მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 7958 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რთული ქვეწყობილი წინადადების ნაწილები და მათი შეერთების საშუალებანი

 

როგორც ვიცით, რთული ქვეწყობილი წინადადება შედგება  ზ ე მ დ გ ო მ ი ს ა  და  დ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ უ ლ ი  წინადადებისაგან. ზემდგომ წინადადებას  მ თ ა ვ ა რ ი  ჰქვია, დაქვემდებარებულს - დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი.

მაშასადამე, რთული ქვეწყობილი წინადადების ნაწილებია  მ თ ა ვ ა რ ი  და  დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი.

მაგალითი: წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება. (ჭავ.). „წმინდაა იგი“ მთავარი წინადებაა, „ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება“ - დამოკიდებული.

დამოკიდებულ წინადადებას მთავართან აერთებს  მ ა ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ე ლ ი  კ ა ვ შ ი რ ე ბ ი (რომ, თუ...) და მიმართებითი სიტყვები: მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი  ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ე ბ ი  და  მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი  ზ მ ნ ი ზ ე დ ე ბ ი.

საკავშირებელი სიტყვა დამოკიდებულ წინადადებაშია. ამასთანავე, მაქვემდებარებელი კავშირი მხოლოდ გადაბმის საშუალებაა, მიმართებითი სიტყვა კი გადაბმის საშუალებაცაა და დამოკიდებული წინადადების ერთ-ერთი წევრიც. მაგალითები:

გურამი მიხვდა,  რ ო მ  ვაჟაც იმასვე ფიქრობდა. (გ. რჩ.).

ბედნიერია, ვ ი ნ ც სიკვდილით სიკვდილს ამარცხებს. (გ. შატბ.).

მსხალს თვალი დარჩა იქით,  ს ა ი თ კ ე ნ ა ც  ფითრი უჩვენებდა (რაზ.).

მზე უკვე გადახრილი იყო,  რ ო ც ა  ბონდო ოთახიდან გამოვიდა. (დ. შენგ.).

რ ო მ  მაქვემდებარებელი კავშირია და წინადადების წევრი არ არის,  ვ ი ნ ც  მიმართებითი ნაცვალსახელია,  ს ა ი თ კ ე ნ ა ც  და  რ ო ც ა - მიმართებითი ზმნიზედები. სამივე წინადადების წევრია:  ვ ი ნ ც  ქვემდებარეა,  ს ა ი თ კ ე ნ ა ც - ადგილის გარემოება,  რ ო ც ა - დროის გარემოება.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, მაქვემდებარებელი კავშირით არის დამოკიდებული წინადადება მთავართან შეერთებული თუ მიმართებითი სიტყვით; თუ მიმართებითი სიტყვით არის შეერთებული, აღნიშნეთ, ნაცვალსახელია ის თუ ზმნიზედა და რა წევრია.

1. ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელია! (ხალხ.).

2. არც ერთი საქმე არაა პატარა, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურება და სიყვარულით კეთდება (ს. კლდ.).

3. ჩვენს მთებში ერთი უზარმაზარი კლდეა, რომელსაც ხალხი „საშავარდნეს“ ეძახის. (ვაჟა).

4. არწივი სწორედ იმ ადგილას იჯდა, სადაც სიყრმის დროს უყვარდა ყოფნა (ვაჟა).

5. შუაღამე გადასული იყო, როდესაც ისინი ბაღიდან გამოვიდნენ. (კ. ლორთქ.).

4. მზე ახალი ჩასული იყო, რომ შევედით ერთ სოფელში. (წერ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. მაქვემდებარებელ კავშირს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, მიმართებითს სიტყვას - ორი და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ შემოკლებით, რა წევრია ის.

1. მოკვდეს ბიჭი ფიცხელა, თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდეს. (ვაჟა).

2. ჯარისკაცს უკვირდა, რომ ზემდეგი ასე ჩქარობდა (არ სულაკ.).

3. რვას ათი წუთი აკლდა, როცა მაია ოპერის თეატრთან მივიდა (მრევლ.).

4. ჩიტებმა მოძებნეს ადგილი ბუდეებისათვის, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ და გამოეჩეკათ ბარტყები (რაზ.).

5. უთუოდ გულთმისანი ყოფილა იგი, ვინც ასოების დაწერილობა გამოიგონა. (გამს.).

6. ქუჩაში მიდიოდა პატარა შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც გვერდით მურა ნაგაზი მიჰყვებოდა. (ირ. სულაკ.).

 

დამოკიდებული წინადადების ადგილი

 

დამოკიდებული წინადადება შეიძლება იყოს მთავარი წინადადების თავში, შუაში ან ბოლოში:

ვ ი ნ ც  ხ ა ლ ხ ი ს  ხ ს ო ვ ნ ა შ ი  ც ო ც ხ ლ ო ბ ს,  ის მკვდრად არ ჩაითვლება (გ. შატბ.).

ის,  ვ ი ნ ც  ხ ა ლ ხ ი ს  ხ ს ო ვ ნ ა შ ი  ცო ც ხ ლ ო ბ ს,  მკვდრად არ ჩაითვლება.

მკვდრად არ ჩაითვლება ის,  ვ ი ნ ც  ხ ა ლ ხ ი ს  ხ ს ო ვ ნ ა შ ი  ც ო ც ხ ლ ო ბ ს.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, სად არის დამოკიდებული წინადადება და რით არის შეერთებული მთავარ წინადადებასთან. აღნიშნეთ, წინადადების რა წევრია მიმართებითი სიტყვა.

ა) 1. რაც მოხდა, ყველაფერი სიზმარივით ეჩვენებოდა (ბარნ.).

2. მოხდა ის, რაც ფშავში ხშირად ხდება. (ვაჟა).

3. კაცი, რომელიც გოჩასთან იდგა, მიუბრუნდა მოხუცს და უთხრა. (ყაზ.).

ბ) 1. სადაც მოძრაობაა, იქ სიცოცხლეც არის (ჭავ.).

2. იმ ოთახში, სადაც პაპას სძინავს, კედელზე ჯარისკაცის სურათი ჰკიდია (გ.ნატრ).

3. გოჩა გავიდა გარეთ, სადაც ჯარი უკვე მოგროვილიყო (ყაზ.).

გ) 1. ბიჭები დარწმუნღნენ, რომ ძია შიოს ღრმად ეძინა (გ.შატბ).

2. ქალაქში რომ შევდიოდით, უკვე შეღამებული იყო. (ჯავახ.).

3. ის ბიჭი, შალიკოს რომ ეძახდნენ, არდაშელიამ მხოლოდ ამ დილას გაიცნო (კ. ლორთქ.).


სავარჯიშო 2. მასწავლებლის მიერ მითითებული თხზულებიდან ამოიწერეთ სამი ისეთი რთული ქვეწყობილი წინადადება, რომ დამოკიდებული წინადადება იყოს სხვადასხვა აღჯილას (თავში, შუაში, ბოლოში). საკავშირებელ სიტყვას გაუსვით ქვეშ ხაზი.

 

საკავშირებელი სიტყვის ადგილი.
მისათითებელი სიტყვა მთავარ წინადადებაში.

 

საკავშირებელი სიტყვა იწყებს დამოკიდებულ წინადადებას ან დამოკიდებული წინადადების შიგნით არის მოქცეული.

მაგალითები:

რ ო ც ა  დავითი შინ დაბრუნდა, საღამო ხანი იყო. (ჭავ.).

მთაში  რ ო ც ა  თოვლი მოვა, ნადირი ჭალებს მოატანს. (ვაჟა).

უკვე ბნელოდა,  რ ო ც ა  აკაკიმ თვალი გაახილა. (გვეტ.).

შეღამებული იყო, დათია  რ ო მ  სადგურიდან დაბრუნდა (კლდ.).

სოფელში  რ ო მ  შევიდნენ, შუადღე იქნებოდა (გ. აბაშ.).

მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული,  რ ო მ  ჩვენ პლანტაციებში ვიყავით (ოტ. იოს.).

მთავარ წინადადებაში ხშირად მოიპოვება ნაცვალსახელი ან ზნიზედა, რომელიც დამოკიდებულ წინადაღებას გვავარაუდებინებს, ასეთ სავარაუდო ნაცვალსახელს თუ ზმნიზედას  მ ი ს ა თ ი თ ე ბ ე ლ ი  სიტყვა ჰქვია.

მაგალითები:

მოხდა  ი ს,  რ ა ს ა ც  იქ არავინ მოელოდა (ქიაჩ.).

ი ს ე თ ი  ჟრიამული ატყდა, რომ ტყე ზანზარებდა (ვაჟა).

გავიხედე იქით,  ს ა ი დ ა ნ ა ც  ხმა შემომესმა (არაგვ.).

ი ს ე  ცხელა, რომ მზეზე კვერცხი მოიხარშება (ჯავახ.).

სიცოცხლეს სიცოცხლე იმიტომ ეწოდება,  რ ო მ  ის უკვდავია (დ. შენგ.).

მოყვანილ მაგალითებში  ი ს  და  ი ს ე თ ი  მისათითებელი ნაცვალსახელებია,  ი ქ ი თ  ი ს ე  და  ი მ ი ტ ო მ - მისათითებელი ზმნიზედები.

მისათითებელი სიტყვა წინადადების წევრია, მაგალითად, დასახელებული მაგალითებში ის ქვემდებარეა; ისეთი - განსაზღვრება, იქით - ადგილის გარემოება, ისე - ვითარებისა, იმიტომ - მიზეზისა.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით მთავარი და დამოკიდებული წინადადება; აღნიშნეთ დამოკიდებული წინადადების ადგილი, საკავშირებელი სიტყვა, მისათითებელი სიტყვა; რა წევრია მისათითებელი სიტყვა და რა წევრი - მიმართებითი სიტყვით გადმოცემული საკავშირებელი სიტყვა.

1. ტყეში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ღრმა ხევიდან წყაროს ჩურჩულიც კი მოისმა (ჯავახ.).

2. იმ ღამეს გავიგე ის, რაც ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია. (ვაჟა).

3. სადაც ღალატია, იქ ერთობას ადვილი არა აქვს (არაგვ.).

4. მთების ის მხარე, რომელსაც მზის სხივები ეცემოდა, ვარდისფრად ბრწყინავდა. (რ. ინან).

5. რომგორც გნებავდეს, ისე მოიქეცი (ჯავახ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები, აღნიშნეთ დამოკიდებელი წინადადების ადვილი და გამოარკვიეთ, რომელ ქვეწყობილი შეიძლება შევუცვალოთ დამოკიდებულ წინადადებას ადგილი და რომელში - არა.

1. იმ ღამეს გავიგე ის, რაც ჩემს სიცოცხლეში არ გამიგია. (ვაჟა).

2. ამ დროს გაისმა საყვირის ხმა, რაც რაინდთა მოახლოებას მოასწავებდა (გ. რნ.).

3. ცოტა რომ გაიარეს, ლუხუმმა უკან მოიხედა(გ.აბაშ).

4. იქ, სადაც მახვილი ვერა ჭრის, პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს (წერ.).

5. უდრო ძალუმად მოისმა კარის კაკუნი, რამაც ტიტიკო ფიქრისაგან გამოიყვანა. (არაგვ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები, დამოუკიდებელი წინადადების საკავშირებელ სიტყვას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ. მისათითებელ სიტყვას - ორი. მიმართებით სიტყვასა და მისათითებელს მარჯვნივ (ფრხილებში) მიუწერეთ შემოკლებით, რა წევრია.

1. როგორც მოიაზრა, ისე მოიქცა გვადი (ქიაჩ.).

2. ადამიანი ზოგჯერ იქ იპოვის ბედს, სადაც არ ეძიებს (ჯავ.).

3. სახელოსნოში ისეთი გუგუნი შემოიჭრა, რომ ვიწრო სარკმლის მინებმა ზრიალი მოიღეს. (დ. შენგ.).

4. უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვიბარა. (დად.).

5. მგლები თავს იმიტომ იყრიდნენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი (ვაჟა).

 

სასვენი ნიშნები კავშირიან რთულ წინადადებაში

 

დამოკიდებული წინადადება, რომელიც თავშია ან ბოლოში, თავის მთავარს მძიმით გამოეყოფა, რომელიც შუაშია, - ორივე მხრიდან მძიმით.

მაგალითები:

როცა  მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი  ლ ი ბ ა ნ შ ი  ა ვ ი დ ა,  უკვე შუადღე გადავიდა (ჯავახ.).

საცოდავია ის კაცი, ვ ი ს ა ც  მ ი წ ა  ა რ  უ ყ ვ ა რ ს (კ. ლორთქ.).

სახლი,  ს ა დ ა ც  მ ე  ვ ც ხ ო ვ რ ო ბ დ ი,  მტკვარს გადაჰყურებდა (არ. სულაკ.).

რ ო მ  კავშირის (და სხვა საკავშირებელი სიტყვის) წინ მძიმე მაშინ დაისმის, თუ ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას, რომელიც მთავარი წინადადების შემდეგაა.

მაგალითები:

ყველამ იცოდა,  რ ო მ  ეს ასე უნდა ყოფილიყო (ლეონ.).

გიორგი  რ ო მ  შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას (ჭავ.).

გლეხმა კაცმა გაიღვიძა, ფაციფუცს  რ ო მ  მ ო ჰ კ რ ა  ყური, (მღვ.).

მამალს, დახოცილი ფრინველები  რ ო მ  დაინახა, ცახცახი დააწყებინა. (ვაჟა).

თუ მთავარი წინადადება კითხვითია ან ბრძანებითი, ან კიდევ კითხვით-ძახილის, სათანადო ნიშანი ყოველთვის ქვეწყობილი წინადადების ბოლოს დაისმის

მაგალითები:

ვინაა, რომ მღერის? (ოტ. იოს).

თუ ვაჟკაცი ხარ, გამიმაგრდი! (ჭავ.).

განა ყველა, რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?! (ვაჟა).

თუ რთული ქვეწყობილი წინადადების ნაწილები შერწყმულია ან განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს შეიცავს, სასვენი ნიშნები მათში იმავე წესით დაისმის, როგორც სრულიად დამოუკიდებელ მარტივსა თუ შერწყმულ წინადადებაში.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სხვენი ნიშნები. საკავშირებელ სიტყვას ერთი ხაზი გაუსვით, მისათითებელ სიტყვას (თუ არის) - ორი, მიმართებით ნაცვალსახელსა თუ მიმართებით ზმნიზედას და მის თითებვლ სიტყვას მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ, რა წევრია, შემდეგ მაგალითები წაიკთხები გამომეტყველებით.

1. ვნახე ენგური, რომელიც კლდეს ღრიანცელით ეხლება (მ.მაჭ.).

2. ბაღს სადაც ჩვენი ვარდი იდგა ნელ-ნელა ჩრდილი მოეფინა (ევდ.).

3. ვინც მალე ჭრის დიდხანს ნანობსო (ანდ).

4. როცა მაისი დგება წითლად ჯეჯილში ყაყაჩო ჩნდება (შანშ).

5. ის მთა ის ბარი, ის მინდორ-ველი რომ დავინახე ავივსე ლხენითა და სიამით (ჭავ.).

6. ირემი გავატყავე ავკუწე ნაჭრებად მივაფარე ზედ ტყავი და ვუფეთქე წამალი რომ ნადირი არ მიჰკარებოდა (ვაჟა).

7. ეს წყლის, დასალევად რომ ჩავედი ხევში მაშინ ვიტკინე (ვაჟა).

ზ. თუ ეგრეა რატომ აქამდე არ მაჩვენე (ჭავ.).

9. რაც მოსახდენია მოხდეს (ჯავახ.).

10. შუადღე იქნებოდა ბონდო რომ ოთახიდან გამოვიდა (დ. შენგ).

11. არის სადმე განა ისეთი ფრინველი რომ არ სმენოდეს ბულბულის გალობა და არ დამტკბარიყოს მისი ტკბილხმოვანებით (ვაჟა.).

 

რთული ქვეწყობილი წინადადების შეცვლა მარტივით
და მარტივისა - რთული ქვეწყობილით

 

ზოგიერთ რთული ქვეწყობილ წინადადებას მასში გამოხატული აზრის გადმოსაცემად შეიძლება შევუნაცვლოთ მარტივი წინადადება. ეს ხდება დაქვემდებარების მოშლით:

1. საკავშირებელი სიტყვა ამოვარდება;

2. ამოვარდება დამოკიდებული წინადადების მისათითებელი სიტყვაც (თუ ის მოიპოვება მთავარ წინადადებაში);

3. დამოკიდებული წინადადების ზმნა-შემასმენელი სახელზმნად (საწყისად ან მიმღეობად) გადაკეთდება და მისი მიმყოლი სიტყვებითურთ მთავარ წინადადებაში მოექცევა. ამის შედეგად რთული ქვეწყობილი წინადადების ნაცვლად მივიღებთ მარტივ წინადადებას (ან შერწყმულს, თუ რთული ქვეწყობილი წინადადების ორივე ან ერთ-ერთი ნაწილი შერწყმულია).

მაგალითები:

ა) 1. ბედნიერია, ვ ი ნ ც  ს ი კ ვ დ ი ლ ი თ  ს ი კ ვ დ ი ლ ს  ა მ ა რ ც ხ ე ბ ს. (გ. შატბ.).

2. ბედნიერია ს ი კ ვ დ ი ლ ი თ  ს ი კ ვ დ ი ლ ი ს  დ ა მ მ არ ც ხ ე ბ ე ლ ი.

ბ) 1. იგი არ ელოდა,  რ ო მ  ს ა ქ მ ე  ა ს ე  შ ე ტ რ ი ა ლ დ ე ბ ო დ ა (კ. ლორთქ.).

2. იგი არ ელოდა  ს ა ქ მ ი ს  ა ს ე  შ ე ტ რ ი ა ლ ე ბ ა ს.

გ) 1. კ რ ე ბ ა  დ ა მ თ ა ვ რ დ ა  თ უ  არ ა  ზურიამ სათიბს მიაშურა.(კ. ლორთქ.).

2. კ რ ე ბ ი ს  დ ა მ თ ა ვ რ ე ბ ი ს თ ა ნ ა ვ ე  ზურიამ სათიბს მიაშურა.

თქმული იმასაც გულისხმობს, რომ მარტივი (და შერწყმული) წინადადება შეიძლება გადაკეთდეს რთულ ქვეწყობილ წინადადებად. მაგალითად,  „ც ხ ე ლ ი  წ ყ ლ ი თ  ს ა ვ ს ე  ცისფერი პლასტმასის ჯამს ორთქლი ასდიოდა“ (დ. შენგ.) მარტივი წინადადებაა, რომლის შინაარსიც რთული ქვეწყობილი წინადადებით ასე გადმოიცემა: „ცისფერი პლასტმასის ჯამს, რომელიც  ც ხ ე ლ ი  წ ყ ლ ი თ  ი ყ ო  ს ა ვ ს ე, ორთქლი ასდიოდა“.

როცა ესა თუ ის აზრი რთული ქვეწყობილი წინადადებითაც შეიძლება გადმოიცეს და მარტივითაც, წერის დროს უპირატესობა იმ წინადადებას უნდა მიეცეს, რომელიც უფრო მარჯვედ, ზუსტად და ნათლად გამოხატავს გადმოსაცემის შინაარსს.


სავარჯიშო 1. რვეულის მარცხენა ნახევარზე დაწერეთ სათაურად "რთული ქვეწყობილი წინადადება", მარჯვენა ნახევარხე - „მარტივი წინადადება“. შემდეგ მარცხენა ნახევარზე სტრიქონის გამოტოვებით ჩამოწერეთ რთული ქვეწყობილი წინადადებები, მარჯვნა ნახევარზე - თქვენს მიერ შენაცვლებული მარტივები. დამოკიდებულ წინადადებასა და მარტივის იმ ნაწილს, რომელიც დამოკიდებულს შეენაცვლა, გაუსვით ქვეშ ხაზი. აღნიშნეთ, რა ცვლილება განიცადა ქვეწყობილმა წინადადებას მარტივის შენაცვლების დროს.

1. ვინც კაცობრიობისათვის მუშაობს, ის თავისი ქვეყნისათვის მეშაობს (ჯავახ.).

2. ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო (წერ).

3. ტყეში რომ შევედით, საკვირველი სანახავი დაგვხვდა (ვაჟა).

4. ის წამდაუწუმ წყალს თხოვდა, რათა გამშრალი პირი გაესველებინა (ყაზ.).


სავარჯიშო 2. რვეულის მარცხენა ნახევარზე სათაურად დაწერეთ „მარტივი წინადადება“, მარჯვენა ნახევარზე - „რთული ქვეწყობილი წინადადება“. მარცხენა ნახევარზე სტრიქონის გამოტოვებით ჩამოწერეთ მარტივი წინადადებები. დაყოფითი დაბეჭდილი სიტყვები გადააკეთეთ დამოკიდებულ წინადადებად და მარჯვენა ნახევარზე მარტივების გასწვრივ ჩამოწერეთ თქვენ მიერ შენაცვლებული რთული ქვეწყობილი წინადადებები. დაუსვით სასვენი ნიშნები. დამოკიდებულ წინადადებას გაუსვით ხაზი. აღნიშნეთ, რად გადაკეთდა მარტივი წინადადების სახელზმნა და როგორ გადაჰყვა მას მიმყოლი სიტყვები.

1. წ ყ ლ ი თ  გ ა ჟ ლ ე ნ თ ი ლ ი  ტანისამოსი ერთიორად ამძიმებდა მის სხეულს. (არ. სულაკ).

2. ის განძეულობა,  რ კ ი ნ ი ს  ნ ა ჭ ე დ  ს კ ი ვ რ შ ი  ჩ ა წ ყ ო ბ ი ლ ი  ნიშინდარში ინახებოდა. (ჯავახ.).

3. პ ა ტ ა რ ა ო ბ ი ს ა ს  სოფელში ბიძასთან ვცხოვრობდი. (კ. ლორთქ.).

4. გვრიტი გალიასთან მიფრინდა თავისი  ბ ა რ ტ ყ ე ბ ი ს  გ ა მ ო ს ა შ ვ ე ბ ა დ. (ხალხ.).

5. ფ უ ტ კ რ ი ს ა გ ა ნ  დ ა კ ბ ე ნ ი ლ ი  თოთია დათვივით ბურტყუნებდა (ჯავახ.).


სავარჯიშო 3. დასახელებულ წინადადებათგან ერთ-ერთი გაარჩიეთ წერილობით (შინ ან კლასში მასწავლებლის მითითებისამებრ). გარჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

ა) წინადადება შინაარსობა და აგებულება-შედგენილობის მიხევით; მთავარი და დამოკიდებული წინადადება;

ბ) დამოკიდებული წინადადების ადგილი და მისი მთავართან შეერთების საშუალება; მისათითებელი სიტყვა (თუ ასეთი მოიპოვება მთავარ წინადადებაში);

გ) რა წევრია მისათითებელი სიტყვა და რა წევრი საკავშირებელი სიტყვა, რომელიც მიმართებითი ნაცვალსახელით და მიმართებითი ზმნიზედით არის გადმოცემული;

დ) სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად;

1. ვინც წიგნებს ბეჭდავს, ის არ შეიძლება ავკაცი იყოსო (კ. ლორთქ.).

2. ის ქეჩა, სადაც არსენა იყო ჩასაფრებული, სიგრძით ორასი ნაბიჯიც ძლივს იქნებოდა (ჯავახ.).

3. შორს მკაფიოდ მოჩანდა უშბა, რომელსაც ზევიდან დაჰყურებდა მზე. (გ. რჩ).

4. ზოგჯერ ტყეში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, რომ საკუთარი სუნთქვაც კი ისმოდა (ჯავახ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ