მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3332 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სინტაქსის საგანი

 

როგორც ვიცით, სიტყვები ენის ლექსიკური ერთეულებია. ესა თუ ის აზრი რომ გამოვხატოთ, ჩვენ მათ ერთმანეთს ვუკავშირებთ ენაში შემუშავებული წესების მიხედვით, და ვადგენთ სხვადასხვა სახის წინადადებას. 

მაგალითად: ნაცნობი, ყვავილები, ძებნა, პეპლები, მინდორი - ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვებია, 

ხოლო ნაცნობ ყვავილებს დაეძებენ პეპლები მინდვრად (მ. მაჭ.) მარტივი წინადადებაა, სადაც დასახელებული სიტყვები ქართულ ენაში დამკვიდრებული წესების მიხედვით არის ერთმანეთთან დაკავშირებული სათანადო შინაარსის გადმოსაცემად.

სინტაქსი არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს და სიტყვათა შეკავშირების წესებს წინადადებაში. იგი არკვევს, რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში.

წერის დროს ვხმარობთ სხვადასხვა სასვენ ნიშანს. სასვენ ნიშანთა ხმარების წესები (პუნქტუაცია) სინტაქსს განეკუთვნება და მასთან ერთად შეისწავლება.

 

სინტაქსური ერთეულები

 

სინტაქსური ერთეულებია  წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ა,  წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ი ს  წ ე ვ რ ი  და  ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ ი  წ ყ ვ ი ლ ი.

წინადადება ჰქვია ერთ ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტყვას, რომლებიც ამა თუ აზრს გადმოგვცემენ

წინადადება შინაარსისა და აგებულების მიხედვით სხვადასხვაგვარია, მაგალითად: ცელქი სიო აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს (ტაბ.). შინაარსით თხრობითი წინადადებაა, აგებულებით - მარტივი. 

წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ა  ძ ი რ ი თ ა დ ი  ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ ი  ე რ თ ე უ ლ ი ა.

ცალკე აღებული სრულმნიშვნელობიანი სიტყვა ლექსიკური ერთეულია. იგივე სიტყვა წინადადებაში სხვა სიტყვასთან დაკავშირებისას წინადადების ნაწილია, რომელსაც  წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ი ს  წ ე ვ რ ი  ჰქვია. მაგალითად, დასახელებულ წინადადებაში ექვსი სრულმნიშენელობიანი სიტყვაა და ყოველი მათგანი წინადადების წევრია.

წინადადების წევრი უმცირესი სინტაქსური ერთეულია. მრავალწევრიან წინადადებაში რომელიმე წევრი იმავე წინადადების ერთ ან რამდენიმე წევრს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, მოყვანილ წინადადებაში უ ხ უ ჭ უ ჭ ე ბ ს - ოთხ წევრთან არის დაკავშირებული (სიო უხუჭუჭებს, აღტაცებით უხუჭუჭებს, ბუჩქნარს უხუჭუჭებს, დალალს უხუჭუჭებს), ს ი ო - ორთან (ცელქი სიო, სიო უხუჭუჭებს), დანარჩენები - თითო-თითო წევრთან.

ორი წევრი, ერთმანეთთან დაკავშირებული სინტაქსური ერთეულია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთს შეეფერება, როგორც მნიშვნელობით, ისე ფორმითაც. 

რადგანაც ეს ერთეული ორი წევრისაგან შედგება, ამიტომ მას  ს ი ნ ტ ა ქ ს უ რ ი  წ ყ ვ ი ლ ი  ჰქვია.

მარტივ წინადადებაში იმდენი წყვილია, რამდენი წევრიც მოიპოვება ამ წინადადებაში ერთის გამოკლებით. მაგალითად, დასახელებულ წინადადებაში ექვსი წევრია და ხუთი წყვილი. წყვილებია: 1. ცელქი სიო, 2. სიო უხუჭუჭებს, 3. აღტაცებით უხუჭუჭებს, 4. ბუჩქნარს უხუჭუჭებს, 5. დალალს უხუჭუჭებს.

ორწევრიან წინადადებაში ერთმანეთს ემთხვევა სინტაქსური წყვილი და წინადადება. ერთწევრიანში - წინადადება და წინადადების წევრი. მრავალწევრიან წინადადებაში სინტაქსური წყვილი წინადადების ნაწილია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი წევრია და რამდენი სინტაქსური წყვილი, თითოეულ წინადადებაში. აღნიშნეთ, რამდენ სინტაქსურ წყვილში შედის ესა თუ ის წევრი,

1. დადგა ზამთარი. თეთრად გაილესა მთები (ვაჟა).

2. აღმოსავლეთით ცა ოდნავ შეთეთრდა (მრევლ.).

3. ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი (ტაბ.).

4. თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწელილი შორი მთები. (ტაბ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და გამოყავით სინტაქსური წყვილები (ჯერ პირველი წინადადება გადაიწერეთ და მასში შემაელი წევრები დააწყვილეთ, შემდეგ - მეორე წინაღაღება. ბოლოს - მესამე...). გამოარკვიეთ, რომელ მეტყველების ნაწილს შეუძლია დაიკავშიროს უფრო მეტი წევრი.

1. უზარმაზარი ტალღები ნავს ნაფოტივით ათამაშებდნენ (არ. სულაკ).

2. ლურჯ მწვერეალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა. (ა. კალ).

3. ჩამავალი მზის ალმაცერი სხივები ეთხოვებოდნენ ტბისპირულას კლდოვან ნაპირებს (ჯაფ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ