მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1601 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორი შინაარსისაც უნდა იყოს წინადადება, იგი იქნება  წ ა რ თ ქ მ ი თ ი  ან  უ კ უ თ ქ მ ი თ ი.

წართქმითია წინადადება, თუ ზმნა-შემასმენლით აღნიშნული მოქმედების შესრულება დადებითად არის გამოხატული:

მთის ნიავი ჭალას აშრიალებს. (ჯავახ.).

ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი (ტაბ.).

უკუთქმითია წინადადება, თუ ზმნა-შემასმენელით გამოხატული მოქმედების შესრულება უარყოფილია.

წინადადებას უკუთქმით შინაარსს აძლევს უარყოფითი ნაწილაკები (არ, ვერ, ნუ, აღარ, ვეღარ, ნუღარ) და ამ ნაწილაკებით ნაწარმოები უარყოფითი ნაცვალსახელები და უარყოფითი ზმნიზედები:

სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს. (გოგ.).

ეს ამბავი, მკითხველო,  ნ უ  გაგაკვირვებს! (ვაჟა).

მთვარით განათებულ ქუჩაში  ა რ ა ვ ი ნ  ჩანდა (გვეტ.).

ზაზა  ა რ ს ა დ  ჩანდა (ოტ. იოს).

მეორე წინადადება ბრძანებითია. დანარჩენები - თხრობითი. ამასთანავე, პირველ ორ მაგალითში წინადადებას უკუთქმით შინაარსს უარყოფითი ნაწილაკები აძლევს, მესამეში - უარყოფითი ნაცვალსახელი, მეოთხეში - უარყოფითი ზმნიზედა.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ რომელია წართქმითი წინადადება და რომელი - უკუთქმითი. აღნიშნეთ, რა აძლევს წინადადებას უკუთქმით შინაარსს,

1. მოშუადღევდა. ჭიამაიები არ ჩანდნენ. (არ. სულაკ.).

2. ღამის ჩრდილები მიწაზე ჩუმად მიცოცავდნენ. (დ. შენგ.).

3. დათამ სათქმელი აღარ დაამთავრა (არ. სულაკ.).

4. არავინ ჩანდა ათვანზე. (მრევლ.).

5. სიხარულისაგან სიტყვა სიტყვას ვეღარ გადააბა (დ. შენგ.).

6. ახ, არ დამეხმარები? (ჭავ.).

7. პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე (რაზ.).

8. ადამიანმა ხომ ჩვენი ენა არ იცის?! (ვაჟა).

9. ის მადლობასაც არავის გადაუხდის (ვაჟა).

19. ორი კურდღლის მდევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო (ანდ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ