მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1192 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აფორიზმი ბერძნული სიტყვაა წარმოშობით და ნიშნავს მკაფიო და მოხდენილ გამოთქმას, რომელიც ბრძნულ აზრს შეიცავს.

მაგალითად, აფორიზმია: სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. (რუსთ.).

აფორიზმი განსხვავდება ანდაზისაგან: აფორიზმი პირდაპირ, შეუფარავად გამოხატავს ბრძნულ აზრს, ანდაზა კი - შეფარვით, არაპირდაპირ.

ბევრი აფორიზმია შოთა რუსთაველის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში". შოთას აფორიზმებია:

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. 

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. 

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა. 

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. 

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელია აფორიზმი და რომელი - ანდაზა. ანდაზები და აფორიზმები ისწავლეთ ზეპირად 

ვინ[ც] მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. (რუსთ.). 

ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკისო.

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. (რუსთ.). 

ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო.

თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი. (დ. გურ.). 

უძაღლო ქვეყანაში. კატას აყეფებდნენო.


სავარჯიშო 2. 

ა) დაასახელეთ სხვა ანდაზები და, თუ იცით, აფორიზმები; 

ბ) ჩაწერეთ და ზეპირად ისწავლეთ თქვენთვის უცნობი ანდაზები და აფორიზმები, რომლებიც შეგხვდებათ მხატვრულ ნაწარმოებთა შესწავლის დროს აფორიზმებს მიუწერეთ ავტორებიც;

გ) ჩაწერეთ უფროსებისაგან გაგონილი ანდაზები და აფორიზმები, რომლებიც თქვენთვის მანამდე არ იყო ცნობილი; 

დ) თხზულების წერის დროს გამოიყენეთ ნაშრომის შინაარსის შესაფერი ანდაზები და აფორიზმები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ