა |
||
1. აწმყო | ||
მხოლობითი: | ||
1 ვკივი | ვცხოვრობ | |
2 (ჰ)კივი | ცხოვრობ | |
3 კივის | ცხოვრობს | |
მრავლობითი: | ||
1 ვკივით | ვცხოვრობთ | |
2 (ჰ)კივით | ცხოვრობთ | |
3 კივიან | ცხოვრობენ | |
2. უწყვეტელი | ||
მხოლობითი: | ||
1 ვკიოდი | ვცხოვრობდი | |
2 (ჰ)კიოდი | ცხოვრობდი | |
3 კიოდა | ცხოვრობდა | |
მრავლობითი: | ||
1 ვკიოდით | ვცხოვრობდით | |
2 (ჰ)კიოდით | ცხოვრობდით | |
3 კიოდნენ | ცხოვრობდნენ | |
3. აწმყოს კავშირებითი | ||
მხოლობითი: | ||
1 ვკიოდე | ვცხოვრობდე | |
2 (ჰ)კიოდე | ცხოვრობდე | |
3 კიოდეს | ცხოვრობდეს | |
მრავლობითი: | ||
1 ვკიოდეთ | ვცხოვრობდეთ | |
2 (ჰ)კიოდეთ | ცხოვრობდეთ | |
3 კიოდნენ | ცხოვრობდნენ | |
4. მყოფადი | ||
მხოლობითი: | ||
1 ვიკივლებ | ვიცხოვრებ | |
2 იკივლებ |
იცხოვრებ | |
3 იკივლებს | იცხოვრებს | |
მრავლობითი: | ||
1 ვიკივლებთ | ვიცხოვრებთ | |
2 იკივლებთ |
იცხოვრებთ | |
3 იკივლებენ | იცხოვრებენ | |
5. ხოლმეობითი | ||
მხოლობითი: |
||
1 ვიკივლებდი | ვიცხოვრებდი | |
2 იკივლებდი | იცხოვრებდი | |
3 იკივლებდა | იცხოვრებდა | |
მრავლობითი: | ||
1 ვიკივლებდით | ვიცხოვრებდით | |
2 იკივლებდით | იცხოვრებდით | |
3 იკივლებდნენ | იცხოვრებდნენ | |
6. მყოფადის კავშირებითი | ||
მხოლობითი: | ||
1 ვიკივლებდე | ვიცხოვრებდე | |
2 იკივლებდე |
იცხოვრებდე |
|
3 იკივლებდეს | იცხოვრებდე | |
მრავლობითი: | ||
1 ვიკივლებდეთ | ვიცხოვრებდეთ | |
2 იკივლებდეთ | იცხოვრებდეთ | |
3 იკივლებდეთ | იცხოვრებდნენ | |
II ს ე რ ი ა | ||
7. წყვეტილი | ||
მხოლობითი: |
||
1 გავიზარდე | ავშენდი | |
2 გაიზარდე | აშენდი | |
3 გაიზარდა | აშენდა | |
მრავლობითი: | ||
1 გავიზარდეთ (გაიზარდენით) | ავშენდით | |
2 გაიზარდეთ (გაიზარდენით) | აშენდით | |
3 გაიზარდნენ | აშენდნენ | |
8. II კავშირებითი | ||
მხოლობითი: | ||
1 გავიზარდო | ავშენდე | |
2 გაიზარდო | აშენდე | |
3 გაიზარდოს | აშენდეს | |
მრავლობითი: | ||
1 გავიზარდოთ | ავშენდეთ | |
2 გაიზარდოთ | აშენდეთ | |
3 გაიზარდონ | აშენდნენ | |
III ს ე რ ი ა | ||
ა) ე რ თ პ ი რ ი ა ნ ი ფ ო რ მ ე ბ ი | ||
9. I თურმეობითი | ||
მხოლობითი: | ||
1 გავზრდილვარ | ავშენებულვარ | |
2 გაზრდილხარ | აშენებულხარ | |
3 გაზრდილა | აშენებულა | |
მრავლობითი: | ||
1 გავზრდილვართ | ავშენებულვართ | |
2 გაზრდილხართ | აშენებულხართ | |
3 გაზრდილან | აშენეულან | |
10. II თურმეობითი | ||
მხოლობითი: | ||
1 გავზრდილიყავი | დავჰკარგოდი | |
2 გაზრდილიყავ | დაჰკარგოდი | |
3 გაზრდოდა | დაჰკარგოდა | |
მრავლობითი: | ||
1 დაგვეხნა | დაგვეგრიხა | |
2 დაგეხნათ | დაგეგრიხათ | |
3 დაეხნათ | დაეგრიხათ | |
11. III კავშირებითი | ||
მხოლობითი | ||
1 გავზრდილიყო | ავშენებულიყო | |
2 გაზრდილიყო | აშენებულიყო | |
3 გაზრდილიყოს | აშენებულიყოს | |
მრავლობითი: | ||
1 გავზრდილიყოთ | ავშენებულიყოთ | |
2. გაზრდილიყოთ | აშენებულიყოთ | |
3. გაზრდილიყონ | აშენებულიყონ | |
ბ) ო რ პ ი რ ი ა ნ ი ფ ო რ მ ე ბ ი | ||
I თურმეობითი | ||
მხოლობითი: | ||
1 გავზრდივარ | დავჰკარგვივარ | |
2 გაზრდიხარ | დაჰკარგვიხარ | |
3 გაზრდია | დაჰკარგვია | |
მრავლობითი: | ||
1 გავზრდივართ | დავჰკარგვივართ | |
2 გაზრდიხართ | დაჰკარგვიხართ | |
3 გაზრდია(ნ) | დაჰკარგვია(ნ) | |
II თურმეობითი | ||
1 გავზრდოდი | დავჰკარგოდი | |
2 გაზრდოდი | დაჰკარგოდი | |
3 გაზრდოდა | დაჰკარგოდა | |
მრავლობითი: | ||
1 გავზრდოდით | დავჰკარგოდით | |
2 გაზრდოდით | დაჰკარგოდით | |
3 გაზრდოდნენ | დაჰკარგოდნენ | |
III კავშირებითი | ||
მხოლობითი: | ||
გავზრდოდე | დავჰკარგოდე | |
გაზრდოდე | დაჰკარგოდე | |
გაზრდოდეს | დაჰკარგოდეს | |
მრავლობითი: | ||
გავზრდოდეთ | დავჰკარგოდეთ | |
გაზრდოდეთ | დაჰკარგოდეთ | |
გაზრდოდნენ | დაჰკარგოდნენ |